რა გეგმები აქვთ ქართველ მეღვინეებს რთული 2015 წლის შემდეგ

რა გეგმები აქვთ ქართველ მეღვინეებს რთული 2015 წლის შემდეგ

person access_time2016-01-04 12:15:44

როგორი იყო ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის 2015 წელი? მათი განცხადებით, დარგისთვის ეს წელი საკმაოდ რთული იყო. კერძოდ, მათ გასულ წელს რუსეთის და უკრაინის შემდეგ პრობლემები ბელორუსის და ყაზახეთის ბაზრებზეც შეექმნათ. აღმოჩნდა, რომ ჩამოთვლილ ქვეყნებში განვითარებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენები ქართული პროდუქციის ექსპორტსა და მწარმოებელი კომპანიების შემოსავლებზე ნეგატიურად უკვე აისახა.

 

„თბილღვინოს" დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი: კომპანიისთვის 2015 წელი საექსპორტო გაყიდვების მიმართულებით არცთუ სახარბიელო იყო. კერძოდ, გაყიდვები კომპანიას დაახლოებით 20 პროცენტით შეუმცირდა. საექსპორტო ბაზრებზე ყველაზე დიდი შემცირება უკრაინაში, რუსეთში და ბელორუსიაში დაფიქსირდა. ვარდნა დაფიქსირდა ყაზახეთის ბაზარზეც. 2014 წელი ძალიან კარგი წელი იყო, აღნიშნულ პერიოდში რუსეთში ღვინის გაყიდვები ნახტომისებურად იყო გაზრდილი, ამიტომ იმ პერიოდში არსებულ მაჩვენებელზე სწორება გამართლებული არ იქნება. კომპანია რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის და ყაზახეთის ბაზრებზე შემცირებული გაყიდვების კომპენსაციას ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით გააქტიურებით შეეცადა. კომპანიამ ახალი პარტნიორები მოძებნა როგორც გერმანიაში, ისე ავსტრალიაში. მიმდინარე წელს „თბილღვინოს" ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების 15 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

 

2016 წელი ცალსახად უკეთესი იქნება ვიდრე მიმდინარე, 2015 წელი. მიუხედავად ამისა,დარგი ჯერ კიდევ ვერ შეძლებს აითვისოს ის მოსავლიანობა, რაც საქართველოში ყურძნის სახითაა. მომავალ წელს ღვინის კომპანიებს მარაგები ისევ ექნებათ, რაც დარგში პრობლემებს გააგრძელებს"-აცხადებს მარგველაშვილი.

 


„ტყუპების საღვინე სახლის" დაფუძნებელი გია გამტკიცულაშვილი: „კომპანია 15 წელია საქართველოს ღვინის ბაზარზეა. 2005 წელს ჩვენ პირველებმა გადავიტანეთ ქვევრის ღვინო ბოთლში. ეს იყო რქაწითელის და მწვანის ჯიშებისაგან ქვევრში გამზადებული, ნაფარეულის მიკროზონაში ერთ ადგილას მოკრეფილი 5000 ბოთლი კახური ტიპის ღვინო. მას შემდეგ კომპანიამ თავისი საქმიანობა გააფართოვა.

 

კომპანიისთვის მიმდენარე წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენი ღვინო ექსპორტზე ახალ ბაზრებზე გავიდა. ეს იყო ჩინეთი და ამერიკა. გარდა ამისა, კომპანია ღვინის ექსპორტს 7 ქვეყანაში, (იაპონია, ჩინეთი, რუსეთი, გერმანია, ბრიტანეთი, ამერიკა და ლიტვა) აწარმოებს.
წელს კომპანიამ გადაამუშავა, ისეთი ჯიშის ყურძენი როგორიც არის ქისი ხიხვი კაბერნე კახური მწვანე. მომავალ წელს იგეგმება ამ ტიპის ღვინოების უკვე საქართველოს ბაზარზე წარმოდგენა ბოთლი სახით.



მომავალი წლისთვის იგეგმება ღვინის შეტანა ლატვიაში, ესტონეთში, უკრაინაში და პოლონეთში. გარდა ამისა, ექსპორტზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ქვეყნებთან: პოლონეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ესტონეთი, ლატვია. ასევე იგეგმება ჩინეთში და ამერიკაში სხვადასხვა სახეობების ღვინოების მიწოდების გაზრდა. 2016 წლიდან ბაზარზე გამოვა ახალი ღვინოები ახალი ეტიკეტით, როგორიც არის ქისი, ხიხვი, კახური მწვანე, კაბერნე, ალაზნის ველი თეთრი, ალაზნის ველი წითელი. "-აცხადებს გამტკიცულაშვილი.


 


შპს „ბერიკას" ხელმძღვანელი ლაშა რევაზიშვილი: „2015 წელს კომპანიას ღვინის საექსპორტო ბაზრებზე გასული წლებისგან განსხვავებით გაყიდვები მკვეთრად შემცირდა. მაგალითად, ყაზახეთში თითქმის განახევრებულია ღვინის გაყიდვები. ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა რუსეთის და უკრაინის ბაზრებზეც. კომპანიამ ყაზახეთში, უკრაინასა და რუსეთში შემცირებული გაყიდვები ჩინეთში რეალიზაციით ჩაანაცვლა. ამ ეტაპზე კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინის და რუსეთის პარტნიორებთან. 2016 წელს კომპანია ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს"-აცხადებს რევაზიშვილი.

 

კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას" დაფუძნებელი ნუცა აბრამიშვილი - „2015 წელი დაგეგმილთან შედარებით უფრო ნაკლებ შედეგიანი იყო. ეს განპირობებულია ძირითადად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ვალუტების დევალვაციით. 2015 წლის დასაწყისში კომპანიაში დავსვით საკმაოდ მიზანმიმართული სტრატეგია, რომ ჩვენი ბაზრები ყოფილიყო აქტიურად დივერსიფიცირებული, ამას მივაღწიეთ და კომპანიაში გვაქვს მხოლოდ 15 პროცენტიანი შემცირება. მაშინ როდესაც, ქვეყნის მასშტაბით, ექსპორტის მიმართულებით, დაახლოებით 60 პროცენტიანი შემცირებაა.

 

წელს ჩვენ ბაზრების დიცერსიფიცირება მოვახდინეთ. თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო, რომ რუსეთში ექსპორტის წილი შეგვემცირებინა. ამას მივაღწიეთ და ახალ წელს საკმაოდ და კმაყოფილები ვხვდებით. საბოლოო ჯამში, 2015 წელს კომპანია „შუხმან ვაინსმა" შეძლო და 1.100 მილიონი ბოთლი ღვინო გადატვირთა. წელს პრობლემური ბაზარი იყო რუსეთი.

 

გარდა ამისა, 2015 წელს კომპანიამ დაიწყო ყურძნის წიპწის ზეთის წარმოებაც. 2016 წლის გაზაფხულისთვის ჩვენ უკე პირველი პროდუქტი გვექნება. ეს იქნება ქართული ბაზრისთვის ახალი, გასტორონომიული ხაზი, თუმცა, მას სამედიცინო გამოყენებაც ექნება. 2016 წელს კომპანია კახეთში „შუხმან ვაინს ჯორჯიას" ტერიტორაიზე, შუხმან ვაინ სპას მშენებლობას გეგმავს".

 


ზურა რამაზაშვილი „თელავის მარანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი - „იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობა იყო რეგიონში, 2015 წელი ჩვენი კომპანიისთვის შეიძლება ითქვას არცთუ ცუდი იყო. რუსეთში და უკრაიანში არსებულმა მდგომარეობამ, საკმაოდ შეგვიმცირა ექსპორტის მაჩვენებლები, თუმცა, მოვახერხეთ და ეს წილი სხვა ბაზრებზე გადავანაწილეთ. 2015 წელს კომპანია ახალ საექსპორტო ბაზრებზეც გავიდა. კერძოდ,სამხრეთ კორეაში, უზბეკეთში, ყირგიზეთში.

 

2016 წელს კომპანია აქტიურად გააგძელებს ახალი ბაზრების ათვისებას, თუმცა, რა მაჩვენებელზე გავა, ეს დამოკიდებული იქნება მეზობელ ქვეყნებში არსებული პოლიტ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, 2016 წელს კომპანია წვეთოვანი მორწვის სისტემის დამონტაჟება იგეგმება, რაზეც 1 მილიონი დოლარის ინვესტირება განხორციელედება.აღნიშნული სისტემის მონტაჟი ყურძენს კიდევ უფრო ხარისხიანს გახდის".

 

 




დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up