რა გვასწავლა ჰოლივუდის ციფრულმა ტრანსფორმაციამ

რა გვასწავლა ჰოლივუდის ციფრულმა ტრანსფორმაციამ

access_time2022-01-09 14:00:14

კომპიუტერული მეცნიერი მაიკლ სმითი 20 წლიანი კვლევისა და სწავლების შედეგებს გვიზიარებს. იგი აკვირდებოდა, როგორ მოქმედებს ციფრული ტრანსფორმაცია კომპანიებსა და ბაზრებზე. “ამ ნამუშევარმა საშუალება მომცა, ციფრული ტრანსფორმაციის ორი მნიშვნელოვანი მახასიათებელი გამომეკვეთა. თითოეული ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ქმნის ინდუსტრიის ლიდერებისთვის”. 


პირველი — ციფრული ტრანსფორმაცია მიდრეკილია, შექმნას სიმრავლე იქ, სადაც ოდესღაც დეფიციტი იყო. რა შეიძლება იყოს ციფრულად დაშიფრულ ინფორმაციაზე უხვი, რომლის რეპროდუცირებაც უსასრულოდაა შესაძლებელი? თანაც, დამატებითი ხარჯების ან ხარისხის დაკარგვის გარეშე. ვინაიდან, ბიზნეს მოდელების უმეტესობა შეზღუდული რესურსების მართვის იდეაზეა დაფუძნებული, ციფრული ტრანსფორმაციის ეს ასპექტი, შესაძლოა, ძნელად გასაგები და დამღუპველიც კი იყოს.


მეორე — ხშირად ციფრულ ტრანსფორმაციას დიდი გავლენა აქვს კომპანიის კონკურენტული გარემოს ბევრ სფეროზე. ამ გაფართოებულმა ლანდშაფტმა კი შეიძლება, გამოცდილ მენეჯერებსაც კი შეუქმნას პრობლემა… კერძოდ, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ინდივიდუალური ბაზრის ტრანსფორმაციაზე ორიენტირებულებს გამორჩეთ კომბინირებული საფრთხე, რომელიც რამდენიმე ერთდროული ციფრული ცვლილების დროს წარმოიქმნება.


მოდით, ბოლო ათწლეულის კინოინდუსტრიის გამოცდილებას გადავხედოთ, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, როგორ შეუძლია ამ ორ მახასიათებელს მენეჯერებისთვის პრობლემების შექმნა — თუნდაც გამოცდილ, ისტორიულად დომინანტურ ორგანიზაციებში.


ყველასათვის ცნობილია, რომ ბოლო 100 წლის მანძილზე კინო ინდუსტრიაში 6 კომპანია დომინირებს: Universal Pictures, Paramount Pictures, Warner Bros. Pictures, Walt Disney Pictures, და Columbia Pictures. თუმცა თანდათან გამოჩნდა ისეთი კომპანიები, როგორიცაა Netflix, Amazon და Google. მთელი ამ დროის განმავლობაში ზემოხსენებულმა ექვსეულმა უზარმაზარი ცვლილებები განიცადა, კონტენტის შექმნის, გავრცელებისა და მოხმარების თითქმის ყველა ასპექტში. თითოეულმა მათგანმა შეძლო სამი ძირითადი მწირი საბაზრო რესურსის გაკონტროლება: კონტენტის შექმნის ფინანსური და ტექნოლოგიური საშუალებები, არხები, რომლებიც საჭიროა პროდუქტის გასავრცელებლად და საავტორო უფლებების კანონის გამოყენების შესაძლებლობა. 



თუმცა რაც მათ არ ესმოდათ 2015 წლისთვის, არის ის, რომ ციფრული ტექნოლოგია თითოეულ ამ მწირ რესურსს ზრდის. ახალი ციფრული ტექნოლოგიები წვდომის დემოკრატიზაციას ახდენს. ახალმა ციფრულმა არხებმა შემქმნელებს საშუალება მისცა, თავიანთ აუდიტორიას სამაუწყებლო სადგურების, კინოთეატრებისა და მაღაზიების თაროების მწირი არხების გარეშე დაუკავშირდნენ. ამასთანავე, ე. წ. ციფრული მეკობრეობის გამოყენებით, მომხმარებლებს უფასო წვდომა აქვთ კონტენტზე, რაც ყველა ამ კომპანიის ბიზნეს მოდელს გამოწვევას უქმნის.


მთავარი პრობლემა, რომელსაც სტუდიები წააწყდნენ, მომხმარებლებთან პირდაპირი წვდომის არქონაა. რა თქმა უნდა, მათ შეეძლოთ, სალაროებში გაყიდული ბილეთების რაოდენობით ან Nielsen TV-ის რეიტინგებით გაერკვიათ, რამდენმა ადამიანმა უყურა კონკრეტულ ფილმს კონკრეტულ ქალაქში… მაგრამ მათ არაფერი იცოდნენ ამ მომხმარებლების, როგორც ინდივიდების შესახებ. მათ არ გააჩნდათ კონტროლი არხებზე, რომლებიც მომხმარებელთა მონაცემების ახალ წყაროებს იძლევა, ქცევისა და დამოკიდებულების შესახებ.


ამის პარალელურად კი Netflix, Amazon და YouTube მომხმარებელთა ხედვას თავიანთი ძალაუფლების გასაძლიერებლად იყენებდა. ამრიგად, 2015 წელს ბევრი ვარაუდობდა, რომ დიდი სტუდიები უბრალოდ განადგურდებოდა, ისევე როგორც მრავალი სხვა წამყვანი კომპანია “დარღვეულ” ინდუსტრიებში. თუმცა ეს ასე არ მოხდა.


საინტერესოა, როგორ უპასუხეს კინოსტუდიების წარმომადგენლებმა ციფრული ტექნოლოგიების საფრთხეს? პირველ რიგში, მათ შეწყვიტეს არსებული ბიზნეს მოდელის დაცვა, რომელიც მწირ არხებზე გაყიდულ კონტენტზე წვდომას მოიცავდა (კინოთეატრები, დისკები)… ამის ნაცვლად, ახალი პერსპექტივის საფუძველზე, სტუდიებმა ტექნოლოგიებისა და ახალი ბიზნეს მოდელების მიღება დაიწყო. ეს მოიცავდა საინტერესო ციფრული სადისტრიბუციო პლატფორმების შექმნას, როგორიცაა Disney +, HBO Max, Peacock და Hulu. ასევე, გააქტიურდა ინტუიციური მარკეტინგიდან მიღებული მონაცემებისა და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების კულტურა.


ამ ყველაფრისგან სამი ძირითადი გაკვეთილის სწავლა შეგვიძლია. 

პირველ რიგში, დააკვირდით შეზღუდულ რესურსებს, რომლებიც ყოველთვის განსაზღვრავდა თქვენი ვაჭრობის ძალას და დაფიქრდით, რამდენად შეუძლია ციფრულ ტრანსფორმაციას მათი გაზრდა. ან, შეუძლია თუ არა ციფრულ ტექნოლოგიებს თქვენი, როგორც ბრენდის ღირებულების შემცირება? შეიძლება, რომ ამან შეასუსტოს ინფორმაციის წარმოებასა და გავრცელებაზე კონტროლი შეასუსტოს? არსებობს იმის ალბათობა, რომ ეს თქვენი პროდუქტის ძირითად ბუნებას შეცვლის?

მეორე — შეაფასეთ, რა ორგანიზაციული და კულტურული ცვლილებებია საჭირო კონკრეტული უპირატესობების ახალ წყაროებზე წვდომისთვის.

მესამე — იმის ნაცვლად, რომ ტრანსფორმაციის თანმდევ ცვლილებებზე დარდობდეთ, რადგან მას გარკვეული გავლენა ექნება დამკვიდრებულ ბიზნეს მოდელზე, დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ ახალი ციფრული ტექნოლოგიების ძირითადი მისიის მეტად ეფექტურად შესასრულებლად.


დაბოლოს, თუ ციფრულ ტრანსფორმაციაზე ცალსახა პასუხმა ასე ეფექტურად იმუშავა ჰოლივუდში, წარმოიდგინეთ, როგორ იმოქმედებს ეს თქვენს კომპანიაში.


წყარო: HBR, marketer.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up