რა გაკეთდა ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის?

რა გაკეთდა ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის?

access_time2019-04-13 18:00:16

ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის მერმა კახა კალაძემ ღამის ეკონომიკის პროექტი დააანონსა, მის ხელმძღვანელად კი, სერგი გვარჯალაძე წარადგინა. 

კითხვაზე - რა გაკეთდა 1 წლის განმავლობაში თბილისში ღამის ცხოვრების განვითარებისთვის, გვარჯალაძე პასუხობს, რომ ეს დრო უმეტესად საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, მათგან რეკომენდაციების მიღებას და სატესტო რეჟიმში რამდენიმე პროექტის ჩაშვებას მოხმარდა. 

ერთ-ერთი ასეთი პროექტი, მისი თქმით, „ღამის ავტობუსებია“, რომელიც პარასკევს, შაბათს და კვირას „ახმეტელის“ მეტროს სადგურიდან ვარკეთილამდე მოძრაობს. 
„დრო დასჭირდა იმას, რომ მიგვეღო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ხდება ამ სფეროში. საერთაშორისო ფორუმი გავმართეთ, სადაც ამ სფეროში მოღვაწე A კლასის წარმომადგენლები ჩამოვიყვანეთ და გარკვეული რეკომენდაციები მივიღეთ. 

იცით, რომ სატესტო რეჟიმში გავუშვით ღამის ავტობუსები „ახმეტელიდან“ „ვარკეთილის“ მეტროს მიმართულებით და ამან გაამართლა. შესაძლებელია, ეს რაოდენობა ზაფხულისთვის გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ვმუშაობთ იმაზე, რომ ღონისძიებების გადატანა მოხდეს გარეუბნებში. ჩვენი ფორუმის ფარგლებშიც ღონისძიებები გადავიტანეთ 5 დეკემბრის ქუჩაზე და გარკვეულ მოლაპარაკებებზე გავედით. ფოკუსირებულები ვართ, რომ რამდენიმე ლოკაციაზე მსგავსი სივრცეები შევქმნათ. ერთ-ერთი პრინციპული რიცხვია „ღამეების რაოდენობა“ თბილისში - 2.5 ღამეა დღეს და ამ რაოდენობის გაზრდა შესაძლებელია. თბილისს სჭირდება პოზიციონირება, ბრენდინგი და ჩვენ მზად ვართ, ამაში მივიღოთ მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, საფესტივალო სივრცეები, რომელიც არ არის, გვჭირდება დარბაზები. 

გარდა ამისა, აქცენტს ვაკეთებთ კომუნიკაციაზე. აუცილებელია, დაინტერესებული მხარეები შევახვედროთ ერთმანეთს და რიგი პრობლემები ერთობლივად მოვაგვაროთ. იქნება ეს ხმაური თუ სხვა. ქალაქი ყველასთვის არის და თუ ლურჯ ფონზე ვარსკვლავებიანი დროშის პრინციპებს მივყვებით, იქ ადამიანის ჯანმრთელობა უპირველესია, ეს რთულია, მაგრამ ბიზნესის მხრიდან იდეების შეჯერება ამ გათვლებით უნდა მოხდეს. მათ ინიციატივებს ჩვენ პარლამენტამდე მივიტანთ და ვიქნებით ერთვარი მოდერატორიც და კომუნიკატორიც“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას გვარჯალაძემ. 

რაც შეეხება „ღამის ეკონომიკის“ კვლევის მომსახურების შესყიდვაზე ჩაშლილ ტენდერს, გვარჯალაძის ინფორმაციით, მიზეზი კომპეტენცია და ბიუროკრატიული ბარიერები იყო. მორიგი ტენდერი მიმდინარე თვეში გამოცხადდება.


BMG





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up