booking.com: რა ღირს ოკუპირებული აფხაზეთის კურორტებზე დასვენება

booking.com: რა ღირს ოკუპირებული აფხაზეთის კურორტებზე დასვენება

access_time2018-08-07 20:00:00

მოუვლელი სანაპირო, შეკეთებული რამდენიმე სასტუმრო და რესტორანი, სახლები რომელსაც 26 წლის წინანდელი კვალი დღემდე ატყვია, ეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეალობაა. რეგიონში იმ ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი რომელიც ომამდე არსებობდა განადგურებული და ამორტიზებულია, ტურისტებისთვის საყვარელი ადგილები კი ცარიელია.


  ფოტო: Aurelien Villette


მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი არ არის ისე განვითარებული, როგორც საქართველოს სხვა კუთხეები, თავისი ბუნებრივი ლანდშაფტით ტურისტებისთვის დღემდე მიმზიდველ კურორტად რჩება. დამსვენებელთა უმრავლესობა რუსი და სომეხი ტურისტები არიან. კომერსანტმა booking.com-ის დახმარებით გადაწყვიტა გაერკვია, რა ღირს ოკუპირებული აფხაზეთის კურორტებზე სასტუმროებში ღამის გათევა:


სოხუმი         

 

4 ვარსკვლავიანი სასტუმრო რიწა: სასტუმროში ერთი ორადგილიანი ნომრის ფასი 118 ლარიდან 276 ლარამდე მერყეობს.  ფასში გათვალისწინებულია: აეროპორტში დახვედრა და მოყვანა,  სამრეცხაო მომსახურება, Wi-Fi,  კონდენციონერი. სასტუმროს აქვს ლუქსის ტიპის, საოჯახო და არა მწეველთა ნომრებიც. booking.com- ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ სტუმრებს კვება სასტუმრო რიწის რესტორნაში შეუძლია.


სასტუმრო რიწა


სასტუმრო Leon - ნომრის ფასი 101 ლარიდან 254 ლარამდეა. როგორც ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, მომსახურებაში შედის: აეროპორტში დახვედრა და მოყვანა, ნომრის მომსახურება, Wi-Fi, კონდენციონერი, სამრეცხაო მომსახურება, პარკირება, მაცივარი ნომერში, ბარი და საუზმე. სასტუმროს საკუთარი რესტორანი აქვს. არის ლუქსის ტიპის, საოჯახო და არა მწეველთა ნომრები.

 

სასტუმრო Leon


სასტუმრო ამრა- ერთი ორადგილიანი ნომრის ფასი 108 ლარიდან იწყება  და 224 ლარამდე იზრდება.  მომსახურებაში შედის: აეროპორტში დახვედრა და მოყვანა, ნომრის მომსახურება, Wi-Fi, კონდენციონერი, სამრეცხაო მომსახურება. ფასში გათვალისწინებულია სადილი და საუზმე.


სასტუმრო ამრა


სასტუმრო Aqua Resort. ორი ადამიანისთვის ერთი ღამის გატარების ღირებულება 183 ლარიდან იწყება და 250 ლარამდე იზრდება. როგორც საიტზე მითითებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ სასტუმროს ღია და დახურული აუზი აქვს. მომსახურებაში შედის: აეროპორტში დახვედრა და მოყვანა, ნომრის მომსახურება, Wi-Fi, კონდენციონერი, ბარი.


 სასტუმრო Aqua Resort


 

აღსანიშნავია ისიც, რომ საიტზე რეგისტრირებულია ბევრ საოჯახო სასტუმრო. Guest house ფასი 15 ლარიდან იწყება. ერთი ესეთი  Guest house რომელიც ჩვენ საიტზე აღმოვაჩინეთ  Back in USSR იყო ერთი. საბჭოთა კავშირში დასაბრუნებლად ადამიანი ღამეში 16 ლარა უნდა გადაიხადოს.

 

ბიჭვინთა

 

სასტუმრო Lucette Guest House ადამიანისთვის ერთი ღამის გატარების ღირებულება 116 ლარიდან იწყება და 156 ლარამდე იზრდება. ფასში გათვალისწინებულია: აეროპორტში დახვედრა და მოყვანა, wi-Fi, საუზმე რესტორანში, კონდენციონერი,პარკირება. სასტუმროს აქვს საოჯახო ნომრები.


Lucette Guest House


სასტუმრო მანდარინი- ორი ადამიანისთვის ერთი ღამის გატარების ღირებულება 134 ლარიდან იწყება და 234 ლარამდე იზრდება. როგორც საიტზე მითითებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ სასტუმროს აქვს საოჯახო ტიპის ნომრები. მომსახურებაში შედის: აეროპორტში დახვედრა და მოყვანა, ნომრის მომსახურება, Wi-Fi, კონდენციონერი, სამრეცხაო მომსახურება. ფასში გათვალისწინებულია სადილი.

 

 სასტუმრო მანდარინი



გაგრა


სასტუმრო აბატი, რომელიც ზღვის სანაპიროზე განთავსებული. ერთი ორადგილიანი ნომრის ფასი 176 ლარიდან იწყება  და 265 ლარამდე იზრდება. მომსახურებაში შედის: ნომრის მომსახურება, Wi-Fi, კონდენციონერი, სამრეცხაო მომსახურება. ფასში გათვალისწინებულია აუზი და ფიტნეს ცენტრი. სტუმარს კვება სასტუმროში განთავსებულ რესტორანში შეუძლია.

 სასტუმრო აბატი 


სასტუმრო Sun Palace Gagra-  ორი ადამიანისთვის ერთი ღამის გატარების ღირებულება 208 ლარიდან იწყება და 273 ლარამდე იზრდება. როგორც საიტზე მითითებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ სასტუმროს აქვს საოჯახო ტიპის ნომრები. მომსახურებაში შედის: ნომრის მომსახურება, Wi-Fi, კონდენციონერი, სამრეცხაო მომსახურება, ბარი.

 

Sun Palace Gagra


ახალი ათონი

 

სასტუმრო Afon Resort Hotel შავი ზღვის სანაპიროზეა განთავსებული - ერთი ორადგილიანი ნომრის ფასი 164 ლარიდან იწყება  და 300 ლარამდე იზრდება. მომსახურებაში შედის: აეროპორტში დახვედრა და მოყვანა, ნომრის მომსახურება, Wi-Fi, კონდენციონერი, სამრეცხაო მომსახურება, პარკირება. სასტუმროს საკუთარი რესტორანი  და საოჯახო ტიპის ნომრები აქვს.

 

 სასტუმრო Afon Resort Hotel


სასტუმრო Griffon Hotel -სასტუმროში ერთი ორადგილიანი ნომრის ფასი 116 ლარიდან იწყება.  ფასში გათვალისწინებულია: აეროპორტში დახვედრა და მოყვანა,  სამრეცხაო მომსახურება, Wi-Fi,  კონდენციონერი, პარკირება. სასტუმროს აქვს საოჯახო და არა მწეველთა ტიპის ნომრები, ბარი. booking.com- ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ სტუმრებს კვება სასტუმრო Griffon Hotel რესტორნაში შეუძლია.


 სასტუმრო Griffon Hotel


უკვე ორ ათეულ წელიწადზე  მეტია ათასობით ადამიანი სამშობლოში კვლავ დევნილის სტატუსით ცხოვრობს. მიუხედავად იმ სირთულეებისა რაც ამ ადამიანებმა გადაიტანეს, აფხაზეთის გაგონებაზე ყველას სახეზე სევდა ნარევი ღიმილი ჩნდება, მომენტალურად წარსულში ბრუნდებიან და ცხოვრების იმ ფრაგმენტს იხსენებენ, როდესაც საკუთარ სახლებში მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდნენ. მათ ამ მოგონებებში არც ქუჩებია გადათხრილი, არც სახლებია მიტოვებული და არც შენობებია დაცხრილული. ამ ადამიანების მოგონებები წარსულში გაიყინა, აფხაზეთის ტერიტორიზე კი ყველაფერი დროშია გაყინული.





ავტორი: ბაჩო ადამია






აშშ-ში მსხვილი რუსული კომპანიის ანგარიშები გაყინეს - რას ამბობს Crocus Group-ის ქართველი წარმომადგენელი

აშშ-ში მსხვილი რუსული კომპანიის ანგარიშები გაყინეს - რას ამბობს Crocus Group-ის ქართველი წარმომადგენელი
person access_time2018-10-22 20:00:00
21 სექტემბერს გამოცემა BuzzFeed-მა გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ აშშ-ს სპეცპროკურორი რობერტ მიულერი დაინტერესდა რუსული კომპანია Crocus Group-ის დამფუძნებლის არაზ აგალაროვის და აშშ-ში მის წარმომადგენელის ირაკლი ყაველაძეს შორის განხორციელებული ფულადი ტრანზაქციებით. საინფორმაციო საშუალების მონაცემებით, 2016 წლის 3 ივნისს აგალაროვი შეეცადა აშშ-ს წარმომადგენლობაში 3,3 მლნ. დოლარის გადარიცხვას  - ამის შემდეგ იყო 9 ივნისი, როდესაც რუსული კომპანიის...

„Fear Group“-ის დამფუძნებელი: „გარდაუვალია ის ფაქტი, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პატარა ქვეყანა გახდება მსოფლიოში“

„Fear Group“-ის დამფუძნებელი: „გარდაუვალია ის ფაქტი, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პატარა ქვეყანა გახდება მსოფლიოში“
person access_time2018-10-22 20:31:30
სტივენ ფეარი საერთაშორისო ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენმოუწოდებს. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო სულ უფრო მეტად ცნობადი გახდა მსოფლიოშიდა ამის მიზეზს მარტივად მიხვდებით, თუ ამ შესანიშნავ, დემოკრატიულ ქვეყანასა და ხალხსისე გაიცნობთ, როგორც მე ვიცნობ. შესაძლოა, ეს ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა მსოფლიოში“ - ამის შესახებ მსხვილი ბრიტანული კომპანიის „Fear Group“-ის დამფუძნებელი,სტივენ...

ეკოლოგიური კატასტროფა ვლადიკავკაზში - მოსახლეობა ქალაქს ტოვებს

ეკოლოგიური კატასტროფა ვლადიკავკაზში - მოსახლეობა  ქალაქს ტოვებს
person access_time2018-10-22 15:30:02
ქარხანა „ელექტროცინკზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებები ადამიანების სოცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონულ განყოფილებაში. ხანძარი საწარმოში 21 ოქტომბერს დილით გაჩნდა, შედეგად ქალაქის მოსახლეობა ჯანმრთელობის გაუარესებას - კერძოდ, თავის, ყელის და თვალების ტკივილის უჩივის. ვლადიკავკაზში არსებობს ინფორმაცია, რომ „ელექტროცინკში“...

ილონ მასკი: პირველი სატრანსპორტო გვირაბი 10 დეკემბერს გაიხსნება

ილონ მასკი: პირველი სატრანსპორტო გვირაბი 10 დეკემბერს გაიხსნება
person access_time2018-10-22 18:34:16
ილონ მასკის განცხადებით, პროექტი, რომელიც ქალაქებს შორის გვირაბების სატრანსპორტო სისტემის მშენებლობას ითვალისწინებს, პირველ მნიშვნელოვან ფაზას ასრულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან საკუთარ ოფიციალურ Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ პირველი გვირაბის მშენებლობა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე კომპანია Boring Company მუშაობს, რომელიც მასკის მფლობელობაშია. ეს არის პროექტი, რომელიც გვირაბების სრულიად ინოვაციური...

ანა დოლიძე სააკაშვილის ინიციატივებს ნაწილობრივ იზიარებს - დღეს რომ სასამართლოში მანიპულირების შესაძლებლობა არსებობს, ამის მიზეზი ხელისუფლების დამოკიდებულებაა

ანა დოლიძე სააკაშვილის ინიციატივებს ნაწილობრივ იზიარებს - დღეს რომ სასამართლოში მანიპულირების შესაძლებლობა არსებობს, ამის მიზეზი ხელისუფლების დამოკიდებულებაა
person access_time2018-10-22 17:30:20
საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე  ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება სასამართლო სისტემა და პროკურატურა. მიუხედავად წლების მანძილზე გატარებული რეფორმებისა თუ საკადრო ცვლილებებისა,  ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი სისტემები ყველა ხელისუფლებისთვის ქვაკუთხედად რჩება. ამ ფონზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების ახალი ინიციატივები გააჟღერა. სამი იდეის ზუსტ...


მსგავსი სიახლეები

up