რა ღირს ყველაზე ძვირი ქართული ღვინო

რა ღირს ყველაზე ძვირი ქართული ღვინო

access_time2021-07-27 12:00:43

უსახელოური - ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინოა, მისი 1 ბოთლის (0,7 ლ.) საწყისი ფასი ადგილობრივ ბაზარზე 750 ლარია,  მაგრამ „უსახელოურის“  საექსპორტო ფასი გაცილებით მაღალია.  როგორც ,,კომერსანტთან“  მეწარმე თამაზ ომანაძე ამბობს, ყველაზე ძვირად, 3000 ლარად,  ქართულ ბაზარზე 2012 წელს  ჩამოსხმული ,,უსახელოური“ გაიყიდა.

 

სულ რამდენიმე  მაღაზიაა თბილისში, სადაც ეს ღვინო იყიდება და მისი მყიდველების ვინაობას, ხშირ შემთხვევაში, არ ამხელენ. 

 

რაც შეეხება მოსავალს, საკმაოდ მწირია. თამაზ ომანაძის თქმით, „უსახელოურის“ სახელწოდებით წელს 1000 ბოთლი ღვინო ისხმება, რომლის გაყიდვაც ძირითადად ევროპისა და აშშ-ის ბაზარზე იგეგმება, თუ  ექსპორტს პანდემიური მდგომარეობა არ დააბრკოლებს.

 

,,ჩვენი ღვინო ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინოების ათეულის ლიდერია.  გვაქვს 4 დასახელების ღვინო: ლეჩხუმის „მწვანე ცოლიკაური“, ნახევრად ტკბილი „ქვევრის უსახელოური“  და „მშრალი უსახელოური“, ასევე  ბიო უსახელოურის ჭაჭა. მომხმარებელი მცირე სეგმენტია, ძირითადად კონფიდენციური მყიდველები გვყავს. 2019 წელს ჩამოსხმული „უსახელოური“ 830 ლარად გაიყიდა, 2016 წლის ჩამოსხმა -  1160 ლარად,  750 ლარი მინიმალური ფასია. ცხადია,  ამაზე ბევრად ძვირი ღირს საზღვარგარეთ. ამ ეტაპზე კი დიდი ბრიტანეთიდანაც გვაქვს შეკვეთა. რამდენიმე  ხნის წინ კი გარკვეული რაოდენობა ლონდონში წაიღეს სპეციალურად ლუქს ბარებისთვის, სადაც  800 ფუნტიდან გაიყიდება. საბოლოოდ მაინც ეპიდემიურ სიტუაციაზე ვართ დამოკიდებული, მთავარია, დალაგდეს მსოფლიო. შარშან აშშ-ში უნდოდათ წაღება და ამ დროს მანჰეტენი მთლიანად დაცარიელდა“, - უთხრა ,,კომერსანტს“ თამაზ ომანაძემ. 

 

როგორც მეწარმე გვიამბობს, „უსახელოური“ საქართველოს ყველაზე იშვიათი და ძვირფასი ვაზის ჯიშია, რომელიც თითქმის გადაშენებული იყო.


ვაზი თავის საუკეთესო თვისებებს ლეჩხუმში, მდინარე ცხენისწყლის ხეობაში, ხვამლის მთის ფერდობზე ავლენს, კონკრეტულად, სოფლების: ოფიტარას, ლაძგვერიას, ოყურეშის, ისუნდერისა და ზუბის გარკვეულ ფერდობებზე, რომლებიც ცხენისწყლის ორივე მხარესაა განლაგებული. 



რაც შეეხება საქართველოში ძვირადღირებული ღვინოების TOP5-ს, ჩამონათვალში პირველ ადგილს  „ხომლის უსახელოური“ იკავებს. როგორც მწარმოებელი ამბობს, მომწიფებული რბილი ტანინები და საშუალოზე მაღალი მჟავიანობა ყველა სხვა შეგრძნებასთან ერთად, გვაძლევს დაბალანსებულ, მრგვალ ხავერდოვან გემოს, ხანგრძლივი დასამახსოვრებელი დაბოლოებით.


მეორე ადილზეა ასევე „ხომლის მარანის“ მიერ წარმოებული „ხომლის უსახელოური“  - პრემიალური ღვინო  ხილის ტონებითაა გაჯერებული.


ტოპ 5-ის ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინოების სამეულს „ხომლის მარანის“ მიერ წარმოებული „ხომლის უსახელოური“ ხსნის - ქვევრის ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო, რომელსაც აქვს ჯიშური არომატი და ჰარმონიულობა. 


მეოთხე ადგილზეა „გიორგი სოლომნიშვილის მარანის“ მიერ წარმოებული „გელასი“. საფერავის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინო  298 ლარი ღირს.


„კეკუტიას ვენახების“ მიერ წარმოებული წითელი მშრალი ღვინო „ოჯალეში“ მეხუთე ადგილზეა. „8000 მოსავალში“ მისი ფასი 280 ლარია. ღვინო ბროწეულისა და მოცხარის მაღალი ინტენსივობის არომატით გამოირჩევა.

 

შეგახსენებთ, რომ ,,უსახალოური“ ბიო-სერტიფიკატს 2013 წლიდან ფლობს. თამაზ ომანაძის თქმით, სტატუსის შესანარჩუნებლად ყოველწლიურად 1200 დოლარის ხარჯი აქვს, რაც დამწყები მეწარმეებისთვის გაცილებით მეტია და 1500 დოლარს აღწევს. ომანაძის განცხადებით, იმ ფონზე, როცა მთავრობა ბიო-ყურძნის წარმოების ხელშეწყობაზე საუბრობს, მევენახეების ნაწილი იძულებულია მაღალი ხარჯის გამო სტატუსის მიღებაზე თუნდაც დროებით, უარი განაცხადონ.


შეგახსენებთ, რომ ღვინის მწარმოებელი კომპანია ,,ხომლის მარანი“ დაარსდა 2010 წელს. კომპანია აწარმოებს ბიო/ორგანული ქვევრის ღვინოები უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდებით. ვენახები გაშენებულია ხვამლის მთის ფერდობზე, რომელიც მუშავდება ტექნიკის გამოყენების გარეშე, მხოლოდ ხელით.


ცნობისთვის, ვაზის მოყვანის და ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიცია თარიღდება ძვ.წ. 5604 წლით, ეს არის წარღვნის შემდეგი პირველი წელი. ამ წლის აღმნიშვნელი პიქტოგრამები აღმოჩენილია ხვამლის მთაზე.


 მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up