რა ღირს საბანკო პროდუქტები საქართველოში

რა ღირს საბანკო პროდუქტები საქართველოში

access_time2020-10-27 15:00:00

2020 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ყველა საბანკო პროდუქტი გაძვირდა.



შინამეურნეობებისთვის გაძვირდა როგორც იპოთეკური, ასევე ავტოსესხი და უზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტი. საანგარიშო პერიოდში ზრდა არ შეხებია სალომბარდე სესხს, თუმცა მასზე დაწესებული პროცენტი ქვეყანაში მაინც მაღალია.



საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში იპოთეკური სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 10,96% შეადგინა, (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საპროცენტო განაკვეთი 9.27 იყო).



ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 20. 01%-იდან 24.28%-ამდე გაძვირდა ავტოსესხზე საპროცენტო განაკვეთი.




გაზრდილია სამომხმარებლო სესხის ღირებულებაც, თუ 2019 წლის სექტემბერში მისი პროცენტი 19.13% შეადგენდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 20.97%-ია. გაძვირდა უზრუნველყოფილი სამომსმარებლო სესხიც - 11,71%-დან 13,97%-მდე.



საანგარიშო პერიოდში საპროცენტო განაკვეთი არ გაზრდილა არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხსა და სალომბარდე სესხზე. კერძოდ, სალომბარდე სესხის პროცენტი 2019 წლის სექტემბერში 20.99% იყო, 2020 წლის სექტმებრის მონაცემებით კი 20. 09%-ია.



რაც შეეხება არაუზრუნველოყოფილ სამომხმარებლო სესხებს, 2019 წლის სექტემბერში საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 21.38%-ს, 2020 წელს კი 23.06%-ს.



BPN.GE 










დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“
access_time2020-11-30 19:46:50
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ურჩევს, მუშაობა შეზღუდვების დროს ონლაინ გააგრძელონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუჩაში მომუშავე მეყვავილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა.   მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, - თქვა ჯანდაცვის უწყების...

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-11-30 19:43:42
ტესტირების შედეგად  საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ იფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით მინისტრი  ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.   ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა  მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?
access_time2020-11-30 20:00:36
ომი ყარაბაღში 10 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე დასრულდა. სომხეთში გაქცეული ადგილობრივები კი ნელა-ნელა სახლებში ბრუნდებიან. ომამდე მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა 140 000, ხოლო რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტის - 50 000-ს შეადგენდა. მათი დიდი ნაწილი ომის პირველივე დღეებში სომხეთში გადაიხვეწა, დღეს კი ვითარება საპირისპიროა, ყარაბაღელები სახლებში...

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა
access_time2020-11-30 19:00:59
ის, რომ უკრაინას შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების მორიგ ტრანში ვერ მიეღო, წარმოუდგენელი და დაუჯერებელი სულაც არ ყოფილა. და აი ეს დღე მოვიდა, თუ რამე არ შეიცვალა და სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება, ქვეყანა საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს.   შესაბამისად, მთავრობა ბიუჯეტის შესრულების მხრივ საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდება. უზარმაზარი დეფიციტი ასევე უზარმაზარ პრობლემებს შექმნის. პირველ რიგში ეს ე.წ. „დაუცველ ხარჯებს“ შეეხება, მათი შესრულება უკვე დაუწყო,...


მსგავსი სიახლეები

up