რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კლიმატის ცვლილებამ COVID-19-ის მსგავს დაავადებათა გავრცელებაზე

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კლიმატის ცვლილებამ COVID-19-ის მსგავს დაავადებათა გავრცელებაზე

access_time2020-04-30 22:00:02

მეცნიერებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ საშუალო გლობალური ტემპერატურის მატება ავრცობს მწერების მიერ მატარებელ ისეთ დაავადებათა გეოგრაფიულ არეალს, როგორებიცაა მალარია და დენგეს ცხელება, რადგან ეს გადამტანი მწერები უფრო ფართო ზონებს ეგუებიან. ნაკლებად აშკარაა კავშირი გამთბარ პლანეტასა და ისეთ რესპირატორულ დაავადებებს შორის, როგორებიც არის გრიპი და COVID-19. თუმცა, ზოგიერთი მეცნიერი შიშობს, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება შეცვალოს ურთიერთობა ჩვენი ორგანიზმის თავდაცვის სისტემასა და ასეთ პათოგენებს შორის. ამ ცვლილებებს შორის შეიძლება იყოს მიკრობების ადაპტაცია გამთბარ მსოფლიოსთან, მასპინძელ ცხოველ ორგანიზმებთან ვირუსებისა და ბაქტერიების ურთიერთობის გზები და შესუსტებული იმუნური პასუხი.

 

იმუნური სისტემა წარმოადგენს ჩვენს ბუნებრივ თავდაცვას საზიანო სუბსტანციებისგან. როდესაც რესპირატორული პათოგენი, მაგალითად, COVID-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 სასუნთქი გზებიდან ორგანიზმში შედის, ის უჯრედების მექანიზმზე კონტროლს იღებს, აზიანებს და აკეთებინებს საკუთარ (ვირუსის) ასლებს. დაზიანებული უჯრედები ამ დროს გამოყოფენ სასიგნალო ცილას, სახელად ციტოკინს, რომელიც ორგანიზმის დანარჩენ ნაწილს ინფორმაციას გადასცემს, რათა გარედან შემოჭრილი სხეულების მიმართ ჩართოს იმუნური პასუხი.

 

ძუძუმწოვრებს განუვითარდათ კიდევ ერთი, საბაზისო თავდაცვა პათოგენების წინააღმდეგ — სხეულის ტემპერატურის მომატება მათ გარემოსთან შედარებით. ამ ცვლილების შედეგად, მრავალი მიკრობი, რომელიც უფრო ცივ გარემოს არის მორგებული, ძუძუმწოვართა თბილ სხეულს ვერ იტანს.

 

„გარემოში არსებულ მრავალ ორგანიზმს 37 გრადუს ცელსიუსზე, ანუ ადამიანის სხეულის ნორმალურ ტემპერატურაზე გადარჩენა არ შეუძლია. შესაბამისად, ჩვენი ტემპერატურა ერთგვარი თერმული ბარიერია, რომელიც მრავალი ორგანიზმისგან გვიცავს“, — ამბობს ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მოლეკულური მიკრობიოლოგისა და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი არტურო კასადევალი.

 

კლიმატის ცვლილებასთან ერთად მოსალოდნელია გარემოს ტემპერატურის მომატება, რაც პათოგენების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ჩვენს ორგანიზმს მათთან ბრძოლა უფრო გაუჭირდება. 2019 წელს ჟურნალ mBIO-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, კასადევალი და მისი კოლეგები აღწერენ პრეპარატებისადმი რეზისტენტულ სოკოს, სახელად Candida auris-ს, რომელიც ადამიანში პირველად 2009 წელს აღმოაჩინეს და გასული ათწლეულის განმავლობაში სამ სხვადასხვა კონტინენტზე გავრცელდა. მკვლევართა თქმით, მისი გამოჩენის საერთო მსაზღვრელი ტემპერატურა იყო. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს შეიძლება პირველი მაგალითი იყოს სოკოს შემთხვევაში, როდესაც ის უფრო მაღალ ტემპერატურას შეეგუა და გადალახა ადამიანის თერმული ბარიერი.

 

სოკო გამრავლებისთვის მასპინძელ ორგანიზმს არ მოითხოვს და ამ მხრივ ძალიან განსხვავდება ვირუსისგან, მაგალითად, SARS-CoV-2-ისგან. მკვლევართა აზრით, ეს ვირუსი ადამიანებში ღამურებიდან, ანუ თბილსისხლიანიდან თბილსისხლიან ორგანიზმში გადმოხტა შუამავალი ცხოველის საშუალებით. თუკი ცივსისხლიანი ქმნილება თბილ გარემოსთან შეგუებას დაიწყებს, მათ შეიძლება გამოათავისუფლონ ახალი პათოგენები, რომელთა მიმართ ადამიანს იმუნიტეტი არ ჰქონდეს.

 

„წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიო უფრო ცხელია და ხვლიკები თითქმის ჩვენნაირ ტემპერატურაზე ცხოვრებას შეეგუვნენ. ამის შემდეგ, ასეთ მაღალ ტემპერატურას შეეგუებიან მათი ვირუსებიც. ჩვენ გაგვაჩნია თავდაცვის ორი დედაბოძი — ტემპერატურა და ძალიან განვითარებული იმუნური სისტემა. გამთბარ მსოფლიოში, ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ტემპერატურის დედაბოძი, თუკი პათოგენები ჩვენის მსგავს ტემპერატურასთან ადაპტირდებიან“, — ამბობს კასადევალი.

 

ეს პრობლემა შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს იმან, რომ მსოფლიოს გათბობასთან ერთად, სახეობები ისტორიულად ცივი კლიმატის მქონე გარემოში და ზღვის დონიდან მაღლა მიემართებიან. 2017 წელს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, მეცნიერთა შეფასებით, ხმელეთის სახეობები პოლუსებისკენ ათ წელიწადში საშუალოდ 17 კილომეტრით მიემართებიან, წყლის სახეობები კი ათ წელში 72 კილომეტრით. მთელი პლანეტის მასშტაბით სახეობათა ასეთმა არევამ შეიძლება ის გამოიწვიოს, უნიკალურ დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების მასპინძელმა ცხოველებმა ბინადრობა დაიწყონ ასეთ მიკროორგანიზმთა არმქონე ცხოველების გვერდით, რაც გადადების ახალ გზას წარმოქმნის.


 

გამთბარ მსოფლიოს გავლენა ასევე ექნება ადამიანის სხვა თავდაცვით მექანიზმზეც — იმუნურ სისტემაზე. უკვე წლებია, მკვლევრები შიშობენ, რომ იმუნური სისტემა შეიძლება შეასუსტოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა ძილნაკლულობა და სტრესი. შარშან, ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, ტოკიოელმა მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ სიცხემ შეასუსტა თაგვების იმუნური პასუხი გრიპის ვირუსისადმი. ჯანმრთელი, ზრდასრული მდედრი თაგვები მკვლევრებმა გრიპის A ვირუსით დააინფიცირეს, ერთ-ერთით იმ ორი ვირუსიდან, რომელიც ადამიანებში სეზონური გრიპის ეპიდემიებს იწვევს. შვიდი დღის განმავლობაში, თაგვებს აცხოვრებდნენ სამი განსხვავებული ტემპერატურის მქონე სივრცეებში — 4, 22 და 36 გრადუს ცელსიუსზე. კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ უფრო მაღალ გარემო ტემპერატურში ბინადარი თაგვების იმუნური სისტემა ვირუსს ისე ეფექტიანად არ ებრძოდა, როგორც დანარჩენ ორ ჯგუფში.

 

როგორც მკვლევრებმა შენიშნეს, ყველაზე ცხელ ოთახში მყოფი თაგვები ცივ ოთახებში მყოფებზე ნაკლებს ჭამდნენ და პირველი 24 საათის განმავლობაში სხეულის მასის 10 პროცენტი დაკარგეს.

 

„როდესაც სიცხე აქვთ, ადამიანები ხშირად მადას კარგავენ. თუკი ვინმე ჭამას იმდენ ხანს შეწყვეტს, რომ წარმოიქმნას საკვებ ნივთიერებათა დეფიციტი, ეს იმუნურ სისტემას დაასუსტებს და ხელახლა ავად გახდომის რისკს გაზრდის“, — ამბობს კვლევის ავტორი, ტოკიოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ტაკეში იჩინოჰე.

 

როდესაც იჩინოჰემ და მისმა კოლეგა მიუ მორიაიმამ თაგვების კვების რაციონში შაქარი ან მოკლეჯაჭვიანი ცხიმის მჟავები ჩართეს (რომლებსაც ზოგადად წარმოქმნის ნაწლავის ბაქტერია), თაგვებმა ნორმალური იმუნური პასუხის გაცემა შეძლეს.

 

იელის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მედიცინისა და იმუნობიოლოგიის ლაბორატორიის ასისტენტ პროფესორი ელენ ფოქსმენი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, შეშფოთებას გამოხატავს სიცხესა და თაგვების იმუნურ პასუხს შორის დაფიქსირებული კავშირის გამო.

 

„ტემპერატურას გავლენა ჰქონდა ცხოველის ქცევაზე, რასაც ეფექტი აქვს იმუნიტეტზე. შედეგად კი თაგვებმა გრიპის ინფექციის ამ კონკრეტული ტიპის მიმართ ვერ გამოხატეს კარგი ანტივირუსული იმუნური პასუხი“, — ამბობს ფოქსმენი.

 

ამის საპირისპიროდ, ფოქსმენის მიერ 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ცივი ვირუსებისადმი შებრძოლების იმუნური პასუხების ძალიან პირველ ნაბიჯებს მაღალი ტემპერატურა აძლიერებდა, დაბალი კ თრგუნავდა.

 

ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევრებს ახლა აინტერესებთ, კვლევის ფარგლებში დაფიქსირებული შესუსტებული იმუნური პასუხი საკვებ ნივთიერებათა დეფიციტის შედეგია თუ განპირობებულია იმ ფაქტით, რომ იმუნურ სისტემას ხელი შეუშალა სიცხის მიერ შეცვლილმა გარკვეულ გენთა აქტივობამ. მათი თქმით, ამისათვის საჭიროა შემდგომი ექსპერიმენტები. მიუხედავად ამისა, კლიმატის ცვლილებამ პოტენციურად შეიძლება დააზიანოს ადამიანის იმუნური პასუხი — პირდაპირ, მაღალი ტემპერატურის გზით თუ ირიბად, საკვების გლობალურ უსაფრთხოებაზე მისი ეფექტებით, სცენარით, რომელიც კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის 2019 წლის მოხსენებაშია აღწერილი.

 

ფოქსმენი აცნობიერებს ტოკიოს უნივერსიტეტის მიერ თაგვებზე ჩატარებული კვლევის ვალიდურობას და მიიჩნევს, რომ ჯერ ნაადრევია ამ შედეგებით დავასკვნათ, რომ დათბობა ადამიანებს ვირუსული ინფექციებისადმი უფრო პირდაპირ მგრძნობიარეებს ხდის. თუმცა, ის ასევე აღიარებს, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება შეცვალოს მრავალი მასპინძელი ცხოველი, მათი აქტივობა და მათზე ადამიანთა ზემოქმედება.

 

„ვფიქრობ, კლიმატის ცვლილება ძირს უთხრის ძალიან ბევრ მახასიათებელს, ადამიანთა ქცევიდან დაწყებული, ვირუსების გადამტანი მწერებითა და ღამურებით დამთავრებული, რომლებისგანაც სათავეს იღებს COVID-19 და სხვა სასტიკ კორონავირუსები“, — ამბობს იელის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მედიცინისა და იმუნობიოლოგიის ლაბორატორიის ასისტენტ პროფესორი ელენ ფოქსმენი.

 

ასეთი დარღვევები კი შეიძლება ირიბად ცვლის ურთიერთქმედებას დაავადებებსა და ადამიანის თავდაცვას შორის იმ გზით, რომელსაც მეცნიერები ჯერ ბოლომდე ვერ იგებენ.



1tv.ge

თეგები:
COVID-19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up