რა ღირს ვარჯიში თბილისში?

რა ღირს ვარჯიში თბილისში?

access_time2019-04-01 09:30:35

ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ფიტნესის თემა და ვარჯიში. ზოგს ჯანმრთელი ცხოვრების დაწყება სურს, ზოგს უნდა უფრო სექსუალური გახდეს პარტნიორისთვის, ზოგსაც უბრალოდ ზღვაზე ნავარჯიშები სხეულით ტრაბახი იზიდავს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ფიტნეს დარბაზების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრების რაოდენობა კი დღითიდღე იზრდება.


სწორედ ამიტომ, Fit.Ge შეეცადა ყველა პოპულარული ფიტნეს-დარბაზის ფასები მოეძიებინა და შეეკრიბა. ამის შემდეგ, ჯობს ვარჯიში ორშაბათამდე აღარ გადადოთ და გთავაზობთ სიას, რომლის დახმარებითაც შეძლებთ გაიგოთ რა დაგიჯდებათ ვარჯიში თბილისში.


Lion Fitness PRO ახალი, უმაღლესი დონის ფიტნეს დარბაზია, როგორც მოყვარული მოვარჯიშეებისთვის, ისე პროფესიონალი ბოდიბილდერებისთვის. ადგილზე წარმოდგენილია ის სავარჯიშო ინვენტარი, რომლითაც მსოფლიო ს საუკეთესო ბოდიბილდერები ვარჯიშობენ. ასეთი ტიპის ტრენაჟორები არცერთ ქართულ დარბაზში არ გვხვდება.

მისამართი: დიღმის მასივი, ბელიაშვილის #43

გარდა 24 საათიანი მომსახურებისა, ფასის მხრივაც, ლაიან ფიტნეს პრო საკმაოდ ბევრ სატარიფო გეგმას გთავაზობთ, რაც გიმარტივებთ არჩევანს.

ულიმიტო – 100 ლარი
12 ვიზიტი – 70 ლარი
07:00-15:00 დილის აბონიმენტი – 50 ლარი
ერთჯერადი – 10 ლარი
ასევე მოქმედებს სპეციალური ტარიფები:

  • სტუდენტური ულიმიტო – 60 ლარი
    ოჯახის 2 წევრი ულიმიტო – 150 ლარი
    ოჯახის 3 წევრი ულიმიტო – 210 ლარი
    3 თვიანი ულიმიტო – 250 ლარი
    6 თვიანი ულიმიტო – 400 ლარი
    12 თვიანი ულიმიტო – 700 ლარი


ჩემპიონთა აკადემიაში სამოყვარულო აბონემენტი 160 ლარი ღირს, რომელშიც პროგრამის შედგენა და მწვრთნელის ინსტრუქტაჟიც შედის.

ამასთანავე შეგეძლებათ 6-დან 9 საათამდე დაესწროთ stay strong-ისა და MMA-ს კლასებს.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენი ხართ ან უბრალოდ სპორტული სტილის ვარჯიშები გსურთ, მაშინ ჩემპიონთა აკადემიის აბონიმენტის ღირებულება 200 ლარია.


მიქსთაიმში ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტის ღირებულება 80 ლარია, 60 ლარად კი მიქსთაიმის 12 ვიზიტი შეგიძლიათ შეიძინოთ.

ორივე შემთხვევაში ფასში შედის ტრენერის პირველადი კონსულტაცია.



არენაზე ერთ თვიანი ფიტნესის ულიმიტო პაკეტის ფასი 98 ლარია, ამ ფასში შედის ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამის შედგენაც, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს თქვენთვის სასურველი შედეგის მიღწევას.

ამ მხრივ სპორტული კომპლექსი არენა ნამდვილად შეგიწყობთ ხელს.

ფასის ბოლო განახლება სტატიაში: 11 აპრილი, 2018



იმ შემთხვევაში თუ ქალბატონი ბრძანდებით, გახსოვდეთ, რომ სითი ფიტნესი 135 ლარიან ულიმიტო აბონიმენტსა და ვარჯიშების ფართო არჩევანს გთავაზობთ, რომლებიც თქვენს სხეულს კიდევ უფრო ლამაზსა და სექსუალურს გახდის.

ფასის ბოლო განახლება სტატიაში: 11 აპრილი, 2018




ურბან ფიტნესში ერთთვიანი ულიმიტო აბონიმენტის ფასი 60 ლარია, დილის პაკეტის შეძენა აქ მხოლოდ 45 ლარად შეგიძლიათ,. ურბან ფიტნესი ასევე გთავაზობთ შემდეგ პაკეტებს:

2-თვიანი ულიმიტო აბონიმენტი 110 ლარი. დაპაუზების შესაძლებლობა (10დღით)
3-თვიანი ულიმიტო აბონიმენტი 150 ლარი (14დღე)
6-თვიანი ულიმიტო აბონიმენტი 250 ლარი (18დღე)
1-წლიანი ულიმიტო აბონიმენტი 400 ლარი (25დღე)


იმ შემთხვევაში თუ ჰარდ ვეის ფიტნეს დარბაზს დილის 08:00 საათიდან ღამის 02:00 საათამდე ეწვევით, მაშინ ულიმიტო აბონიმენტში 79 ლარის გადახდა მოგიწევთ, ხოლო თუ ვარჯიშს დილის 8 საათიდან შუადღის 4 საათამდე მოახერხებთ, მაშინ მხოლოდ 59 ლარს გადაიხდით.

აღსანიშანვია ისიც, რომ ჰარდ ვეის ულიმიტო აბონიმენტის ფასში შედის ზუმბა და აერობიკა.



სნეპ ფიტნესში ერთ თვიანი საწევრო პაკეტის ღირებულება 119 ლარია, რომელშიც შედის 24 საათიანი წვდომა ტრენაჟორებზე, ასევე ჯგუფური გაკვეთილები – სპინინგი, კრივი, ზუმბა, პილატესი და აერობიკა.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 3-თვიან აბონიმენტს იყიდით, საფასური 285 ლარი, 6 თვიანი პაკეტის ფასი კი 510 ლარი იქნება.

ფასის ბოლო განახლება სტატიაში: 11 აპრილი, 2018


ასპრიაში ერთი ვიზიტი 15 ლარი დაგიჯდებათ, თვიური ულიმიტო აბონიმენტი კი 99 ლარი.

იმ შემთხვევაში თუ ასპრია ფიტნესის მთელი წლის პაკეტს შეიძენთ, 1188 ლარის ნაცვლად 799 ლარს გადაიხდით. ერთთვიანი ულიმიტო აბონიმენტის ფასში შედის ჯგუფური ვარჯიშები, სპინინგი და ბოქსის კუთხე.

აღსანიშნავია, რომ სპორტდარბაზით სარგებლობა კვირის ნებისმიერ დღეს, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ.


ფიტნეს 31-ში ერთთვიანი ულიმიტო აბონიმენტის ღირებულება 50 ლარია, იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ ერთი ვიზიტი გსურთ, 5 ლარის გადახდა მოგიწევთ.

სპორტდარბაზი ყოველდღე დილის 9 საათიდან საღამოს 11 საათამდე მუშობს.



წრეში ერთთვიანი ულიმიტო აბონიმენტი 125 ლარი ღირს, რომლის ყიდვის შემთხვევაშიც საშუალება გექნებათ მთელი დღის განმავლობაში ისარგებლოთ ტრენაჟორებით და კროსფიტის კუთხით, ასევე თქვენი სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაესწროთ კრივისა და სპინინგის სასაჩუქრე ჯგუფურ ვარჯიშებს.

იმ შემთხვევაში თუ ულიმიტო აბონიმენტის შეძენა არ გსურთ, შეგიძლიათ დილის პაკეტი იყიდოთ, რომელიც 95 ლარი ღირს. ლიმიტირებული პაკეტის მომხმარებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ტრენაჟორებით, კროსფიტის კუთხით 17:00 საათამდე და ასევე სპინინგის სასაჩუქრე ჯგუფური ვარჯიშებით.

ცალკე საფასურის გადახდა მოგიწევთ ზუმბას გაკვეთილებში, რომელიც 90 ლარი ღირს. თუმცა ზუმბას დახმარებით ძალიან სწრაფად ჩადგებით ფორმაში და სხეულის კორექციაც გარდაუვალი იქნება.

წრის სპორტდარბაზში ასევე საშუალება გაქვთ იაროთ კრივის, კიკ-ბოქსის, იოგას, სპინინგის, აერობიკისა და ტანვარჯიშის გაკვეთილებზე.

.

ჯიმ1-ში ულიმიტო აბონიმენტის ფასი 100 ლარს შეადგენს.

დარბაზში დაგხვდებათ TechnoGym -ის უმაღლესი ხარისხის ტრენაჟორები.


ოკტოპუს ფიტნეს კლუბში ერთთვიანი ულიმიტო აბონიმენტი 140 ლარი ღირს, 3 თვიანი 360, 6 თვიანი – 630, ხოლო ერთ წლიანი 990 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ამ ფასში შედის ულიმიტო ჯგუფური ვარჯიშები, პროფესიონალი ინსტრუქტორების დამხმარე რაზმი, შედეგზე ორიენტირებული სავარჯიშო პროგრამა და რაც თავარია ეს ყველაფერი კვირის ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროსა და საათზე.



ფიტნეს დარბაზ Urban Garden-ში ულიმიტო პაკეტის შეძენა 120 ლარად შეგიძლიათ, ამ ფასში ფიტნეს დარბაზში სტუმრობა 07:30 – 01:00 საათებში, დარბაზი, საუნა, ტრენერის დახმარება, სავარჯიშო პროგრამა.

ურბან გარდენი ასევე გთავაზობთ დილის პაკეტსაც 07:30-17:00 საათებში სარგებლობისთვის. დილის აბონიმენტის ფასი 70 ლარია.

გარდა ამ ორი პაკეტისა, აქ შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი ტიპის პაკეტებიც:

12 ვიზიტი – 95 ₾
3 თვიანიულიმიტო აბონემენტი- 300 ₾
6 თვიანი ულიმიტო აბონემენტი-510 ₾
12 თვიანი ულიმიტო აბონემენტი-900 ₾


საკემატა ფიტნესი ფასების მრავალფეროვნებას გთავაზობთ. 1 წლიანი ულიმიტო აბონიმენტი, რომელშიც შედის პროფესიონალი მწვრთნელების კონსულტაცია და მათი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, ყველა სახის სავარჯიშო მოწყობილობა, კარდიო ზონა, აერობიკა, გასახდელი + საშხაპე+ მშრალი საუნა შედის 600 ლარი დაგიჯდებათ.

ულიმიტო ყოველთვიური აბონიმენტი აქ 60 ლარი ღირს.

საკემატა ასევე გთავაზობთ შემდეგ პაკეტებს:

ერთჯერადი ვიზიტი – 15₾
3 თვიანი ულიმიტო – 180₾
6 თვიანი ულიმიტო – 350₾


თქვენ სად უნდა დაიწყოთ ვარჯიში? რომელ დარბაზს დაამატებდით?
შვებულებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და სხეულის გაშიშვლების სეზონსაც ვუახლოვდებით. ასე რომ არ დაკარგოთ დარჩენილი დრო, ჯობს ის ეფექტურად გამოიყენეთ შედეგის მისაღწევად.

გახსოვდეთ, რომ ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია, რაც ერთი ორად ზრდის თქვენი წარმატების შანსებს.




Fit.Ge


თეგები:
ფიტნესი



„ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ. - კოტე გაბრიჩიძე

„ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ. - კოტე გაბრიჩიძე
access_time2021-01-25 17:30:11
„ეს ჩვენი არჩეული  მთავრობაა და ჩვენ უნდა მივუთითოთ.  არავინ გაჩერდება , პროტესტი იქნება  ბოლომდე, ჩვენ გუშინაც შევუერთდით მიტინგს, რომელიც  სრულიად აპოლიტიკური  იყო და შემდეგ პოლიტიკა მიაბეს.  უბრალოდ,  სტუმარმასპინძლობის ბიზნესის ორგანზებულ აქციაზე პოლიტიკოსები მოვიდნენ. ჩვენ ყველანაირად ვეტყვით იგივე ამირან გამყრელიძეს, რომ  ჯერ ბიუჯეტის შევსებაა...

FITCH -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა

FITCH -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა
access_time2021-01-25 15:21:42
საქართველოში რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედების პასუხად, Fitch -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს „მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა.   საფინანსო სექტორში რეზოლუციის კანონმდებლობის შემოღება გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ უარყოფითად ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე, კანონმდებლობის დაანონსებისას შეაფასა და განაცხადა, რომ თუკი ეს კანონი ამოქმედდებოდა 3 ბანკს: თიბისის, საქართველოს ბანკს და ლიბერთის „მხარდაჭერის რეიტინგს“ არსებული 4 დონიდან 5 დონემდე დაუწევდა.   თუმცა,...

ტურიზმის სექტორის კომპანიების 18% საქმიანობის სრულად შეჩერებას ელის

ტურიზმის სექტორის კომპანიების 18% საქმიანობის სრულად შეჩერებას ელის
access_time2021-01-25 14:30:16
ტურიზმის სექტორში გამოკითხული კომპანიების  18.2% თვლის, რომ მოუწევთ საქმიანობის სრულად შეჩერება, 37%-ს მიაჩნია რომ შემოსავლები შემცირდება 75%-ით, 27.3% - შემოსავლების 50%-ით შემცირებას ვარაუდობს.   ტურიზმის სფეროში მოღვაწე 8 არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პროგნოზი საკმაოდ პესიმისტურია. ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა უმეტესი წილი მოდის დაბალი რგოლის მომსახურე პერსონალზე, რომელთა ანაზღაურება მათთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქართველოში...

NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ლარის გაუფასურებაა

NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ლარის გაუფასურებაა
access_time2021-01-25 13:26:18
NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა (59%) საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.   კვლევის თანახმად, რომელიც 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდს მოიცავს, ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებს შორის დასახელებულია: ფასების ზრდა (45%); სიღარიბე (28%); ლარის გაუფასურება (27%); პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები (14%); დაბალი ხელფასები (11%) და საზღვრების ჩაკეტვა (6%).   ამასთან,...

ხელისუფლება ჭორებს ავრცელებს, თითქოს სექტორთან კომუნიკაცია აქვს - INN Group

ხელისუფლება ჭორებს ავრცელებს, თითქოს სექტორთან კომუნიკაცია აქვს - INN Group
access_time2021-01-25 13:00:03
ჭორებს ავრცელებენ თითქოს სექტორთან გარკვეული კომუნიკაცია არის, - Inn Group -ის  დირექტორმა ერეკლე კოკაიამ  უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან ბიზნესის იგნორირებაზე  რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ  კერძო სექტორს სურს მთავრობის დახმარება, თუმცა საკონსულტაციო შეხვედრაზე არ მოდინ. ყოველ დღე ვწერთ თუმცა  არ რეაგირებენ, — ეს ერეკლე კოკაიას ალოგიკურად ეჩვენება. ფრენების დაშვება, სახმელეო  საზღვრების დაკეტვით და აინტერესებს...


მსგავსი სიახლეები

up