რა გავლენა ექნებოდა „ნამახვანჰესს“ ელექტროენერგიის ტარიფებზე

რა გავლენა ექნებოდა „ნამახვანჰესს“ ელექტროენერგიის ტარიფებზე

access_time2021-09-26 10:00:49

ძალიან მალე აღმოვჩნდებით იმ მდგომარეობაში, რომ ცივ თვეებში ჩვენი ენერგომოხმარების 60-70 პროცენტი მთლიანად იქნება დაკომპენსირებული იმპორტით, რაც წარმოუდგენელია. ვერც ერთ ქვეყანას ვერ ნახავთ, რომელსაც ენერგოდამოუკიდებლობაზე პრეტენზია აქვს, რომ ასეთი სურათი იყოს, – ამის შესახებ სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი პროექტების გაჩერება, როგორიც არის „ნამახვანჰესი“ არა მხოლოდ საზიანოა ენერგოდამოუკიდებლობისთვის, არამედ საზინოა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ქვეყნის განვითარებისთვისაც.

„ჩვენ ახლა ვართ რეფორმების განხორციელების შუაში და ერთ-ერთი მიზანი ამ რეფორმების იყო, რომ მოგვეზიდა მსხვილი ინვესტორები და განგვევითარებინა გენერაციის მხარე. ქსელური ნაწილი, გინდა, გადაცემა გინდა განაწილება, ბოლო წლებში რეალურად განვითარდა, ჩაიდო მილიარდობით ლარის ინვესტიცია, თუმცა გენერაცია ჩამორჩება. მართალია, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა, თუმცა ისინი პატარებია თავისი ზომით. ზამთრის თვეებში, როდესაც ყველაზე დიდია დეფიციტი და მთლიანად იმპორტზე ვართ დამოკიდებული, ვსაუბრობ, ზოგადად ენერგიის იმპორტზე და არა მხოლოდ ელექტროენერგიის, რადგან ბუნებრივი გაზიც რაც შემოდის, ისიც ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის მოიხმარება. ამ ამოცანას კი, ეს მცირე და საშუალო ზომის ჰესები ბოლომდე ვერ პასუხობენ. ამიტომ ისეთი პროექტები შეფერხება, გაჩერება, როგორიც არის „ნამახვანჰესი“, იგივე „ხუდონჰესი“ და ასეთი ძლიერი პროექტები, ჩემი აზრით, არა მხოლოდ ზოგადად საზიანოა ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ეს ენერგეტიკას უკვე აღარ ეხება, ზოგადად ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ქვეყნის განვითარებაზე აისახება პირდაპირ“, – განაცხადა ფანგანმა.

სემეკის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელება შესაძლებლობას შექმნიდა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ან შენარჩუნებულიყო ან შემცირებულიყო.

„რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, მიუხედავად იმისა, რომ „ენკას” ჰქონდა საკმაოდ მაღალი შესყიდვის ფასზე ხელშეკრულება გაფორმებული სახელმწიფოსთან, როცა „ნამახვანჰესი“ აშენდებოდა, ეს ფასი უარყოფითად არ აისახებოდა სამომხმარებლო ტარიფზე, თუმცა ძალიან მალე, 7-10 წლის ფარგლებში, ეს აუცილებლად დაგვეხმარებოდა ჩვენ, რომ ფასები ან შეგვენარჩუნებინა, ან დაგვეწია, რადგანაც იმპორტი მუდმივად იზრდება და თან იზრდება ჩვენგან დამოუკიდებლად და ვერაფერი ამას ვერ გააკონტროლებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფული მთლიანად გადის სხვა სახელმწიფოებში, კიდევ უარესი – რუსეთი, ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია საქართველოში. პრაქტიკულად, ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტს, რაც შეიძლება არსებობდეს ვყიდულობთ რუსეთისგან, რომელიც დამერწმუნებით საქართველოსთვის არ არის სანდრო პარტნიორი და გვახსოვს არაერთი ენერგეტიკული დივერსია“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოსთვის ამ ეტაპზე რუსულ ტანკებზე უფრო დიდი საფრთხე რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებაა.  ასე ფიქრობს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავაც. მისი აზრით, ნამახვანიჰესის პროექტის შეწყვეტა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. 

შეგახსენებთ, ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს. როგორც ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ახსნილი, კომპანიამ ხელშეკრულება საკონტრაქტო პირობების დარღვევასა და დიდი ხნის ფორსმაჟორულ სიტუაციის გამო გაწყვიტა.


წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up