რა ღირს რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული იახტები

რა ღირს რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული იახტები

access_time2022-03-19 00:00:00

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს, პუტინის რეჟიმის მაღალჩინოსნებსა და რუს ოლიგარქებს აქამდე არნახული ფინანსური, პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.



ამ დრომდე სანქციებზე და მათ გავლენაზე არაერთხელ დაგვიწერია, მაგრამ ოლიგარქების ძვირად ღირებული იახტების შესახებ – არა. სწორედ ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ შეგვედგინა იმ იახტების რეიტინგი, რომლებიც ევროპულმა ქვეყნებმა რუს ოლიგარქებს ჩამოართვეს.



ალიშერ უსმანოვი | Dilbar | $735 მილიონი


პუტინთან დაახლოებული უზბეკური წარმომავლობის მქონე რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის იახტა, სახელწოდებით „Dilbar“-ი, რომელსაც ასე უსმანოვის დედის პატივსაცემად ჰქვია, კონფისკებულ იახტებს შორის ყველაზე ძვირად ღირებულია – ის $735 მილიონი ღირს. აღსანიშნავია, რომ ეს იახტა ფორმალურად კონფისკებული არ არის, მაგრამ მას გადაადგილების უფლება არ აქვს.


უსმანოვის ეს იახტა 156 მეტრის სიგრძისაა და 15917 ტონას იწონის – ამგვარად, ძრავის მქონე იახტებს შორის ის ყველაზე მძიმეა. იახტა იმდენად დიდია, რომ მისი სრულად აღჭურვისათვის 96-კაციანი ჯგუფი არის საჭირო. იახტაზე ვერტმფრენის ორი ასაფრენ-დასაფრენი მოედანი, სილამაზის სალონი, სპორტული დარბაზი, თორმეტი კაიუტა-ლუქსი და გემზე არსებული უდიდესი აუზია, რომლის სიგრძე 24 მეტრია.


ეს იახტა სპეციალურად ალიშერ უსმანოვისთვის, 52 თვის განმავლობაში იქმნებოდა – მილიარდერმა მასში $600 მილიონი გადაიხადა. დღეს ეს იახტა ჰამბურგის ერთ-ერთ პორტშია გაჩერებული, სადაც ის შესაკეთებლად იდგა.


ცნობისთვის, ალიშერ უსმანოვი ერთ-ერთი უმდიდრესი რუსი ოლიგარქია: Forbes-ის რუს მილიარდერთა 2021 წლის რეიტინგში უსმანოვი მე-7 ადგილს იკავებს, $18.4-მილიარდიანი ქონებით. თავისი აქტივების დიდი ნაწილი უსმანოვმა ბუნებრივი წიაღისეულით იშოვა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში მან არაერთი სარფიანი ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის Facebook-ში, Apple-ში, Twitter-ში, Alibaba-სა და საფეხბურთო კლუბ Arsenal-ში.



ანდრეი მელნიჩენკო | Sailing Yacht A | $578 მილიონი


მილიარდერ ანდრეი მელნიჩენკოს $578-მილიონიანი იახტა, სახელწოდებით Sailing Yacht A – მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სუპერიახტაა, მაგრამ ოლიგარქი მას ვეღარ გამოიყენებს, რადგან ცოტა ხნის წინ იტალიის მთავრობამ ეს იახტა გაყინა.



იტალიის სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას ეფუძნება, რომლის ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მელნიჩენკო და სხვა 36 ბიზნესლიდერი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შედეგებზე სასაუბროდ შეხვდნენ, რაც მელნიჩენკოს პუტინის რეჟიმთან სიახლოვეს უსვამს ხაზს.


ანდრეი მელნიჩენკო უმდიდრესი რუსი ოლიგარქია: Forbes-ის რუს მილიარდერთა 2021 წლის რეიტინგში მელნიჩენკო მე-8 ადგილს იკავებს, $17.9-მილიარდიანი ქონებით. პირველი კაპიტალი მან 1990-იან წლებში ვალუტის გადასაცვლელი პუნქტების ქსელით იშოვა.



სერგეი ჩემეზოვი | Valerie | $140 მილიონი


კიდევ ერთი ძვირად ღირებული იახტა, რომელიც ევროპულმა სახელმწიფომ გაყინა, „კაგებეს“ ყოფილი აგენტისა და ახლა რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, სერგეი ჩემეზოვის იახტა, სახელწოდებით „Valerie“ გახდა. ბარსელონის ნავსადგურში მდგომი ამ იახტის კონფისკაციის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა: „დღეს ერთ-ერთი უმთავრესი ოლიგარქის იახტის კონფისკაცია მოვახდინეთ – ფორმალურად კი მოძრაობა შევუზღუდეთ“, – განაცხადა სანჩესმა და დასძინა, რომ კონფისკებული იახტების სია კიდევ უფრო გაფართოვდებოდა.


ჩემეზოვის ეს იახტა 85 მეტრის სიგრძისაა და მისი სრულად აღჭურვისათვის 27-კაციანი ჯგუფი არის საჭირო. იახტა 17 მგზავრს იტევს, რომელთაც, სხვა სიკეთეებთან ერთად, თურქული აბანოს, აუზის, ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი სივრცისა და დიდი კერძო ტერიტორიის გამოყენება შეუძლიათ მზის აბაზანების მისაღებად. საინტერესოა, რომ Daily Mail-ის ცნობით, 2021 წლის ივლისში ეს იახტა ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა იქირავეს, რაშიც ყოველკვირეულად $1.1 მილიონზე მეტი გადაიხადეს.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს იახტა „კაგებეს“ ყოფილ აგენტს, სერგეი ჩემეზოვს ეკუთვნის, რომელიც დღეს სამხედრო აღჭურვილობის რუსულ სახელმწიფო კონგლომერატს, „როსტეხს“ ხელმძღვანელობს.



იგორ სეჩინი | Amore Vero | $120 მილიონი


რუსი მილიარდერის, იგორ სეჩინის სახელთან დაკავშირებული იახტა, სახელწოდებით „Amore Vero“ საფრანგეთის ხელისუფლების განკარგულებით მარსელის პორტში დააკავეს. ეს $120-მილიონიანი იახტა 88 მეტრის სიგრძისაა, მას შვიდი კაიუტა-ლუქსი და აუზი აქვს, რომლის გადაქცევა ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენ მოედნად არის შესაძლებელი.


აღსანიშნავია, რომ იახტის დაკავებისას ფრანგებმა გემზე ეკიპაჟის წევრები შენიშნეს, რომლებიც იახტას გასამგზავრებლად ამზადებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გეგმური რემონტი მას აპრილში უნდა დაესრულებინა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იახტის გადაყვანის განკარგულება იგორ სეჩინს გაუცია, რომელსაც სურდა, რომ ის თურქეთში გადაეყვანა და ამგვარად ევროკავშირის სანქციებს გაქცეოდა.


იგორ სეჩინს ხშირად ვლადიმირ პუტინის დართ ვეიდერად მოიხსენიებენ. საინტერესოა, რომ იგორ სეჩინის ქონების მოცულობა უცნობია, მაგრამ 2015 წელს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2015 წელს სეჩინს, „როსნეფტის“ აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობაზე, თვეში $295-390 ათასამდე ერიცხებოდა.



ალექსეი მორდაშოვი | Lady M | $71 მილიონი


გასაკვირი სულაც არ არის, რომ ჩამორთმეულ იახტათა ჩამონათვალში უმდიდრესი რუსი ოლიგარქის, ალექსეი მორდაშოვის იახტაც მოხვდა, სახელწოდებით „Lady M“. მორდაშოვის ამ იახტაზე, რომელსაც იტალიის ხელისუფლება $71 მილიონად აფასებს, არის როგორც სილამაზის სალონი, ასევე აუზი და ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედანი. თუმცა ეს იახტა მორდაშოვის ფლოტის ერთ-ერთი უმცირესი გემია – ის ასევე ფლობს 141-მეტრიან „Nord“-ს, რომელიც ამჟამად სეიშელის კუნძულების პორტში დგას.


ცნობისთვის, ალექსეი მორდაშოვი რუსეთის უმდიდრესი ადამიანია – Forbes-ის რუს მილიარდერთა 2021 წლის რეიტინგში მორდაშოვი პირველ ადგილს იკავებს, $29.1-მილიარდიანი ქონებით. მილიარდერის კაპიტალის უდიდესი ნაწილი ფოლადის საბადოებზე მოდის.



გენადი ტიმჩენკო | Lena | $55 მილიონი


კიდევ ერთი იახტა, რომელიც იტალიის ხელისუფლებამ გაყინა, რუს ოლიგარქს, გენადი ტიმჩენკოს ეკუთვნის – 38-მეტრიანი მეგაიახტა, სახელწოდებით „Lena“, რომელსაც ათი მგზავრისთვის განკუთვნილი ხუთი კაიუტა-ლუქსი აქვს, იტალიის ქალაქ სანრემოს პორტში იმყოფება. საინტერესოა, რომ ამ იახტის ღირებულებასთან დაკავშირებულია უცნაური ისტორია: გემების შემფასებელი გამოცემის, VesselsValue-ს თქმით, ეს იახტა $8 მილიონი ღირს, მაგრამ იტალიის ხელისფულება მას $55 მილიონად აფასებს.


გენადი ტიმჩენკო რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია: Forbes-ის რუს მილიარდერთა 2021 წლის რეიტინგში ტიმჩენკო მე-6 ადგილს იკავებს, $22-მილიარდიანი ქონებით. მილიარდერის კაპიტალის უდიდესი ნაწილი ნავთობისა და გაზის კომპანიებზე მოდის.


forbes.ge

თეგები:
იახტები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up