რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

access_time2021-12-04 12:00:27

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქალის შრომითი უფლებების გაუმჯობესებისთვის შრომის კოდექსში არაერთი დადებითი ცვლილება შევიდა, ის მაინც ასიმეტრიული და არასაკმარისია. დედობის დაცვის სტანდარტები საჯარო და კერძო სექტორში განსხვავებულია.

ქალს ყოველი ორსულობა, შეიძლება ითქვას, დაუცველ მდგომარეობაში აგდებს. კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ, შესაძლოა, ისე მწვავედ აღარ დგას სამსახურის დაკარგვის საფრთხე, მაგრამ დედობის შვებულების ხანგრძლივობისა და კომპენსაციის საკითხი მაინც გამოწვევად რჩება. ეს განსაკუთრებით კერძო სექტორში დასაქმებულებს ეხება, რომელთა დიდ ნაწილს დეკრეტული შვებულების პერიოდში ხელფასი არ უნაზღაურდება და მინიმალურ შემოსავალზე რჩება. 

რა შრომითი უფლებები აქვთ ორსულებს

თუ ორსულად ხართ, უმთავრესია, იცოდეთ ის უფლებები, რასაც კანონი განიჭებთ, რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან და როგორ უნდა დაიცვათ თქვენი შრომითი უფლებები: 

  • დამსაქმებელს არ აქვს უფლება ორსულობისა და დედობის შვებულების მთელი პერიოდის განმავლობაში სამსახურიდან დაგითხოვოთ. ამისათვის მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი არსებობს.
  • დამსაქმებელი ვალდებულია, ორსული ქალი დაიცვას ისეთი შრომისაგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან ნაყოფის კეთილდღეობას.
  • აკრძალულია ორსულ ან მეძუძურ ქალთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად.
  • აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.
  • კრძალულია ღამის სამუშაოზე ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება, ხოლო 3 წლამდე ასაკის ბავშვის მომვლელის დასაქმება – მისი თანხმობის გარეშე.
  • საჯარო მოხელეს უფლება აქვს ორსულობის პერიოდში ან 1 წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდისათვის ისარგებლოს ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლებით.
  • დასაქმებულს, რომელიც კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, უფლება აქვს ისარგებლოს დამატებით 1-საათიანი ანაზღაურებადი შესვენებით.
  • ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო დასაქმებულს 730 დღით ეკუთვნის შვებულება, საიდანაც 183 დღე ანაზღაურებადია. დანარჩენი უხელფასო შვებულებაა.
  • ჩვილის შვილად აყვანის შემთხვევაში შვებულება 550 კალენდარული დღეა. ანაზღაურდება 90 დღე. 

მშობლის შვებულება – გამოწვევები

შრომის კოდექსი როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 183-დღიან ანაზღაურებად შვებულებას ითვალისწინებს. დანარჩენი 547 დღე უხელფასო შვებულებაა. გამონაკლისია მშობიარობის გართულების ან ტყუპის დაბადების შემთხვევები, როდესაც შვებულების 200 დღე ანაზღაურდება. 

დასაქმებულებს შეუძლიათ, თავად გაანაწილონ შვებულების დღეები ორსულობის და ბავშვის დაბადების პერიოდზე. 2021 წლიდან კი, როგორ დედას, ასევე მამას აქვს შესაძლებლობა, ე.წ. დეკრეტულ შვებულებაში გავიდეს და შვებულების დღეები გაიყონ.

„შრომის კოდექსში ცვლილებების შემდეგ მშობლებს შვებულების დღეების გადანაწილების შესაძლებლობა მიეცათ, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, არის მნიშვნელოვანი დაბრკოლებებიც. პირველი, ეს არის დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომ „დედა უვლის შვილს“ და მეორე, ხშირ შემთხვევაში, ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის სხვაობა. ამ ფაქტორის გამო, ალბათ, მნიშვნელოვნად არ გაიზრდება მამების მხრიდან დეკრეტული შვებულების გამოყენების უფლება. თუ კაცი ისარგებლებს შვებულებით, შესაძლოა, მეტი თანხა ვერ მიიღოს იმ პერიოდში ოჯახმა“,  განმარტავს  ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავა.

ანაზღაურება მშობლის შვებულების პერიოდში


ანაზღაურება, რომელიც დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას პირმა უნდა მიიღოს, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამ მხრივ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არიან საჯარო სექტორში დასაქმებული პირები. მათ დეკრეტული შვებულების 6-თვიან პერიოდში კუთვნილი ხელფასი სრულად უნარჩუნდებათ.

განსხვავებულია ვითარება კერძო სექტორში. კანონმდებლობა არ ავალდებულებს კერძო კომპანიას დასაქმებულისთვის ხელფასის ან რამე სახის კომპენსაციის გადახდას. ეს მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. 

არ არსებობს ერთიანი მონაცემი იმის შესახებ, თუ ბიზნესის რა ნაწილი უნაზღაურებს დეკრეტული შვებულების თანხას თანამშრომლებს. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ფინანსურ რესურსებსა და „კორპორაციულ თავმოყვარეობაზეა” დამოკიდებული. მსხვილ კომპანიებს მეტი შესაძლებლობა აქვთ, ამ მიმართულებით დამატებითი სახსრები გამოყონ, მცირე და საშუალო ბიზნესი კი, ამ შესაძლებლობას ძირითადად მოკლებულია, რადგანაც ამ პერიოდში მათ ერთის ნაცვლად 2 კადრისთვის უწევთ ხელფასის გადახდა. 

იმის გამო, რომ დეკრეტულ შვებულებაში გასული პირი უსახსროდ არ დარჩეს, სახელმწიფო მას ერთჯერად კომპენსაცია უხდის.

ის, რომ 1000-ლარიანი კომპენსაცია აბსოლუტურად არასაკმარისია ბავშვისთვის აუცილებელი საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ამას დიდი კვლევა არ სჭირდება. 1000-ლარიანი ზედა ჭერიც 2014 წელს განისაზღვრა. ინფლაციის გათვალისწინებით, ამ თანხის მყიდველუნარიანობა მკვეთრად შემცირებულია და საარსებო მინიმუმსაც ჩამორჩება. 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებს თუ ავიღებთ, საარსებო მინიმუმი 224.2 ლარია. მაშინ, როცა 1000 ლარის 6 თვეზე გადანაწილებით 166.6 ლარს ვიღებთ“, – ამბობს დავით კეშელავა.

დეკრეტული შვებულების პერიოდში ხელფასის არგადახდის გამო, საჯარო და კერძო სექტორში შვებულებებს არათანაბრად იყენებენ. ხშირად არასაჯარო სექტორში დასაქმებულები 6-ის ნაცვლად 3 ან ნაკლებ თვეს იღებენ დეკრეტულ შვებულებას.

საინტერესოა, რა უჯდება სახელმწიფოს კერძო სექტორში დასაქმებულთა დეკრეტული შვებულება. ამ მონაცემებს სოციალური მომსახურების სააგენტო ყოველწლიურად აქვეყნებს.  

2019 წელს დაქირავებით დასაქმებულმა არასაჯარო მოხელე ქალებმა დედობის შვებულების ფულადი ანაზღაურებისთვის ჯამში 13.6 მილიონი ლარი მიიღეს. ასეთი სულ 13 609 პირი იყო.

2020 წელს 12 368 დედამ ჯამურად 12.63 მილიონის კომპენსაცია მიიღო. 2021 წლის 10 თვეში კი, კომპენსაციის სახით 10.69 მილიონი ლარია გაცემული.

წყარო: Business Feed




2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა
access_time2022-01-02 12:00:08
პანდემიამ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შეამცირა. პრობლემები მეტ-ნაკლებად წარმოებისა და მომსახურების ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც ავტოინდუსტრია ყოფილა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 45%-ით $733 მლნ-დან $404 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი მხოლოდ $456 მლნ-მდე აღდგა. გაურკვევლობის, რეცესიისა და შემდეგ უკვე ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად, კომპანიების ნაწილმა გამოწვევები წარმატებით დაძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი „თეგეტას“ უკავია, რომელმაც 2020 წელსაც გაყიდვების...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია
access_time2022-01-24 12:55:57
საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი...


მსგავსი სიახლეები

up