რა ღირს მიწა საქართველოში?

რა ღირს მიწა საქართველოში?

access_time2019-02-09 12:00:10

დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატული მეტრის ფასი 100-2000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ამის შესახებ sputnik.ge წერს. 

 

საქართველოში მიწის ნაკვეთების ფასი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ, შესაძლოა ერთსა და იმავე ქალაქში, სოფელში ან თუნდაც უბანში  კვადრატული მეტრის ღირებულება საგრძნობლად განსხვავდებოდეს.

 

მიწა ყველაზე ძვირი თბილისში ღირს. დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატული მეტრის ფასი 100-2000 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

 

საბურთალოზე კვადრატული მეტრის საბაზრო ფასი 100 დოლარიდან იწყება, სოლოლაკში - 400 დოლარიდან, ორთაჭალაში - 145, ჩუღურეთში - 250. ყველა ამ უბანში 2000 დოლარს აჭარბებს. ქალაქის ცენტრში ყველაზე ძვირი მაინც  ავლაბარია, სადაც ფასები 300 დოლარიდან იწყება და 4000 დოლარს აღწევს.

 

ცოტა ნაკლები ღირს მიწა ვაკეში - 140-1 200 დოლარი, ვერაზე ფასები 1 კვ მეტრზე 300-დან 1200 დოლარამდე მერყეობს. ისანში - 100-600 დოლარია. დიდუბეში კი - 500-2 500.

 


შედარებით იაფია ნაკვეთები თბილისის გარეუბნებში, აქ კვადრატულ მეტრს 6 დოლარადაც იშოვნით და 400 დოლარადაც.

 

მაგალითად, დიდ დიღომში 1კვ.მ მიწის ნაკვეთის ფასი 25-450 დოლარია, გლდანში - 20-350 დოლარი, თემქაზე - 35-180 თბილისის ზღვაზე - 10-85, ვარკეთილში - 10—300 დოლარია, აფრიკის დასახლებაში კი - 7-40.

 

საქართველოს სხვა ქალაქებში კი ასეთი სურათია:  ბათუმსა და ქუთაისში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კვადრატული მეტრის ფასი 20 დოლარიდან იწყება,   ზუგდიდსა და თელავში - 10 დოლარიდან. კურორტ გუდაურის ცენტრში კი კვადრატული მეტრი 60 დოლარად იყიდება.

 

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, ფასები აქაც განსხვავდება. მაგალითად, თბილისთან ახლოს, ტაბახმელაში ასეთი ტიპის ნაკვეთი საშუალოდ 35  დოლარად იყიდება, ანანურში - 15  დოლარად.

ზუგდიდის შემოგარენში მისი შოვნა 0,32 დოლარადაც შეგიძლიათ და 3 დოლარადაც, თელავში ამ ტიპის მიწის ფასი 0,48 დოლარიდან იწყება, სიღნაღში - 0,32 დოლარიდან. მარნეულში ფასები იწყება 0,81 დოლარიდან, ოზურგეთში - 0,57 დოლარიდან და 7 დოლარს აღწევს. ხოლო ამბროლაურში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კვადრატული მეტრი საშუალოდ 5 დოლარი ღირს.

 

სააგარაკე მიწის ნაკვეთებს კი თბილისთან ახლოს, მაგალითად წავკისში ან ოქროყანაში, 20-35 დოლარის ფარგლებში შეიძენთ. 25-30 დოლარიდან იწყება კვადრატული მეტრის ფასი კიკეთსა და კოჯორში. ბორჯომში კი სააგარაკე მიწის შეძენა საშუალოდ 15-20 დოლარი დაგიჯდებათ.

 

 


sputnik.ge

 






მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up