რა ინტერესები აქვს ირანს კავკასიაში

რა ინტერესები აქვს ირანს კავკასიაში

access_time2021-12-04 12:30:45

კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერაა. ყარაბაღში 44-დღიანმა საომარმა მოქმედებებმა ძალთა აქამდე არსებული ბალანსი შეცვლა და ირან-აზერბაიჯანის დაპირისპირება მოამწიფა.

ვითარება აზერბაიჯანელების მიერ ირანელი გადამზიდავების დაკავებამ დაამძიმა. გადამზიდავები იმ ტერიტორიაზე დააკავეს, რომელსაც ომის შემდეგ აზერბაიჯანი აკონტროლებს. მანამდე ირანელ მძღოლებს აზერბაიჯანმა დამატებითი გადასახადიც დაუწესა. ირანში აცხადებენ, რომ მას გზებს ვერ ჩაუკეტავენ. დაანონსდა სომხეთთან ახალი გზის აშენებაც.

მხარეებმა ძალის დემონსტრირება მასშტაბური სამხედრო წვრთნებით სცადეს. გამკაცრდა დიპლომატიური რიტორიკაც.

 „არ შევეგუებით გეოპოლიტიკურ და რუკების ცვლილებებს კავკასიაში. სერიოზული შეშფოთება გვაქვს ტერორისტებისა და სიონისტების ყოფნის გამო ამ რეგიონში“, – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური კი ამბობს: „ვურჩევთ მათ, ვისაც სურს ტერორისტების პოვნა, უკეთ მიმოიხედონ გარშემო.“ 

უფრო ხმაურიან განცხადებებს აკეთებენ აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თეირანს ძლიერი აზერბაიჯანის ხილვა არ სურს. ამბობენ, რომ აზერბაიჯანის მიერ გათავისუფლებული ტერიტორია ადრე ნარკოტრეფიკისთვის გამოიყენებოდა, რაც საზღვრის კონტროლის გამო ვეღარ ხდება.

რა აშფოთებს ირანს?

ოფიციალური განცხადებებით ჩანს, რომ ირან-აზერბაიჯანის დაპირისპირება მრავალწახნაგიანია. მთავარი მაინც რეგიონში ჩამოყალიბებული ძალთა ახალი ბალანსია – თეირანის პოზიციები შესუსტებულია. საპირისპიროდ, ახალი სტატუს-კვო მომგებიანია თურქეთისა და რუსეთისთვის.

ყარაბაღის მეორე ომით ირანი პროცესებს ერთგვარად გამოეთიშა. ახლა მას რეგიონში დაბრუნება სურს. მისი ქმედებები ამბობს, რომ ისიც აქ არის და არ დაუშვებს ძალთა ბალანსის რადიკალურ ცვლილებას. ირანს არ სურს სომხეთის გავლით საქართველოსა და რუსეთამდე დერეფნის დაკარგვა. თუმცა, მთავარი მაინც თურქეთ-აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური ალიანსია. ირანს აშფოთებს რეგიონში თურქეთის გაძლიერება, მისი ქმედებები კასპიის ზღვაზე და პოზიტიური როლი აზერბაიჯან-თურქმენეთის ურთიერთობის მოგვარებაში. აზერბაიჯანი თურქეთისთვის პლაცდარმია შუა აზიისკენ“, – განმარტავს ანალიტიკური ორგანიზაცია ჯეოქეისის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი ემილ ავდალიანი.

ირანის შეშფოთების დამატებით მიზეზებზე რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი საუბრობს. ეს ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გახსნა და ისრაელის ფაქტორია. გზის გახსნით, თუ იქ სომხეთის სუვერენიტეტი არ გავრცელდება, ირანი ერთიან თურქულ-აზერბაიჯანულ რკალში ექცევა:


თეირან-ბაქოს ურთიერთობებს ამძიმებს ისრაელი ფაქტორიც. ირანში ეჭვობენრომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განლაგებულია ისრაელის სამხედრო დანაყოფები. თავის მხრივ, ისრაელში ფიქრობენრომ ირანს უკვე მალე ექნება ბირთვული იარაღი. აქტიურად საუბრობენ ირანზე ისრაელის შესაძლო თავდასხმაზეც იმ მიზნით, რომ თეირანს მოუსპოს ასეთი იარაღის შექმნის შესაძლებლობა. სწორედ ეს მოვლენები შეაფასა ირანმა, როგორც მის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი საფრთხე.“ 

თეირანისთვის პრობლემაა სომხეთის პოზიციების მკვეთრი შესუსტებაც. ამიტომ სტატუს-კვოს აღდგენისთვის გამორიცხული არ არის, თეირანმა სომხეთს ახალი ომის წამოწყებისკენ უბიძგოს. ამ სცენარში გადამწყვეტი რუსეთის პოზიცია იქნება.

რა პოზიცია აქვს რუსეთს?

რუსეთი კულისებშია. ის აქტიურად არ ჩანს, მაგრამ ფარდას მაშინვე დატოვებს, როგორც კი ამის საჭიროებას დაინახავს, – ასე ფიქრობენ საქართველოში. ემილ ავდალიანი მიიჩნევს, რომ რუსეთს პროირანული პოზიცია უნდა ჰქონდეს. მასაც არ აწყობს რეგიონში თურქეთის ზედმეტად გაძლიერება:

ნიშანდობლივია, რომ დაძაბულობის ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში იყო ჩასული და იქიდან გააკეთა განცხადებები. რა თქმა უნდა, რუსეთი ღიად არ ჩაერევა. ის არ იტყვის, რომ ირანს უჭერს მხარს, მაგრამ გარკვეულწილად ეს სიგნალი იყო. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, სიტუაციური პარტნიორები აღმოჩნდნენ. ირანს ბევრად აწყობს რუსეთის ჰეგემონობა სამხრეთ კავკასიაში, ვიდრე თურქეთის გაძლიერება.“ 

კონფლიქტის გავლენა საქართველოზე

საქართველო აქაც მარტოა. ამ ვითარებაში მას არც დიდი არჩევანის და არც მოქმედებების საშუალება აქვს. როგორი იქნება გავლენა, მაინც მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული. საომარი მოქმედებები, რომელშიც საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორები იქნებიან ჩართულნი, ქვეყანაზე ნეგატიურად აისახება. არამომგებიანია რეგიონში მუდმივი დაძაბულობაც.

ირანს აქვს 2 მძლავრი ნავსადგური, რომლებიც კონკურენციას უწევენ ქართულ პორტებს. თუ მოხდება შეფერხება ან ახალი სანქციების დაწესება ირანისთვის, მაშინ საკონტეინერო ნაკადის ნაწილი, შესაძლოა, საქართველოს დერეფანში გადამისამართდეს. ამით ქართულ პორტებში ტვირთბრუნვა გაიზრდება“, – მიიჩნევს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი.

ის ვარაუდობს, რომ დაძაბულობის შემთხვევაში, ირანული ტვირთი საქართველოს დერეფანში არა აზერბაიჯანის, არამედ სომხეთის გავლით წამოვა. თუმცა, ტვირთის ეს მოცულობა მცირეა. რუსეთთან დაკავშირებისთვის კი, ირანი ისედაც ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს იყენებს – აზერბაიჯანის ან თურქმენეთის გავლით. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის სატრანსპორტო კავშირები არ არის შეფერხებული. 

როგორ განვითარდება მოვლენები?

ეს დაძაბულობა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, როგორი მყიფეა მშვიდობა და სტაბილურობა კავკასიის რეგიონში, სადაც მიმდინარე მოვლენებს ახლოდან ადევნებენ თვალს და მასზე მყისიერად რეაგირებენ ძლიერი რეგიონული აქტორები“, – ამბობს ზურაბ ბატიაშვილი. ის მიიჩნევს, რომ პრობლემა კიდევ არაერთხელ შეგვახსენებს თავს.

სამხედრო მოქმედებების დაწყებას არ ელის ემილ ავდალიანი. მისი აზრით, ირანის სამხედრო პოზიციები დღეს არ არის ისეთი ძლიერი, რომ ჩაებას აზერბაიჯანისა და, შესაბამისად, თურქეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში. თანაც აქ კიდევ ერთი მოთამაშეა – ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ კავკასიაში მეტად გაძლიერებული რუსეთი. 


წყარო: Business Feed




რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს

რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს
access_time2022-01-22 21:00:29
მსოფლიო ელის, როდის შეიჭრება რუსეთი უკრაინაში. 2014 წელს ყირიმისა და დონბასის ნაწილის (ლუგანსკის და დონეცკის ოლქები) ანექსიის შემდეგ, რუსეთი უკრაინას ახალი ომით ემუქრება, რასაც წინ უძღოდა ნატო-რუსეთის საბჭოს უშედეგოდ...

სილქფესტი ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს!

სილქფესტი ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს!
access_time2022-01-22 17:48:07
სილქნეტს 22 და 23 იანვარს მრავალფეროვანი შეთავაზებები აქვს მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის. „სილქფესტის“ ხუთი განსხვავებული პაკეტიდან სასურველი პირობის გააქტიურებას ფიზიკური, იურიდიული პირები კომბინაციით *202# შეძლებენ: 300 წუთი - 5 ₾  5 GB + 100 წუთი - 7 ₾  700 წუთი - 9 ₾ 15 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 10 ₾ 20 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 12 ₾ მომხმარებელი არ...

ინფლაციის ყველაზე დიდი რისკი გეოპოლიტიკური არეულობაა - მოსაზრება

ინფლაციის ყველაზე დიდი რისკი გეოპოლიტიკური არეულობაა - მოსაზრება
access_time2022-01-22 19:00:32
ინფლაცია არ არის მხოლოდ ქვეყნის შიდა პრობლემა. შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაცია 7%-ს აღწევს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში. ეს საფრთხეს უქმნის ჯო ბაიდენის...

აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა
access_time2022-01-22 13:00:31
კიევში ამერიკის საელჩოს ცნობით, პარასკევს ღამით უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების მიწოდება დაიწყო, რაც ქვეყანას რუსეთის შესაძლო ინტერვენციისგან თავის დაცვაში...

რუსული "დიდება" ციფრებში - გიორგი ქადაგიძის მიმოხილვა

რუსული
access_time2022-01-22 18:00:58
დღევანდელ რუსეთს არ გააჩნია არანაირი ფინანსური, სამხედრო თუ ინტელექტუალური რესურსი აწარმოოს თუნდაც საშუალო მასშტაბის და ვადის სამხედრო კამპანია,“-ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე  სოციალურ ქსელში...


მსგავსი სიახლეები

up