რა გავლენა მოახდინა ლარის გამყარებამ საწვავის ბაზარზე  - უნდა ველოდოთ თუ არა ფასის შემცირებას

რა გავლენა მოახდინა ლარის გამყარებამ საწვავის ბაზარზე - უნდა ველოდოთ თუ არა ფასის შემცირებას

access_time2021-06-08 23:00:00

„იმ რეალური მოცემულობით, რა ფასიც იყო პლატცის და ლარის გაცვლითი კურსის მიხედვით, იყო მოლოდინი, რომ საწვავზე ფასი 5-10 თეთრით კიდევ უნდა გაზრდილიყო, ეს საკითხი თავისთავად დაიხურა“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ამ ეტაპზე არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასის შემცირება დაახლებით, 5 თეთრის ფარგლებშია მოსალოდნელი. რაც შეეხება ბრენდულს, როგორც ვანო მთვრალაშვილმა განმარტა, რაღაც ეტაპზე, როდესაც პროდუქტი ახალი ფასით, ახალი კურსით შემოვა, უკვე შემდგომ გაჩნდება იმის რესურსი, რომ საწვავის ღირებულება დაკორექტირდეს.


„მიმდინარე მონაცემებით, ნავთობის ფასი, არის ბოლო 2 წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე. აქვე მინდა გითხრათ, რომ ნავთობპროდუქტებზე პლატცის ფასები გაზრდილია, როგორც ბენზინის, ისე დიზელის ტიპის საწვავის შემთხვევაში. ანუ, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე არის გაზრდილი, პარალელურად, ლარი არის გამყარებული დოლართან მიმართებით და რა თქმა უნდა, აქ არის მნიშვნელოვანი გამყარება. აქედან გამომდინარე, რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ჩვენ, პირველი მინდა გითხრათ, რომ იმ რეალური მოცემულობით, რა ფასიც იყო პლატცის და ლარის გაცვლითი კურსის მიხედვით, თუ იყო მოლოდინი, რომ საწვავზე ფასი 5-10 თეთრით კიდევ უნდა გაზრდილიყო, ეს საკითხი თავისთავად დაიხურა. ლარის გამყარებამ პირველი პოზიტივი რაც შექმნა, ეს არის ფასების სტაბილიზაცია.


ახლა როდესაც ვსაუბრობთ ფასების შემცირების შემდგომ მოლოდინებზე, რა თქმა უნდა, კომპანიები რომლებიც ოპერირებენ, ძირითადი ნაშთები მარაგების შეძენილი იყო იმ მაღალი კურსითა და მაღალი საერთაშორისო პლატცის ფასით. ახლა ყოველი ახალი იმპორტი, რომელიც მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება, ეს არის გაზრდილი საერთაშორისო ფასით პლატცის მიხედვით და გამყარებული ლარით. ამ პირობებში დროის გარკვეულ ინტერვალში თავისთავად იქონიებს გავლენას. თუმცა, ალბათ, კითხვის ნიშანი უნდა დავსვათ, ლარი შეინარჩუნებს თუ არა პოზიციებს. იმიტომ, რომ ლარის გამყარება დოლართან მიმართებით იყო აბსოლუტურად მოულოდნელი და შეიძლება ითქვას, ასევე ბევრი სხვა ეკონომიკური ფაქტორების და მოცემულობის გათვალისწინებით, ეს ასე არ უნდა ყოფილიყო.



ამიტომ, თუ ჩვენ ამ ვითარებას რეალურად შევხედავთ, შესაძლებელი არის პირველ რიგში, არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებს ვგულისხმობ, სადღაც 5 თეთრის ფარგლებში საწვავის ფასი შეამცირონ. არაბრენდულზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ყველაზე დაბალფასიანი რეგულარი ტიპის ბენზინი, რომელიც საქართველოშია, ეს არის თურქმენული პროდუქტი. იმის გამო, რომ ჩვენთან ის არის ახალი, საკმაოდ დიდი ფასდაკლებით მოდის, განსხვავებით ევროპიდან იმპორტირებულისგან. ძალიან დიდი სხვაობაა ფასებს შორის. თურქმენული პროდუქტის იმპორტიორები ძირითადად შედიან არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებში. შესაბამისად, არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებს ამ მოცემულობის პირობებში მაქსიმუმ რაც შეუძლიათ ფასების კორექტირება გააკეთონ, ეს ალბათ, იქნება სადღაც, 5 თეთრის ფარგლებში და რა თქმა უნდა, ყველას არ ექნება ამის საშუალება და რესურსი.


რაც შეეხება ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებს, ისინი ოპერირებენ უფრო დიდი და სოლიდური ნაშთებით, მარაგებით. გარდა ამისა, ისინი მომხმარებლებს სთავაზობენ სხვადასხვა სახის ფასდაკლებებს. ამ პირობებში მათთვის უფრო რთული იქნება ფასდაკლების პროცესის დაწყება, თუმცა არც ეს არის გამორიცხული. იმიტომ, რომ ჩვენ ბაზარზე საკმაოდ მნიშვნელოვანი კონკურენცია გვაქვს.


ჩემი აზრით, რაღაც ეტაპზე, როდესაც ახალი პროდუქტი შემოვა, ახალ ფასში, ახალი კურსით მოხდება განბაჟება, უკვე შემდგომ გაჩნდება იმის რესურსი, რომ მოხდეს ფასების კლება“,- განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.


BPN.GE





თეგები:
საწვავი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up