რა ღირს სიკვდილი საქართველოში

რა ღირს სიკვდილი საქართველოში

access_time2019-11-07 18:45:42

“ცხოვრებაში ორი რამაა გარდაუვალი – სიკვდილი და გადასახადები”, – ბენჯამენ ფრანკლინი. მართლაც, გადასახადები და სიკვდილი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუ კატეგორია ადამიანებისა, გარკვეული ვირტუოზული სვლებით ახერხებდა ან/და ახერხებს თავი აარიდოს გადასახადებს, სიკვდილთან არანაირი “როქი” ან “გროსმაისტერული” სვლები არ ჭრის – ის ყველა ადამიანის გარდაუვალი ფინალია.


ადამიანისთვის ადამიანის დაკარგვაზე დიდი ტრაგედია და ტკივილი არ არსებობს, თანაც თუ ის ოჯახის წევრი, ახლო მეგობარი ან ნათესავია. სიცოცხლის შემდგომი პროცედურები – ცხედრის დასვენება, გადასვენება, დასაფლავება საჭიროებს გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებს. შესაბამისად, ეს კონკრეტული პირებისათვის, მათთვის ვინც “სიკვდილის ბიზნესში” არიან, გარკვეული შემოსავლების წყაროა.


თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში ჯანდაცვის სერვისები, ექიმთან ვიზიტები, ოპერაციები, მედიკამენტების შესყიდვა და, ზოგადად, მკურნალობა “ძვირი სიამოვნებაა”, ტრაგიკული შემთხვევის დადგომისას, ანუ ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, ფინანსურ წნეხს კიდევ უფრო მეტად ზრდის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები და პროცედურული სირთულეები, რაც ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია კონკრეტულ სასაფლაოებზე ადგილების სიმწირითა ან/და მაღალი ფასით.


აქედან გამომდინარე, საინტერესოა თუ რა მდგომარეობაა დღეს სასაფლაოებზე და როგორ მუშაობს “სიკვდილის ბიზნესი” საქართველოში.


მუნიციპალური სასაფლაოები, რომლებზეც შპს “ჰერმესია” პასუხისმგებელი


გადატვირთული სასაფლაოების პრობლემები, ძირითადად, საქართველოს დედაქალაქ თბილისშია. ვხვდებით როგორც კერძო მფლობელობაში არსებულ სასაფლაოებს, ასევე, დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული შპს “ჰერმესის” მფლობელობაში არსებულებსაც.


შპს “ჰერმესს’ 55 სასაფლაოს მოვლა-პატრონობა და მართვა აბარია. მათ მოვალეობაში შედის წყალარინების სისტემების, წყლის ქსელების, გზების, შენობების წესრიგში მოყვანა, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება და მორწყვა, საფლავების გამაგრება, ღობეების მშენებლობა და სხვა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი შემოსავალი წელიწადში 4.5 მილიონი ლარია.


მართალია, გარკვეული სამუშაოები ამ მხრივ მიმდინარეობს, მაგალითად, მიმდინარე წელს საბურთალოს საქალაქო სასაფლაოზე დასუფთავების აქცია ჩატარდა და ასეთი აქციები, მათივე ინფორმაციით სხვა სასაფლაოებზე ჩატარდება, თუმცა რამდენად ახერხებს ამ ყველა მოვალეობის შესრულებას შპს `ჰერმესი~ და რამდენად ეფექტურად, სათუოა, რადგან სასაფლაოებზე ხშირად ვხვდებით ნაგვის გროვებს, ბალახით სავსე, გამაგრების საჭიროების მქონე საფლავებს და, ზოგადად, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას – იგივეა სანიტარული პრობლემების მიმართულებითაც.


მაგალითად, კომპანიის წლიურმა ბრუნვამ 2016 წელს 4.7 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც საფლავების მოვლა-პატრონობასა და დასუფთავებაზე მხოლოდ 157 ათასი ლარი დაიხარჯა, ხოლო ხელფასებსა და პრემია-დანამატებზე გადახდილი თანხა 3 მილიონ ლარზე მეტია.


ამ მონაცემების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ დისბალანსი მიღებულ შემოსავალსა და გაწეულ ხარჯებს შორის საკმაოდ დიდი და თვალშისაცემია, ხოლო “შედეგი” კი ისაა, რაც მოქალაქეებს სასაფლაოებზე პრობლემების სახით ხვდებათ.



აქვე, მიუხედავად ადგილების დეფიციტისა, სასაფლაოები ჯერ კიდევ არ დახურულა, რადგან საგვარეულო სასაფლაოებზე არსებული ადგილების ათვისება მიმდინარეობს. ეს სასაფლაოებზე მიწის სიმწირით თუ ფასების მიუღებლობის გამოა გამოწვეული რთული შესაფასებელია, თუმცა ამ პრაქტიკით, უკვე არსებულ საფლავებზე ოჯახის თანხმობის მიღების შემდგომ, დაკრძალვის საშუალებაც არსებობს. ანუ, უკვე არსებულ ცხედარზე ახალი ცხედრის დასვენება, თუმცა ამ შემთხვევაში 15 წლის გასვლაა აუცილებელი.


კერძო სასაფლაოები – თვითნებობა თუ “მაფიოზური კლანი”


კერძო სასაფლაოებზე მიცვალებულების დაკრძალვის მთავარი მოტივი, ალბათ, იმ პრობლემების უზრუნველყოფილი მოგვარებაა, რაც საფლავების რეალურ მოვლას უკავშირდება. დაახლოებითი ფასი 1500-2000 დოლარის ფარგლებში მერყეობს და ესეც გამომდინარეობს ადგილების რაოდენობიდან და გეოგრაფიული არეალიდან.


თუმცა, ამ მიმართულებითაც არსებობს გარკვეული პრობლემები. ისეც ხდება, რომ მეპატრონეების კუთვნილებაში არსებულ მიწებზე საფლავების განთავსება თვითნებურად ხდება. ერთ მშვენიერ დღეს, საკუთარ ნაკვეთზე ასულმა მოქალაქემ შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ იქ ადამიანებია დაკრძალული. დაკრძალვის მოტივად კი მიცვალებულების ოჯახის მხრიდან არგუმენტად მოგვევლინოს არსებული ნაკვეთის შესყიდვა საფლავის მოწყობის მიზნით.


ერთ-ერთი ასეთი ხმაურიანი შემთხვევა რამდენიმე წლის წინ ნუცუბიძის ფერდობზე დაფიქსირდა, როცა ნაკვეთზე ასულმა მეპატრონეებმა იქ საფლავები აღმოაჩინეს. თანაც, აღნიშნული მიწა ბანკში იყო დაგირავებული.


მაშინ, მიწის მეპატრონეები მიცვალებულების ამოთხრით იმუქრებოდნენ, ჭირისუფლები კი აცხადებდნენ, რომ ამის უფლებას არ მისცემენ. ბევრი მათგანის თქმით, როცა ოჯახის წევრს იქ მარხავდნენ, არანაირი დოკუმენტი არ აუღიათ და მხოლოდ მესაფლავეებს გადაუხადეს გაწეული სამუშაოს თანხა. რამდენიმე კი ამბობს, რომ ვიღაცას ფული მისცა, თუმცა მას ვერ პოულობს. მიცვალებულების ოჯახის წევრების უმრავლესობა ცხედრის გადასვენებაზე უარს აცხადებდნენ, რადგან მათ უკვე გაწეული ჰქონდათ ხარჯები და ხელახლა ამ ხარჯების გაღების საშუალება არ გააჩნდათ. ამ ყველაფერთან ერთად, მაშინ ერთ-ერთი მეპატრონე აცხადებდა, რომ იმ ტერიტორიაზე შპს “ჰერმესიც” შევიდა.


კიდევ ერთი ქეისი, რომელიც სასაფლაოებზე კანონდარღვევას უკავშირდება შპს “ჰერმესის” სამეურნეო განყოფილების სპეციალისტს, მურმან ჩ-ს უკავშირდება. ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. მას არ ჰქონდა შეხება გადასვენების და სასაფლაოს გაყიდვის საკითხებთან. მიუხედავად ამისა, მან მოქალაქეს დაპირდა, რომ გადასვენებაში და სასაფლაოს ყიდვაში გარკვეული საფასურის სანაცვლოდ დაეხმარებოდა. აღნიშნული პიროვნება “ჰერმესში” ერთი წლის განმავლობაში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა, თუმცა ამ კონკრეტულ ‘ქეისამდე” ცოტა ხნით ადრე დაქვეითდა და წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე გადავიდა.


როგორც ჩანს, აღნიშნული ქეისიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ `სიკვდილის ბიზნესში~ გარკვეული სპეკულაციური და “მაფიური საცეცებიც” აქტიურად გამოერია.


ცენტრალურ უბანში გარდაცვალება უფრო “ძვირია”


საფლავების ფასის დადგენის უნივერსალური მდგენელი არ არსებობს. იგი ერთმანეთისგან სხვადასხვა რიგი ფაქტორებით განსხვავდება და მათ შორის დამოკიდებულია იმაზეც, თუ რომელ გეოგრაფიულ არეალში სურს ოჯახს მიცვალებულის დაკრძალვა.


მარტივად რომ ვთქვათ, პრესტიჟულ უბანში ცხედრის დასაფლავება ძვირია. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანის სასიცოცხლო ციკლი შედარებით პრესტიჟულ უბანში ძვირია როგორც სიცოცხლეში, ასევე მის შემდგომაც.


ასე მაგალითად, მერიის ინფორმაციით, ადამიანის დასამარხად საჭირო კვადრატული მეტრის ფასი 50 ლარიდან იწყება და ფასი უბნის და ზონის მიხედვით იცვლება. პირველ ზონაში საბურთალოს საქალაქო სასაფლაოზე 2 ადგილიანი სასაფლაო 4 000 ლარია, მაშინ როცა ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოზე 100 ლარი. თუმცა, გარეუბნებში ეს თანხა, პრაქტიკიდან გამომდინარე ჩანს რომ უფრო მაღალია, ვიდრე დეკლარირებული 100 ლარი.


კრემაცია, როგორც გამოსავალი?!


თანამედროვე მსოფლიოში ცხედრის კრემაციის პრაქტიკა თანდათან მკვიდრდება. აღნიშნულ პრაქტიკას ჰყავს როგორც მოწინააღმდეგეები, ასევე მომხრეებიც. ქართული რეალობიდან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მართმადიდებლური მრწამსი ადამიანის დაკრძალვას შესაბამის წესებს ადგენს, რთული წარმოსადგენია, რომ საქართველოში ამ პრინციპმა ფართომასშტაბიანი გავრცელება ჰპოვოს და ეს პრაქტიკა საზოგადოების უმრავლესობამ მიიღოს.


თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1976 წელს მუხათგვერდის საქალაქო სასაფლაოზე სპეციალური შენობა აშენდა, რომელიც განსაზღვრული იყო კრემატორიუმის მოსაწყობად.


იმ პერიოდში შენობის მხოლოდ ე.წ. კარკასის მშენებლობა განხორციელდა, მაგრამ არ დასრულებულა – ეს შენობა დღემდეა შემორჩენილი.


შედეგად, კრემაცია ვისთვის შესაძლოა გამოსავალი იყოს სასაფალოებისთვის განკუთვნილი მიწის დეფიციტისგან, საფლავის მოვლა-პატრონობისგან და მაღალი ფასებისგან გამოწვეული არასახარბიელო პროცესებიდან გამომდინარე, ვისთვის შესაძლოა თავსატეხი, ხოლო ვისთვის კი უბრალოდ სურვილი, რომ მიწის მიბარების ნაცვლად, სიცოცხლის შემდგომ მისი სხეული დაწვან და ფერფლი, მაგალითად, ოკეანში, ნიაგარაზე ან თუნდაც ალაზანზე მოაპნიონ. თუმცა, ამ გადმოსახედიდან, შესაძლებელია ითქვას, რომ საქართველოში ამ პრაქტიკის დამკვიდრების მომავალი  ბუნდოვანია.


bfm.ge






აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა
access_time2019-11-17 19:45:19
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მიზეზი აქციის მონაწილეების სურვილი იყო, პარტიის...

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ
access_time2019-11-17 19:41:13
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისისკენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი გაემართა.   „ოცნების“ ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით, პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები...

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი
access_time2019-11-17 18:00:11
საქართველოში სწრაფი ფულადი გზავილების მიხედვით რუსეთი ისევ ლიდერია. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში მთლიანი ჩარიცხვების 18-22%, ხოლო გადარიცხვების 40-43% Zolotaia Korona-ზე მოდის.   აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემოდგომამდე, წლების განმავლობაში, ფულადი გზავნილების სისტემებში ლიდერის პოზიცია Intel Express-ს და Unistream-ს ეკავა. თუმცა, უკვე 2012 წლის შემოდგომიდან დღემდე, პირველობას Zolotaia Korona ინარჩუნებს.   რაც შეეხება საქართველოს ფულადი გზავნილების...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება
access_time2019-11-17 15:25:27
...

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში იარაღი შეიტანეს — მთავარი არხი

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში იარაღი შეიტანეს — მთავარი არხი
access_time2019-11-17 12:44:25
ტელეკომპანია მთავარის ინფორმაციით, საპროტესტო აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში იარაღი შეიტანეს. როგორც არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ იარაღი შენობის კიბეებსა და დერეფნებშია განლაგებული. გარდა ამისა, პარლამენტის შიდა ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული და ადგილზე სპეციალური ეკიპირებაა მიტანილი.საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ შუადღით, სამ საათზე უნდა გაიმართოს. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობები და ოპოზიციური პარტიებია. გარდა ამისა, პატრიოტთა ალიანსის...


მსგავსი სიახლეები

up