ოქროს ფასი საქართველოში თითქმის 35 %-ით გაიზარდა -  ფასის მომატების გამო  მოვაჭრეები “ოქროს ბირჟას“ ტოვებენ

ოქროს ფასი საქართველოში თითქმის 35 %-ით გაიზარდა - ფასის მომატების გამო მოვაჭრეები “ოქროს ბირჟას“ ტოვებენ

access_time2019-08-16 12:00:09

„ოქროს ბირჟაზე ძალიან ბევრი გაკოტრდა იმიტომ, რომ ვერ ყიდიან ოქროს ნაწარმს. პურის ფული თუ არ აქვს ხალხს, ოქროს ხომ არ შეჭამს, აიღო და გაყიდა თავისი ოქრო და გავიდა ბაზრიდან,“ - ასე აფასებს “ოქროს ბირჟის“ თანამშრომელი და ექსპერტი ალექსანდრე ბარსეგიანი ქვეყანაში ოქროს ფასის ზრდას, რომელიც ერთდროულად ძვირფას მეტალზე მსოფლიოში ფასების მატებამ და საქართველოში ლარის კურისი გაუფასურებამ გამოიწვია.


მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ოქროს ფასი პერიოდულად იზრდება. ბოლო მონაცემებით Comex-ის ბირჟაზე დეკემბრის მიწოდების ფიუჩერსებზე ოქროს ფასმა 0,65%-ით მოიმატა და 1 უნციაზე 1,527 დოლარს მიაღწია.


 ამ ნიშნულზე ოქროს ფასი 2013 წელს  იყო დაფიქსირებული.


რა მდგომარეობაშია საქართველოს ოქროს ბაზარი? რამდენად გაიზარდა ოქროს ფასი და შემცირდა თუ არა გაყიდვები? ამ თემასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ექსპერტს და დილერს ალექსანდრე ბარსეგიანს ესაუბრა. რომელიც ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბირჟა გაუსაძლის მდგომარეობაშია, ოქროს ფასი გლობალური ფასის ზრდის ფონზე საქართველოში 35 პროცენტითაა გაზრდილი, ხოლო გაყიდვები შემცირებული.


„ოქროს ბიზნესი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე. ეს იგივე მყარი ვალუტაა - როგორც იზრდება მსოფლიოში ასევე გაზრდილია ჩვენთანაც.  ერთი უნციის ფასი ასულია  1500 დოლარამდე  99,9- ის სინჯის ოქროზე.  როგორც კი გაიზარდა მსოფლიოში ოქროს ფასი  აიწია ჩვენთანაც. გაყიდვები  კი ძალიან ცუდად მიდის, ჩვეულებრივი სინჯის ოქრო,  ერთი გრამი გამოდის სულ მცირე 115 ლარი, მაშინ როდესაც ადრე იყო 80-90 ლარი.



რომ შევადაროთ ანუ  მომატებულია ფასი 30-35 პროცენტით. ყველაზე ძვირიანი არის ბაჯაღლოს ოქრო გრამი 142 ლარად უნდა შევიძინოთ,  როცა იყო 95- 105 ლარი. შეიძლება ითქვას, რომ ძვირფასი მეტალის ფასი ძალიან სწრაფად გაიზარდა და ახლაც იზრდება, დილას თუ არის 140 ლარი, შუადღეს შეიძლება 145 გახდეს. ხალხის მდგომარეობა ძალიან ცუდია, ვისაც შეეძლო 1000 ლარში ეყიდა 10 გრამი ბაჯაღლოს ბეჭედი, დღეს უკვე 1500 ლარამდე ურტყამს ეს ფასი, ამას დაემატა ლარის კურსის გაუფასურებაც.


ზოგადად ამ ბიზნესს სჭირდება საკმაოდ დიდი თანხა. ვისაც ბანკი არ აწუხებს ის არ დატოვებს ბირჟას, თორემ ძირითადად მუშაობენ 10 პროცენტზე.“ - ამბობს ალექსანდრე ბარსეგიანი.


გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, წელს უმაღლესი ხარისხის ოქროს საშუალო ღირებულებამ 16 ლარით მოიმატა. კერძოდ, 999 სინჯის ოქროს ფასი დღეის მდგომარეობით, 115.6 ლარია, მაშინ როცა გასული წლის ივნისის მდგომარეობით, 99 ლარი ღირდა.


გაძვირდა ვერცხლიც. სექტემბრის მიწოდების ფიუჩერსებზე ფასმა 1,27%-ით მოიმატა და ერთ უნციაზე 17,288 დოლარი შეადგინა.


ანალიტიკოსების განცხადებით, ოქროს ფასის ზრდას ხელს უწყობს აშშ-ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომი და მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ინდექსების კლება.


მარიამ მორგოშია






საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call-ი რუსთავში ახალ ფილიალს ხსნის

საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call-ი რუსთავში ახალ ფილიალს ხსნის
access_time2019-09-15 17:00:43
კომპანია K•Call-ი ქოლ ცენტრის მომსახურებას დისტანციურად ახორციელებს 24 საათიან რეჟიმში და მათი საქმიანობა ძირითადად გულისხმობს კომპანიებისთვის ხარჯების შემცირებასა და რესურსების სწორად გადანაწილებას. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილ ბიზნესებთან.  K•Call -ი წარმოადგენს მარკეტინგული კომპანია  Sales Partner...

ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს

ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს
access_time2019-09-15 13:30:08
არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს,- ამის შესახებ ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, სადაც სახანძრო უსაფრთხოების საკითხზე მისი კომპანიის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებს განიხილავს. ბიზნესმენი ხელისუფლებას ურჩევს, ეს თუ ის ნორმა ევროპული გამოცდილებიდან აიღოს და არა საბჭოთა კავშირის წესებიდან. „ფრესკოს“ ყველა ობიექტი მიღებულია ექსპლუატაციაში კანონის დაცვით. ამ ხნის...

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში
access_time2019-09-15 16:00:15
Alibaba Group-ის დამფუძნებელმა ჯეკ მამ 10 სექტემბერს, 55-ე დაბადების დღეს, დატოვა მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიური გიგანტის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის პოსტი... მილიარდერმა, რომელიც ჯერ იყო ინგლისური ენის მასწავლებელი, მანამდე კი - ენერგიულ ბიჭი, რომელიც ქუჩაში დასდევდა ინგლისურენოვან ტურისტების ენის შესწავლისთვის, შეასრულა დავოსის ეკონომიკური ფორუმის დროს მიცემული დაპირება - „სამყარო იმდენად მშვენიერია, რომ არ მესმის, რატომ უნდა ვიყო მუდამ...

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ
access_time2019-09-15 14:00:32
ახალგორის მოსახლეობა  ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილობს თხოვნით მიმართავს არ დაიხუროს საზღვარი საქართველოსთან. წერილში ნათქვამია, რომ ეს გზა აუცილებელია ახალგორელებისთვის. „ჩვენს რაიონში არის ბერვი ონკოდაავადებული და მათი უმრავლესობა მკურნალობს თბილისში. არიან ავადმყოფები, რომლებსაც ესაჭიორებათ სასწრაფო ოპერაცია. შეუძლებელია ყველა პრობელმის ჩამოთვლა. ჩვენ ვერ მიგვაქვს ჩვენი ხმა ადგილობრივ ხელმძღვანელობამდე და...

მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა საკმარისად ჭკვიანია, ისწავლოს 2003 და 2007 წლების გაკვეთლებიდან, თუ როგორ რეაგირებს აშშ

მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა საკმარისად ჭკვიანია, ისწავლოს 2003 და 2007 წლების გაკვეთლებიდან, თუ როგორ რეაგირებს აშშ
access_time2019-09-15 18:00:01
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ თბილისში ყოფნის დროს „ინტერპრესნიუსს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში ბრაიზამ ბევრ სხვადასხვა თემაზე ისაბრა, მათ შორის, ნატოს ყოფილი გენერალური...


მსგავსი სიახლეები

up