რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

access_time2021-12-04 16:00:11

დიდი და მოუქნელი – ასეთია საქართველოს სახელმწიფო აპარატის ეფექტიანობის მოკლე შეფასებაბიუროკრატიის სიდიდისა და მისი შემცირების აუცილებლობაზე ყველაზე მეტს ექსპერტებიყველაზე ცოტას კიპოლიტიკოსები საუბრობენძირითადად მაშინროდესაც მართვის სადავეები სხვის ხელშია.

რას ამბობენ რიცხვები?

მაინც რა გვიჯდება სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვაკონკრეტული რიცხვირომლითაც შევაფასებთ, რა თანხა იხარჯება სახელმწიფო აპარატის გამართული ფუნქციონირებისთვის, არ არსებობს. მონაცემები სხვადასხვა დოკუმენტშია გაბნეული და არასრულყოფილიათუმცა, მიახლოებითი მაჩვენებლები ცხადყოფსრომ ხარჯები გადასახადების გადამხდელებისთვის მძიმე ტვირთია.

ოფიციალური სტატისტიკითსახელმწიფო სექტორი საქართველოში დაახლოებით 300 000 ადამიანს ასაქმებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დასაქმებული ადამიანების 23.7% სახელმწიფოს ჰყავს დაქირავებული.

2021 წლის პროგნოზითმხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან ანაზღაურებას 112 605 პირი მიიღებსმათი ხელფასებისთვის 2.073 მილიარდი ლარია განსაზღვრული და თანხის ნაწილს სახელმწიფო სსიპ-ების ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლი შეავსებს. 

უფრო ფართო სურათს ერთიანი ბიუჯეტი (ცენტრალურიავტონომიური რესპუბლიკებიმუნიციპალიტეტებისსიპგვაძლევს. ირკვევა, რომ საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება წელს 2.5 მილიარდი ლარი დაგვიჯდება.

აბსოლუტურად არანორმალურია ამ რაოდენობის ადამიანების დასაქმება სახელმწიფო სექტორშიეს ისეთი ტვირთიარომელსაც ვეღარ ასწევს ეკონომიკასახელფასო ხარჯს ემატება ადმინისტრაციული ხარჯებიცრომლის ზუსტი დათვლა ამ საბიუჯეტო დისციპლინის პირობებში შეუძლებელია“, – განმარტავს PMC კვლევითი ცენტრის ეკონომისტი მიხეილ კუკავა.

აპარატის შენახვისთვის საჭირო ხარჯები – მივლინებისსაოფისეავტოპარკის, საკომუნიკაციო და სხვა, ბიუჯეტის „საქონლის და მომსახურების“ მუხლიდან გამოიყოფაამავე მუხლიდან ხდება სხვა ტიპის ხარჯების გაწევაც, ამიტომ კონკრეტული მაჩვენებელირა გვიჯდება აპარატის შენახვა, არ გვაქვს.

 

ნომინალში ზრდის მიუხედავად, კლების ტრენდი აქვს სახელფასო ხარჯის ფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან, რაც დადებითია. 2020 წელს ეს მაჩვენებელი მშპ-ი 4.6% იყო, რაც 2021 წელს 4.2%მდე, 2022 წელს 3.8%მდე უნდა შემცირდეს.


რატომ იზრდება ბიუროკრატია?

ბიუროკრატიას აქვს მიდრეკილებამოიგონოს საქმერაც უფრო დიდია აპარატიმით უფრო რთულდება და დროში ჭიანურდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

მიხეილ კუკავა განმარტავსრომ დასაქმებულთა ზრდის ტენდენციას 3 ძირითადი ფაქტორი განაპირობებს:

„ინდუქციული ჯაჭვი – შედეგიდან მიზეზის ძიებაამ დროს საქმეს „ვერ აუდის“ მოუქნელი და არაეფექტიანი სისტემაპრობლემის გადაწყვეტის გზად კი, კადრების დამატება მოიაზრება. მთავრობა კი, დაჰყვება ამ მოთხოვნასროგორც გარდაუვალს;

მეორე მთავარი მიზეზი „დიდი მთავრობის“ ზიანის გაუცნობიერებლობაა;

მესამე კისახელმწიფო აპარატის გამოყენებაროგორც ელექტორატის ნაწილისამაზე უარს მთავრობები ვერ ამბობენ.“

როგორი უნდა იყოს „მთავრობის ზომა“?

მთავრობის ზომის“ შესაფასებლად ერთიანი ხედვა არ არსებობსეკონომისტების შეფასებით, საჭიროა ერთიანი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ჯამის ეკონომიკასთან შეფარდებაამ მაჩვენებლით„მთავრობის ზომა“ 2020 წელს 36.1% იყო. სასურველი კი ამ მაჩვენებლის 30%-ზე დაბლა ჩამოსვლაა.

ეკონომიკაში მთავრობის მონაწილეობის მასშტაბი გაცილებით მცირეავიდრე თუნდაც ჩვენი რეგიონის ბევრ სხვა ქვეყანაშიან ევროპის ქვეყნებშიმაგრამ თუ ზოგადად ბიუროკრატიას შევხედავთმაშინ აქ გაცილებით დიდია მონაწილეობათუ რომელიმე ქვეყანაში, პირობითად, 100 ლარის დახარჯვა ხდება ერთი საჯარო მოხელის მიერჩვენ შემთხვევაში იმავე რაოდენობის თანხაზე 3-4 საჯარო მოხელე მოდის. რიგ შემთხვევაში საჯარო სექტორში დასაქმება არაფორმალური სოციალური პროგრამაა“, – ამბობს კვლევითი ინსტიტუტის – Gnomon Wiseის მკვლევარი ეგნატე შამუგია.

როგორი უნდა იყო მთავრობის მონაწილეობა ეკონომიკაში, მაინც მსოფლმხედველობის საკითხიაქვეყნებშისადაც მცირე მთავრობის უპირატესობას აცნობიერებენ, სახელმწიფო აპარატიც მცირეა

მცირე მთავრობის მაგალითად რთულია რომელიმე ქვეყნის მოხმობარადგანაც ხშირად იცვლება ამა თუ იმ ქვეყანაში ხელისუფლებების ხედვაშეიძლება დაასახელო ცალკეული პერიოდებიკარგი მაგალითია ტეტჩერის პერიოდის ბრიტანეთიან აშშში რეიგანის პირველი ვადით პრეზიდენტობის ხანამაგალითადტეტჩერის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ლეიბორისტებმა ისევ „გაასუქეს“ შეთხელებული სახელმწიფო აპარატი“, – განმარტავს მიხეილ კუკავა.

სამუშაო ადგილების შემცირება მტკივნეული რეფორმაა. ამ ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლებას არ უნდა – მას მოსახლეობაში უკმაყოფილების ზრდის ეშინია. ბიუროკრატიის შემცირებაზე რჩევაც კი, შეუსრულებლობისთვის არის განწირული.

მთავრობაზე თუ არ მოხდა ზეწოლა ამას თავისი სურვილით არ გააკეთებსძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში ვერ დაინახავს კადრების შემცირების აუცილებლობასუნდა მოხდეს საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების მხრიდან ერთიანი ზეწოლაამასროგორც წესიისინი არ მიმართავენ“, – ამბობს მიხეილ კუკავა



წყარო: Business Feed




ლარის კურსი დოლართან 7.88 თეთრით, ხოლო ევროსთან 5.46 თეთრით გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან 7.88 თეთრით, ხოლო ევროსთან 5.46 თეთრით გაუფასურდა
access_time2022-08-15 17:05:15
15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7877 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -7.88 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8426 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7880 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.46 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1552 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.3636 ლარი...

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის
access_time2022-08-15 17:00:09
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო 9 წელიწადზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება...

პრემიერი საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება - აგვისტოს ბოლომდე ჯამში 20-30 თეთრით

პრემიერი საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება - აგვისტოს ბოლომდე ჯამში 20-30 თეთრით
access_time2022-08-15 15:00:47
გვაქვს ჩვენ განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა საწვავის ფასებმა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ, საჭიროა, უფრო გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან რეკომენდაციით მიმართა კონკურენციის სააგენტოს, დაიწყოს მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების...

არ დაანთოთ ცეცხლი ტყის ან ველის სიახლოვეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

არ დაანთოთ ცეცხლი ტყის ან ველის სიახლოვეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
access_time2022-08-15 15:40:18
მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და სთხოვს არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. „გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან...

13:00 საათისთვის, Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8050 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 2.8500 და 2,8600 ლარი ღირს

13:00 საათისთვის, Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8050 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 2.8500  და 2,8600 ლარი ღირს
access_time2022-08-15 13:00:23
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8050  ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7050 კურსით დაიწყო.   12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.73 თეთრი...


მსგავსი სიახლეები

up