რა იცვლება ქონების დაყადაღების წესში

რა იცვლება ქონების დაყადაღების წესში

access_time2022-09-22 22:20:00

პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი 89 ხმით დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


​კანონპროექტის მუხლობრივი განხილვისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა შეიძლება დაედოს, თუ: არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ; არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გაანადგურებენ ან დააზიანებენ; არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ; ამ ქონებაზე ყადაღის დადება აუცილებელია მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, რადგან დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქონების ჩამოსართმევად საჭირო შესაბამისი გარემოებების არსებობა.


„თუ იარსებებს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ ან გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ, ამ შემთხვევებში, ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს აუკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე, ქონებით სარგებლობაც აეკრძალება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.


​როგორც დეპუტატმა განმარტა, კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა სამ ეტაპად დაედება და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა იქნება 12 თვე. ასევე, თუ დაწყებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შესაბამისი პროცედურები, ქონებაზე ყადაღის დადება ხუთ ეტაპად განხორციელდება და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა, ასევე, 12 თვე იქნება. ყოველ შემდეგ ეტაპზე დადგენილი ვადით ქონებაზე ყადაღის შესახებ სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდების მხარე მიმართავს.



უფრაქციო დეპუტატის, შალვა შავგულიძის შეფასებით, პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტი, კორექტირების შედეგად, კიდევ უფრო გაუარესებულია საკუთრების კონსტიტუციური უფლების დაცვის თვალსაზრისით.


„პირველი მოსმენისას წარმოდგენილ ვარიანტში ის მაინც იყო აღნიშნული, რომ უნდა ყოფილიყო ყადაღის დადების დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშული ან ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული და, ასევე, დასაბუთებული ვარაუდი უნდა ყოფილიყო იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ემატება ამ მოთხოვნას - რა მიზანთან დაკავშირებითაც იყო დასაბუთებული ვარაუდი, რომ ყადაღის დადება საჭიროა: ახალი დანაშაულის აღსაკვეთად, დაზიანებისგან, განადგურებისგან, გასხვისებისგან დასაცავად. ახალი რედაქციით, გამოდის, რომ მხოლოდ ის პირობა, რომ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშული ან ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ყადაღა დაედოს ისეთი კეთილსინდისიერი შემძენის ქონებას, რომელსაც საერთოდ არანაირი კავშირი არ უსაბუთდება ამ დანაშაულის ჩამდენთან ან ამ ქონების მიმართ ჩადენილ დანაშაულთან“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.


​როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, კანონპროექტი ქონებასთან მიმართებით ადამიანის უფლებების სტანდარტს აუმჯობესებს.


​„თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გავეცნობით და შემდეგ ამ კანონპროექტს, მე მგონი ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ ეს კანონპროექტი უფლებების დაცვის სტანდარტს ყადაღასთან მიმართებით, სისხლის სამართლის პროცესში აუმჯობესებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.



თეგები:
პარლამენტი



„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა
access_time2022-09-30 13:06:19
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. აღნიშნული ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორს თავად დაუდასტურა.   ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა...

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა
access_time2022-09-30 13:00:44
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434 მათგანს. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა, — ამის შესახებ ინფორმაციას IDFI აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის მარტი-ივლისი...

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის
access_time2022-09-30 11:55:06
დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით ისარგებლონ. "მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა განსაკუთრებული პირობები შეგვეთავაზებინა ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის. როგორც იცით, 2022 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის თანახმად, სამომხმარებლო ტიპის სესხებზე მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 36 თვით, რაც ჩვენი მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის შეამცირებდა სამომხმარებლო ტიპის...

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით  კამპანიას იწყებს
access_time2022-09-30 11:25:34
შეცვალე! ნუ დაკარგავ კავშირს ბუნებასთან, მოუფრთხილდი მას! თემა, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და საკითხი, რომელიც ყველას გვაფიქრებს: ეკოლოგია და გარემოს დაცვა. პროკრედიტ ბანკმა ახალი კამპანია სწორედ ამ მიმართულებით წამოიწყო. გარემოსდაცვით კამპანიას ბანკი მთავარი ვიდეო რგოლით ხსნის, რომელიც  მოკლემეტრაჟიან ფილმს გვაგონებს. სცენარი წარმოსახვით სამყაროში ვითარდება და განსაკუთრებული სიმძაფრით აღწერს იმ მომავალს, რომელიც შეიძლება დადგეს, თუკი ბუნებას არ...

ევრო დოლართან მიმართებით ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა

ევრო დოლართან მიმართებით ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა
access_time2022-09-30 11:30:28
ევროპის მასშტაბით ენერგოკრიზისის, რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავებისა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, ევრო ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდულად უფასურდება. საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე დღეს ერთი ევროს სანაცვლოდ 0.956 დოლარის შეძენაა შესაძლებელი, რაც ბოლო ოცწლეულის მინიმალური მაჩვენებელია. საგულისხმოა, რომ რუსეთის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების კითხვის...


მსგავსი სიახლეები

up