რა გზას გადის ხორბალი ფქვილამდე - ინტერვიუ წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორთან

რა გზას გადის ხორბალი ფქვილამდე - ინტერვიუ წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორთან

access_time2020-11-17 12:35:56

პანდემია, რომელიც ჩვენს ქვეყანასაც აქტიურად უტევს, მსოფლიოს  და, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაც სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა. აქტუალობას არ კარგავს თემა პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტის - პურის თაობაზე. მოსახლეობას მისი არა მხოლოდ ფასი, ხარისხიც არანაკლებ აღელვებს. მრავალფეროვანი ასორტიმენტის პარალელურად, მომხმარებლისთვის  მნიშვნელოვანია, ერთნაირი საგემოვნო თვისებების, სტაბილური სასაქონლო სახის სურსათის ხელმისაწვდომობა.

როგორ ხდება ამ სტაბილურბის კონტროლი, ხარისხიანი ნედლეულის წარმოება და მომხმარებლისთვის მისაღები პროდუქტის მიწოდება, ამ საკითხთან დაკავშირებით  წისკვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორს, ლადო ბიძინაშვილს გავესაუბრეთ. „ბარაქა“ წლებია ბაზარზე ფუნქციონირებს და მის მიერ წარმოებული ხორბლის ფქვილი ბაზრის მოთხოვნის მნიშვნელოვან ნაწილს აკმაყოფილებს.

  • ბატონო ლადო, როგორ ხდება ხორბლის ხარისხის კონტროლი და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი?

 

  • როდესაც ვლაპარაკობთ ნებისმიერი პროდუქტის ხარისხზე, თავისთავად, იგულისხმება ხარისხიანი ნედლეული, რომლითაც ეს პროდუქტი მიიღება. თუ ხარისხიანი ნედლეული არ გვაქვს, ბუნებრივია, სასურველ საბოლოო პროდუქტსაც ვერ მივიღებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენს კომპანიაში ხარისხის კონტროლი ნედლეულის მიღებიდან იწყება.  მოწმდება თითოეული მიღებული ხორბლის პარტია, რომელიც მონაცემებისა და მახასიათებლების მიხედვით  ნაწილდება სხვადასხვა საცავში.  შემდგომში ხდება მათი ტექნოლოგიურად შერევა.

 

რაც შეეხება ხორბლის ხარისხს, იგი რამდენიმე სხვადასხვა მონაცემზე მოწმდება: წებოგვარა, იდეკა, სინოტივე, ნატურა(მოცულობა), ვარდნის რიცხვი, ნაცრიანობა, პროტეინი. თითოეული ეს განზომილებაა, რომელიც გავლენას ახდენს ხარისხზე. ყველა მათგანი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს და მათ კომბინაციას უნდა მოერგოს ტექნოლოგია. ყველა პარამეტრის შემოწმების  შემდეგ, ხორბალს ენიჭება შესაბამისი მახასიათებელი, თუ რომელ კლასს მიეკუთვნება.

 

  • საინტერესოა, ხორბლის ფქვილის კლასიფიკაცია. რამდენი ტიპის ხორბლის ფქვილი შეიძლება მივიღოთ ხარისხიანი ხორბლისგან? სად, რაში გამოიყენება თითოეული მათგანი და რა განსხვავებაა მათ შორის?

 

  • ხორბლის გადამუშავებისას  რამდენიმე სხვადასხვა პროდუქტი მიიღება;  უმაღლესი, პირველი, მეორე ხარისხის და შავი ფქვილი. მიიღება ასევე ქატო. შავი ფქვილი და ქატო, ძირითადად, ცხოველის საკვებად გამოიყენება. დანარჩენი კი სხვადასხვა ხარისხისა და ასორტიმენტის ხორბლის პურის საწარმოებლად არის განკუთვნილი.

 

  • ხორბლისგან საბოლოო ნედლეულის - ხორბლის ფქვილის მიღებამდე რა საწარმოო თუ ტექნოლოგიური პროცესები მიმდინარეობს წისქვილკომბინატში?

 

  • ხორბლის გადამუშავება, ერთი შეხედვით, მარტივი ტექნოლოგიაა, მაგრამ, იმისთვის, რომ მივიღოთ სტანდარტების შესაბამისი ხარისხის ფქვილი, ხორბალი არც თუ ისე ცოტა ეტაპს გადის. პირველ რიგში, ხარისხის მიხედვით დაყოფილი ხორბალი სხვადასხვა საცავებიდან შესაბამისი პროცენტულობით გადადის  საერთო დაყოვნობის რეზერვუარში, რის შემდეგაც გადის სეპარაციას, შემდეგ გადის ასპირაციას. მომდევნო ეტაპზე კიდევ ერთხელ გადის მაგნიტურ სეპარაციას, რომ მაქსიმალურად გამოვაცალოთ მასში არსებული რაიმე სახის მეტალის მინარევი. მხოლოდ ამის შემდეგ გადადის საფქვავი დანადგარის რეზერუარებში, საიდანაც საფქვავ დანადგარს მიეწოდება  ხორბალი.

 


წისქვილზე გადაწოდებისას ხორბალი სხვადასხვა ზომის საფქვავ ლილვაკებში  რამდენიმე ეტაპს გადის, რომელიც დაკავშირებულია საცერებთან. რამდენიმე საცერში გავლის შემდეგ ხვდება აერაციის სისტემაში, რომელიც უკვე მზა პროდუქტს ანაწილებს დაყოვნების საცავებში. აქედან  ხდება  მზა პროდუქციის დაფასოება.

 

  • როგორ ხდება ხორბლის ფქვილის ხარისხის კონტროლი „ბარაქაში“?

 

  • წარმოების მიმდინარეობას აკონტროლებს წარმოების უფროსი, რომელიც ჩართულია ყველა პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ ნედლეულის შემოწმება წარმოების დაწყებამდე  მინიმუმ 3-ჯერ ხდება, ჩვენს ლაპორატორიაში ყოველ ერთ საათში მიმდინარეობს მზა პროდუქციის ნიმუშის აღება და გადამოწმება.

  

  • რა სირთულეებს აწყდებით ხორბლის ფქვილის წარმოების პროცესში?

 

  • შეიძლება ითქვას, წარმოებისას წამოჭრილი პრობლემები ჩვენთვის გამოწვევა უფროა, ვიდრე სირთულე. მოგეხსენებათ, კულინარია საქართველოში დღითი-დღე ვითარდება, პროდუქტის ამა თუ იმ მახასიათებლის მიმართ  მოთხოვნებიც მატულობს.  შესაბამისად, ვცდილობთ, ვუპასუხოთ ამ გამოწვევას და მომხმარებლის ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ.

 

  • რა სტანდარტებია დანერგილი საწარმოში და რა  დანადგარებს იყენებსბარაქახარისხიანი ფქვილის საწარმოებლად?

 

  • გადამუშავებული,  მზა პროდუქციის შემოწმება ხდება როგორც GOST-ის, ასევე  ISO სტანდარტების მიხედვით, რომელსაც ჩვენი ლაბორატორია სრულად აკმაყოფილებს. ასევე, უკვე მეორე წელია, ჩვენს წისკვილკომბინატში  CHOPIN-ის უახლეს ლაბორატორიაა მოწყობილი, რომლის საშუალებითაც შესაძლებლობა გვაქვს, ძალიან სწრაფად -  30 წამში გავზომოთ ხორბლისა თუ ფქვილის მონაცემები. დანერგილი სტანდარტები, არსებული საწარმოო დანადგარები და თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს მისთვის სასურველი მაღალი ხარისხის ნედლეული მივაწოდოთ.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up