რა გახდა კიტრის მოულოდნელი გაძვირების მიზეზი

რა გახდა კიტრის მოულოდნელი გაძვირების მიზეზი

access_time2021-07-20 13:00:51

საქართველოში 12–18 ივლისის კვირაში კიტრის ფასი, მოულოდნელად, პიკურ მაჩვენებლებზე ავიდა. მანამდე, მაისის მიწურულს, ამ ბოსტნეულის ფასი მკვეთრად იყო დავარდნილი. ივლისი – ღია გრუნტის სეზონია და ტრადიციულად, ფასები კლებულობს, მაგრამ გასულ კვირას სხვა ტენდენცია ვიხილეთ. ბაზრის მონაწილეები კიტრის გაძვირების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.


EastFruit–ის 8 ივლისის მონიტორინგის მონაცემების თანახმად, კიტრის საშუალო ფასმა 1,5 ლარი შეადგინა, რაც ამ პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კიტრის საბითუმო ფასი 0,3 ლარს შეადგენდა.


გაძვირების ერთ–ერთ მიზეზად გვალვა და ცხელი ამინდი სახელდება, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ქვემო ქართლში ფიქსირდება. ამან ღია გრუნტზე მოსავლიანობა შეამცირა. ქვემო ქართლში მდებარე ხილ–ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს შპს „მარნეული აგროს“ დირექტორის ვანო ცუკილაშვილის თქმით, წელს კიტრის მოსავალი 14 ჰა ფართობზე აიღო. მისი თქმით, კომპანია ადგილობრივი ფერმერებისგან არ იბარებს კიტრს, ვინაიდან ისინი შესაბამისი ჯიშის კიტრს არ რგავენ და თავად უწევს ნედლეულის მოყვანა.


ცუკილაშვილი აღნიშნავს, რომ მაღალი ფასების მიზეზი გვალვა შეიძლება იყოს, ვინაიდან ამ მიზეზის გამო თავად კომპანიამ დაგეგმილზე 30%–ით ნაკლები მოსავალი მიიღო.



„წვიმა ძალიან მნივშნელოვანია კიტრის კარგი მოსავლის მისაღებად. მხოლოდ მორწყვა საკმარისი არ არის. მშრალ და ცხელ ამინდში მყოლოდ მორწყვა სასურველ შედეგს არ იძლევა“, – ამბობს ვანო ცუკილაშვილი.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის განყოფილების ხელმძღვანელი  გერონტი სივსივაძე აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ფერმერებს კიტრისა და სხვა ბოსტნეულის წარმოება სათბურებში გადააქვთ, ვინაიდან ღია გრუნტზე მათი მოყვანა სულ უფრო რთულდება.


გასულ კვირაში ფასები ზრდის კიდევ ერთი მიზეზი, შესაძლოა, მაისის ვარდნაც იყოს, რის შემდეგაც ბევრმა ფერმერმა უარი თქვა კიტრის მოყვანაზე.


2020 წლის მონაცემებით, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა, საქართველოში კიტრის მოსავლიანობით პირველ ადგილს ქვემო ქართლი იკავებს. კიტრის მთელ წარმოებაში ამ რეგიონის წილი შარშან 42%–ს შეადგენდა. მეორე ადგილზეა კახეთი 21%–ით, ხოლო სამეულს იმერეთი 13%–ით კრავს.



თეგები:
კიტრი ფასი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up