რა ღირს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა თბილისსა და რეგიონის ქვეყნების დედაქალაქებში

რა ღირს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა თბილისსა და რეგიონის ქვეყნების დედაქალაქებში

access_time2021-12-24 17:00:54

რეგიონის ქვეყნების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ყველაზე იაფი საქართველოშია.  50 თეთრზე დაბალი ტარიფი  რეგიონის არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს.  ამასთან, გაცილებით მაღალია ხარჯი, რაც სახელმწიფოს თითო მგზავრის გადაყვანა უჯდება საშუალოდ 2.7 ლარი.



1-ლი თებერვლიდან, თუკი რეგიონის ქვეყნებში ეს მოცემულობა დარჩება, საქართველო ტარიფის სიდიდით თურქეთს თითქმის  გაუთანაბრდება და მესამე ადგილს დაიკავებს აზერბაიჯანისა და სომხეთის შემდეგ.



მეზობელ  ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების მაჩვენებლები დღეის მდგომარეობით ლარში  ასე გამოიყურება:   


— აზერბაიჯანი 0,56 ლარი;

— სომხეთი - 0.62 ლარი;

— თურქეთი - 1.2 ლარი;

— რუსეთი - 1.27.



რაც შეეხება მსოფლიოში ყველაზე ძვირ ტარიფს, ნორვეგიაშია, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებს 13,44 ლარი ღირს, შვეიცარია ამ კრიტერიუმის მიხედვით მეორე ადგილზეა - 11.71 ლარით, მესამე ადგილზეა ისლანდია, სადაც მგზავრობის ტარიფი 11.40 ლარს შეადგენს, დანიაში 11.25 ლარი, ხოლო შვედეთში ეს მაჩვენებელი 11.15 ლარის დონეზეა.



ლუქსემბურგი ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მგზავრობა უფასია.




გარდა ამისა, ყველაზე იაფი ტარიფი დღესდღეობით სირიაშია - ქართულ ვალუტაში 0.31 ლარს შეადგენს, მეორე ადგილზეა მოლდავა - 0.34 ლარი, უზბეკეთი - 0.43 ლარი, ხოლო შრი-ლანკაში ეს მაჩვენებელი 0.49 ლარს შეადგენს.



მონაცემები NUMBEO.COM-ის მიხედვით მომზადდა.



დღეს, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დიდი აჟიოტაში და ვნებათაღელვაა, სპეციალისტები აცხადებენ, რომ სხვა გამოსავალი არ არის, რადგან საფასო ცვლილების გარეშე დარგი ვერ განვითარდება.



გაეროს პროექტების ექსპერტი  გელა კვაშილავა არ გამორიცხავს, რომ მიდგომა შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ფასები ნებისმიერ შემთხვევაში მოიმატებს.



,,მთავრობის მხრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტირების დაფინანსება ყველგან ხდება, თუმცა ეს სუბსიდირება 50%-ზე მეტი არ უნდა იყოს, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს. ჩემი აზრით, ტარიფები უნდა იყოს დაბალი, მაგრამ არა იმ დონეზე იაფი, რომ ოპერაციული ხარჯის ნაწილი არ დაფაროს. ამასთან, თბილისში მომხმარებლების 53%  სარგებლობს შეღავათებით და ეს მიდგომა უნდა შენარჩუნდეს. თუმცა თუკი გამოიკვეთება მომხმარებლების ახალი წრე, ბილეთების ფასის კორექტირებაც შეიძლება მოხდეს. ზოგადად, აბონიმენტების სისტემა უკეთესია, ვიდრე მგზავრი გავლილი მანძილის მიხედვით იხდის, როგორც ბევრ ქვეყანაში ხდება“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ გელა კვაშილავა.



შეგახსენებთ, რომ  2022 წლის თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადი გადაადგილდება ძვირდება, თუმცა შემოდის აბონემენტების სისტემა. 



როგორც მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განმარტა, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ერთსაათიანი, ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი და ერთწლიანი ულიმიტო აბონემენტების სისტემა 2022 წლის თებერვლიდან ამოქმედდება. 



კალაძის ცნობით, ერთდღიანი აბონემენტი 3 ლარი ეღირება, ერთკვირიანი – 20 ლარი, ერთთვიანი – 40 ლარი, სამთვიანი – 100 ლარი და ერთწლიანი ბარათი – 250 ლარი.



ულიმიტო აბონემენტების გარდა, თბილისში ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება გახდება 1 ლარი, მომხმარებლებს კი მისი გამოყენება ულიმიტოდ 90 წუთის განმავლობაში შეეძლებათ როგორც მეტროში, ასევე ავტობუსსა და მიკროავტობუსში.



მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up