რა ღირს სანატორიუმები, რომლის გაყიდვასაც მთავრობა „წყალტუბოს ახალი სიცოცხლისთვის“ 4 აგვისტომდე გეგმავს

რა ღირს სანატორიუმები, რომლის გაყიდვასაც მთავრობა „წყალტუბოს ახალი სიცოცხლისთვის“ 4 აგვისტომდე გეგმავს

access_time2022-07-07 21:00:00

მთავრობა „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში 14 სანატორიუმის გასხვისებას გეგმავს, რომელთა ღირებულება, დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით 50 მლნ ლარს შეადგენს.


5 ივლისს წარდგენილი 14 საინვესტიციო პროექტი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციოდ 6 ივლისს უკვე გამოიტანა და პირობიანი აუქციონები 4 აგვისტოს 17:00 საათამდე გაგრძელდება.


,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს სანატორიუმები, რომლის კერძო სექტორზე გასხვისებასაც სახელმწიფო გეგმავს:


,,უშიშროება“ - ლოტი მოიცავს 250768.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-N26 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 8.4 მლნ ლარია. საინვესტიციო ვალდებულება კი, 25.41 მლნ ლარი


,,მედეა“ - ლოტი მოიცავს, 76621.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ N1-N17 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულება 5.82 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება 10 მლნ ლარი;


,,მეგობრობა“ - ლოტი მოიცავს, 104176.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-21 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულება 5.23 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება 15.69 მლნ ლარი;


,,თბილისი“ - ლოტი მოიცავს, 28399.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 3.14 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება 9.42 მლნ ლარი;


,,იმერეთი“ - ლოტი მოიცავს, 41150.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულება 3.12 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 9.37 მლნ ლარი;



,,რკინიგზელი“ - ლოტი მოიცავს, 33000.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებული N1-N9 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულება 3.09 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება 9.27 მლნ ლარი;


,,სასტუმრო წყალტუბო“ - ლოტი მოიცავს, 50062.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-N11 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 2.9 მლნ-ია. საინვესტიციო ვალდებულება კი, 8.96 მლნ ლარი;


,,აია“ - ლოტი მოიცავს, 34342.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-N13 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 2.8 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 8.4 მლნ ლარი;


,,სანატორიუმი წყალტუბო“ - სანატორიუმი მოიცავს 34342.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-N13 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულება კი, 2.8 მლნ ლარია. საინვესტიციო ვალდებულება კი 7.8 მლნ ლარი.


,,ფინალი“ - ლოტი მოიცავს 38224.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-N5 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 2.1 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 6.53 მლნ ლარი;


,,სავანე“ - ლოტი მოიცავს, 15091.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-N5 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულა 2.12 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 6.37 მლნ ლარი.


,,სამგურალი“ - ლოტი მოიცავს 18681.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1 და N2 შენობა-ნაგებობებს. ღირებულება, 2.04 მლნ ლარია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 6.13 მლნ ლარი.


,,გელათი“ - ლოტი მოიცავს, 22057.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1 და N2 (დანგრეული) შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 1.96 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 5.9 მლნ ლარი;


,,გეოლოგი“ - ლოტი მოიცავს, 18586.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებული N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 1.42 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 4.26 მლნ ლარი.


შეგახსნებთ, ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს ე.წ. აღორძინება 2019 წელს დააანონსა.


bpn.ge






იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა

იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა
access_time2022-09-25 23:55:37
პარასკევს იუვენტუსმა 2021/22 წლების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტი, სხვა ციფრებთან ერთად, ხაზს უსვამს 254 მილიონი ევროს (246,1 მილიონი დოლარის) ზარალს, რაც ყველაზე დიდია, რაც ოდესმე დაფიქსირებულა სერია A-ს გუნდის მიერ.  2021/2022 ფინანსური წელი დაიხურა 254.3 მილიონი ევროს ოდენობის ზარალით წინა ფინანსურ წელს 209.9 მილიონი ევროს ზარალთან...

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს
access_time2022-09-25 23:00:23
ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ბრილიანტების იმპორტი რუსეთიდან, თქვა ბლოკის 27 ქვეყნიდან ხუთმა ერთობლივ წინადადებაში — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. ევროკავშირი ამზადებს ახალ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო. ევროკავშირს,...

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ
access_time2022-09-25 22:00:43
შეერთებულმა შტატების განცხადებით კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, მას შემდეგ რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რეგიონები, სადაც ფართოდ აკრიტიკებენ რეფერენდუმებს, მიიღებენ სრულ დაცვას მოსკოვის მიერ ანექსიის შემთხვევაში — აღნიშნულის შესახებ...

Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს

 Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს
access_time2022-09-25 21:00:23
იაპონურმა Toyota Motor Corp-მა (7203.T) პარასკევს განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა შეწყვიტოს ავტომობილების წარმოება რუსეთში — აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.   Toyota-მ მარტში შეაჩერა წარმოება სანკტ-პეტერბურგში მიწოდების...

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ
access_time2022-09-25 20:00:29
(CNN) - ბალტიის ზღვის ქვეშ 40 მეტრამდე დაშვებით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი დააკავშირებს დანიასა და გერმანიას, რაც შეამცირებს მოგზაურობის დროს ორ ქვეყანას შორის, როდესაც ის 2029 წელს გაიხსნება. ათწლეულზე მეტი დაგეგმვის შემდეგ,...


მსგავსი სიახლეები

up