რა ღირს დენი და გადახდის რა სქემა მუშაობს საქართველოს სამეზობლოში

რა ღირს დენი და გადახდის რა სქემა მუშაობს საქართველოს სამეზობლოში

access_time2021-10-24 12:15:11

საქართველოში დენის ტარიფი ელექტროენერგიის ხარჯვის მიხედვით განისაზღვრება,რასაც ე.წ. საფეხურეობრივ ტარიფს უწოდებენ მაშინ, როცა მაგალითად, მეზობელ სომხეთში, ცალ-ცალკე, დღისა და ღამის ტარიფები მოქმედებს.

მიმდინარე წლის იანვრიდან თბილისელი აბონენტები, რომლებიც 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვტ.სთ-ზე 18.041 თეთრს იხდიან , 101-დან 301 კვტ.სთ-მდე დანახარჯზე - 22.053 თეთრს, ხოლო 301 კვტ.სთ-დან ზემოთ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 26.537 თეთრს.

რეგიონებში 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის მომხმარებლები 1 კვტ.სთ-ზე 17.731, 101-დან 301 კვტ.სთ-მდე დანახარჯისთვის - 21.707 თეთრს, ხოლო 301 კვტ.სთ-დან ზემოთ მოხმარებულ დენზე 26.227 თეთრს იხდიან.

ეს ამ დროისთვის, სამომავლოდ კი, საქართველოში დღისა და ღამის ტარიფების ამოქმედება იგეგმება. თავდაპირველად ეს ბიზნესს შეხეება. კერძოდ, საწარმოებს 2022 წლის 1-ელი იანვრიდან შესაძლებლობა ექნებათ დღის და ღამის საათებში ელექტროენერგიის განსხვავებული, დიფერენცირებული ტარიფით ისარგებლონ. შესაბამისი სერვისი საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, როგორც "ინტერპრესნიუსს" ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ განუცხადა, დროში დიფერენცირებული ელექტროენერგიის ტარიფით სარგებლობა მას შემდეგ შეეძლებათ, რაც მოსახლეობის მრიცხველები ე.წ. ჭკვიანი მრიცხველებით ჩანაცვლდება.

აზერბაიჯანის სატარიფო საბჭომ 16 ოქტომბრის სხდომაზე ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დააწესა, რომელიც მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება.

ელექტროენერგიის საფასური იმ მოსახლეობისთვის, რომლის ყოველთვიური მოხმარება 200 კილოვატ საათზე ნაკლებია, ამჟამინდელი 0,07 მანათიდან (0,12 ლარიდან) 0,08 მანათამდე (0,14 ლარამდე) გაიზრდება. დაწესდა 200-დან 300 კილოვატ საათამდე ახალი თვიური დიაპაზონი, რაც მანამდე არ არსებობდა და მასზე გადასახადი 0,09 მანათი (0,16 ლარი) კვტ/სთ იქნება. ამასთან, თვეში დახარჯული 300 კილოვატ საათზე მეტი ელექტროენერგიის საფასური კვტ/საათზე ამჟამინდელი 0,11 მანათის (0,20 ლარის) ნაცვლად, 0,13 მანათი (0,24 ლარი) გახდება.

დღე-ღამის ცალკეული ტარიფების შემოღებას, სომხეთის მსგავსად, აზერბაიჯანშიც აპირებენ და სქემას არასამომხმარებლო, ანუ მონაცემთა დამუშავების საინფორმაციო ცენტრებზე ტესტავენ, სადაც 08:00 საათიდან 22:00 საათამდე კვტ/საათზე 0,07 მანათი (0,12 ლარი), ხოლო 22:00 საათიდან 08:00 საათამდე 0,04 მანათი (0,07 ლარი) არის დაწესებული. მომავალი წლიდან დღე-ღამის გრაფიკი შესაძლოა, სამომხმარებლო ტარიფზეც დაწესდეს.

აზერბაიჯანის ინჟინერთა და ენერგეტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე რასულ სულეიმანოვი აცხადებს, რომ მონაცემთა ცენტრები მხოლოდ საცდელი ნაბიჯია და ელექტროენერგიის მულტიტარიფული აღრიცხვის სისტემის პროგრამა მალე უფრო ფართო სეგმენტს მოიცავს. მისი თქმით, ელექტროენერგიის დღისა და ღამის ტარიფები მოსახლეობაში შესაძლოა, 2022 წლის დასაწყისში დაწესდეს.


აზერბაიჯანისგან განსხვავებით, სომხეთში დღისა და ღამის სამომხმარებლო ტარიფები უკვე მოქმედებს, რაც მიმდინარე წლის თებერვლიდან მსხვილი მომხმარებლებისთვის კვტ/სთ-ზე 2,27 დრამით (0,01 ლარით), სხვა მომხმარებლებისთვის კი 3 დრამით (0,01 ლარით) გაიზარდა. თუმცა სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და მოქალაქეებისთვის, რომლებიც თვეში 400 კვტ / სთ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი იგივე დარჩება. ასეთი მომხმარებელი ინდივიდუალური აბონენტების, დაახლოებით, 90%-ს შეადგენს.

ამჟამად სომხეთში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დღისით კვტ/სთ-ზე 44.98 დრამი (0,29 ლარი), ღამით კი 34.98 დრამია (0,23 ლარია). სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოქმედებს შემდეგი ტარიფები: დღისით - კვტ/სთ-ზე 29,99 დრამი (0,19 ლარი), ღამით კი - 19,99 დრამი (0,13 ლარი).

მიდინარე წლის ზაფხულის რეიტინგებით, ელექტროენერგიის ყველაზე დაბალი ღირებულებით რუსეთი გამოირჩევა. რუსეთში კვტ/სთ-ზე ელექტროენერგიის საშუალო ღირებულება 3.6 რუბლია (0,15 ლარია). ქვეყნის ევროპულ ნაწილსა და ურალში, სადაც აბონენტების 80% ცხოვრობს, კვტ/სთ-ზე გადასახადი 2.53 რუბლი (0,11 ლარი), ხოლო ფასების მეორე ზონაში, ციმბირში 1.85 რუბლია (0,08 ლარია).

როგორც წესი, რუსეთში ელექტროენერგიის დიფერენცირებული ტარიფები მოქმედებს, რაც, ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახურის პროგნოზით, მომავალი წლის ივლისიდან 5%-ით გაიზრდება. 2022 წლის მეორე ნახევარში, ელექტროენერგიის ტარიფი მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში, პეტერბურგში და ლენინგრადის რეგიონში ერთმანეთს უნდა მიუახლოვდეს და ისინი თითქმის ერთნაირი გახდება.

მომავალი წლის მეორე ნახევარში ელექტროენერგია ყველაზე ძვირი შესაძლოა, ჩუკოტკაში იყოს და კვტ/სთ-ზე 9,27 რუბლს (0,40 ლარს) მიუახლოვდეს. ასევე, მოსკოვის რეგიონში 6,23 რუბლამდე (0,27 ლარამდე), მოსკოვში - 6,28 რუბლამდე (0,27 ლარამადე), იაკუტიაში - 7,23 რუბლამდე (0,31 ლარამდე), კამჩატკას მხარეში კი 7,29 რუბლამდე (0,32 ლარამდე) მატებას ვარაუდობენ. ყველაზე დაბალი ტარიფი შესაძლოა, ირკუტსკის რეგიონში დაწესდეს, სადაც კვტ/სთ-ზე გადასახადი, მინიმუმ, 1.27 რუბლი (0,05 ლარი) იქნება. დაღესტანში - 2.97 რუბლს (0,13 ლარს), ჩეჩნეთში - 3.09 რუბლს (0,13 ლარს), ხოლო მურმანსკის რეგიონში 3.10 რუბლს (0,13 ლარს) გადაიხდიან. კრასნოდარის მხარეში სოციალური ტარიფები შესაძლოა, კვტ/სთ-ზე 1.13-დან 2.98 რუბლამდე (0,04-0,13 ლარამდე ) მერყეობდეს.

ივლისის მონაცემებით, თურქეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ელექტროენერგიის ტარიფმა მნიშვნელოვნად, 10%-ზე მეტად მოიმატა და კვტ/სთ-ზე 0,71 ლირას (0,23 ლარის) ნაცვლად, 0,82 ლირა (0,27 ლარი) შეადგინა. რუსეთის მსგავსად, თურქეთშიც კილოვატსაათის ფასი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია და 0,90 ლირსაც (0,29 ლარსაც) აჭარბებს. თურქეთში მრიცხველის ჩვენებას თვეში ერთხელ აფიქსირებენ, რომელიც საცხოვრებელი კომპლექსის საერთო ტერიტორიაზე არის დამონტაჟებული.


წყარო: ბიზნესპრესნიუსი




დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up