რა გააკეთოთ ? საზოგადოებრივი პარკინგები უნდა გააკეთოთ, ბატონო კახი

რა გააკეთოთ ? საზოგადოებრივი პარკინგები უნდა გააკეთოთ, ბატონო კახი

access_time2020-02-07 11:30:38

„რა გავაკეთოთ, კედლები ამოვაშენოთ, რომ ტროტუარებზე ავტომობილები არ შევიდნენ?“  - მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერი კახი კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე ტროტუარების ჩასაკეტად განკუთვნილი 32-ამდე ბოძკინტის განადგურებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.  


ერთი საკითხია, რომ მსგავსი ფაქტი ვანდალიზმის უმძიმესი გამოვლინებაა, იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის ფულით გაკეთებულ ქონებას ისევ მოქალაქეები აზიანებენ.  მეორე კი ისაა, რომ დედაქალაქში ავტომობილის გასაჩერებელი ადგილის ძებნა უკვე წლებია ცალკე დაბრკოლებაა და თავგადასავალს წააგავს, სადაც ბევრი ძებნისა თუ ლოდინის შემდეგ, ნანატრი საპარკინგე ადგილის პოვნა სამოთხეში ადგილის პოვნის ტოლფასია.


თბილისში ავტომობილების ქაოტური განლაგება, ტროტუარებზე აღმართული მანქანები და  შეწუხებული ქვეითები - ეს ის სურათია რითაც იწყება თითოეული მაცხოვრებლის დილა და სრულდება სამუშაო თუ არასამუშაო დღე.   ავტომობილების რაოდენობა იზრდება, გზების რეაბილიტაციები თვეობით გრძელდება - ყოველდღიური ცხოვრებისეული რიტმი ფერხდება იმის გამო, რომ საპარკინგე ადგილების არათუ სიმცირე, არამედ ფაქტობრივად, მათი არარსებობა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.


2018 წლის მაისში დედაქალაქის მერიამ მიწისქვეშა საპარკინგე ადგილების მშენებლობისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, თუმცა, ამ კუთხით ბიზნესის აქტივობა და დაინტერესება მინიმალური აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პროექტები, რომლის ფარგლებშიც, მუნიციპალიტეტმა განაცხადა, რომ 1 ლარად მიწის ნაკვეთები გადაეცემოდათ. როგორც ჩანს, ბიზნესჯგუფებისთვის ეს იმდენად წამგებიანი საქმეა, რომ არცერთი მათგანი არ დაინტერესდა ერთ ლარად გადაცემული მიწებით.


„ბიზნესი უნდა დავაინტერესოთ საპარკინგე ადგილებით. უცხოეთში ეს არის სერიოზული შემოსავლის წყარო და ფინანსური დანახარჯის უკუგება საკმაოდ სწრაფად ხდება. მესმის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა აქ ისეთი არ არის, რომ ერთ საათი მანქანის გაჩერებაში 20 ლარი გადაიხადოს მოქალაქემ, მაგრამ ქალაქის ჩართულობით საპარკინგე ადგილების პრობლემა ნაწილობრივ შემსუბუქდება. მე არ ვიცი, რატომ არ დაინტერესდა არავინ, მაგრამ ხელი კი არ უნდა ჩაიქნიონ, არამედ უნდა ვიფიქროთ სხვა პირობებზე, ბიზნესი უნდა დავაინტერესოთ, რომ რაღაც ფორმით ეს ინფრასტრუქტურა შეიქმნას.“  - ასე აფასებს „კომერსანტთან“ საუბრისას დედაქალაქში მანქანების სიჭარბესა და პარკინგის არარსებობის პრობლემას არასამთავრობო ორგანიზაცია   „პარტიზანი მეგზევეების“ პრეზიდენტი იმედა დვალიძე.


როგორც მან აღნიშნა, პრობლემის საწყისი წერტილი მოუწერიგებელ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელებში უნდა ვეძებოთ. იმედა დვალიძე მიიჩნევს, რომ მანქანების მოძრაობა ქალაქში უნდა შეიზღუდოს, მაგრამ ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებით უნდა დაიწყოს, რასაც შემოდგომში უნდა მოჰყვეს საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა და სისტემაში მოყვანა.


„ზოგადად,  ქალაქში არასდროს არ იქნება საკმარისი საპარკინგე ადგილი. მერიას არგუმენტად აქვს, რომ ტენდერები ცხადდება და არავინ ინტერესდება. ყოველ შემთხვევაში, პარკინგის პრობლემა გადასაწყვეტია, რათა ქალაქში ადამიანებმა ფეხით გადაადგილება შეძლონ. მაღაზიებისთვის და სავაჭრო ობიექტებისთვის პეკინის განახლების პროცესმა სერიოზული პრობლემა შექმნა,  რადგან იქ მანქანის გაჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. ფეხით მისასვლელადაც ეს ქალაქი კომფორტული არ არის - ანუ ორმხრივ პრობლემას ვაწყდებით.  რა თქმა უნდა, სჭირდება ქალაქს პარკინგები. საზღვარგარეთ მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგები მომგებიანია ბიზნესისთვის და მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ქალაქებში პარკინგის პრობლემის მოგვარებას.



ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ ტრანსპორტის სისტემა მოუგვარებელია. ასე რომ არ იყოს, ადამიანი კერძო ავტომობილს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებდა. ამ მხრივ, სწორი განვითარება იქნებოდა მეტრო და ქალაქის რაღაც მონაკვეთებში ტრამვაი. მანქანების მოძრაობა ქალაქში უნდა შეიზღუდოს, მაგრამ ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებით უნდა დაიწყოს, რომელიც ამდენი ხანია განხილვის საგანია. ავტობუსები ჩამოჰყავთ, მაგრამ ამით შვება არ უგრძვნია ქალაქს.“ - ამბობს იმედა დვალიძე.


მიუხედავად იმისა, რომ ვარკეთილსა და ვაგზლის მოედანზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობით არავინ დაინტერესდა,  ცნობილი ერთადერთი კომპანია, რომელიც მიწისქვეშა პარკინგის ინტერესთა გამოხატვის პროცესში ჩაერთო კომპანია X2-ი იყო.  ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგი, რომლის მშენებლობაც კომპანია X2-ს  2019 წლის აპრილში უნდა დაეწყო ჩაიშალა, რადგან პროექტისთვის საჭირო თანხების დახარჯვის შემდეგ მოგებაზე გასვლას, კომპანიის გათვლებით,  მინიმუმ 18 წელი უნდა დასჭირვებოდა.


მივიღეთ მონაწილეობა ინტერესთა გამოხატვაში, რაც ევროპაში მიღებული პრაქტიკაა, რომელიც  ქალაქსაც წაადგება და ბიზნესსაც. შედეგ  ჩავატარეთ გერმანულ კომპანიასთან ერთად საფუძვლიანი კვლევა როგორც კომერციული, ისე დატვირთულობის, ფასების, სამშენებლო სამუშაოების წარმოების კუთხით  და ყველა ეტაპზე მძიმე შედეგები დაგვიდეს წინ. ეს შედეგები არ ჯდებოდა არანაირ კომერციულ გათვლაში. ამ პროეტს  ბევრი დაბრკოლება ჰქონდა, მათ შორის, ეს უკავშირდებოდა  ხარჯებსაც, შესრულებასაც და მოთხოვნებსაც. ამ პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხაზე ბანკისთვის რომ მიგვემართა, დასაცინად გავიხდიდით თავს. ფაქტია, რომ კომერციული ორგანიზაციებისთვის ეს პროექტი მისაღები არ არის. თუკი მერია გადაწყვეტს ამ პროექტის განხორციელებას არა მოგების, არამედ ქალაქის განტვირთვის მიზნით, მაშინ შესრულებადია. თუმცა, დღევანდელ მოცემულობაში პროექტი სრულიად უინტერესოა, რადგან კომპანიამ ის 11 მილიონი რომ ამოიღოს, ამისთვის დაახლოებით 18-20 წელი დასჭირდება.“ - განაცხადა „კომერსანტთან“  კომპანია X2-ის  -ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ვალერიან კირკიტაძემ.


ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საინვესტიციო მოცულობა ჯამში 11 მილიონ ლარს შეადგენდა და პარკინგი მინიმუმ 180 ავტომობილს დაიტევდა. თანხა კი სრულად პროექტის განმახორციელებელ კომპანიას  X2-ს უნდა ჩაედო.


„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე  ეკა ლალიაშვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას მიიჩნევს საწყისად, თუმცა აღნიშნავს, რომ მეტი საპარკინგე ადგილი ავტომობილების მომრავლებას წაახალისებს და დღევანდელი პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც ქალაქის ავტომობილებისგან განტვირთვას გულისხმობს, მიწისქვეშა თუ მიწისზედა საპარკინგე ინფრასტრუქტურა ნაადრევია.


„ამ ქალაქში იმდენი პარკინგი ვერასდროს გაკეთდება, რომ ყველა ავტომობილი დაიტიოს. მეორეს მხრივ, თუკი ბევრი საპარკინგე ადგილი იქნება თბილისში და  განიერი გზები გაკეთდება, გაორმაგდება ავტომობილების რიცხვი. მექანიზმები ავტომობილების შემცირებისკენ უნდა მივმართოთ.  ავტომობილი შეიძლება ყველას ჰყავდეს, მაგრამ ყოველდღე ქალაქში არ იაროს. ამისთვის მთავარია გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი - თუ მე ვერ გადავაaდგილდები საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ბუნებრივია მიწევს  კერძო ტრანსპორტის გამოყენება, რომელიც მოითხოვს საპარკინგე ადგილს.


ის, რომ საპარკინგე ადგილი მცირდება ქალაქში ეს არის ქალაქის პოლიტიკა და ამის პარალელურად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი ვითარდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადაპტირება საპარკინგე ადგილების შემცირებას უნდა უსწრებდეს, რათა ადამიანებს ჰქონდეთ არჩევანი გადასხდნენ ტრანსპორტში.


პარკირების ადგილი ყველგან ვერ გაკეთდება. ვიღაც მაინც გამოჩნდება, ვინც იტყვის, რომ პარკირების ადგილი არის მოშორებით მისი დანიშნულების ადგილიდან.  ქალაქის ცენტრში ძალიან რთულია ადგილის მოპოვება, სადაც მრავალსართულიანი პარკირების ადგილები შეიძლება გაკეთდეს. თბილისში 300 000 ავტომობილია რეგისტრირებული, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დადის. ფიზიკურად არ არის იმდენი სივრცე, რომ ყველა ეს ავტომობილი დაეტიოს. ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა მოწესრიგდეს და შემდეგ გავამკაცროთ პარკირება. ცოტა დრო გვჭირდება იმისთვის, რომ გამართულად დავინახოთ ამ სისტემის ეფექტურობა.“ - აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.  


აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ცენტრში 1900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად დაიკანონა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის კომპანია „თბილისი სითიმ“  მილიონიანი ინვესტიცია უნდა ჩადოს და არანაკლებ 30-ადგილიანი ავტოსადგომი უნდა მოაწყოს. თავისუფლების მოედანზე მდებარე მიწის საბაზრო ფასი რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება.


ამ ეტაპზე უცნობია, განხორციელდა თუ არა ან რა ეტაპზეა აღნიშნული პროექტი. თბილისის მერიამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროში გადაგვამისამართა.სწორედ აღნიშნული უწყებიდან ელოდება „კომერსანტი“ ინფორმაციას, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ, 


კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტრამვაის სისტემა, ავტობუსები და მეტრო, ქალაქის ზონირება, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის კონსტრუქციები - ასე აგვარებენ პარკინგის პრობლემებს  ევროპული და მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები ეფექტური რეფორმებითა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებით. ქალაქები, სადაც მოსახლეობა ჩვენზე ბევრად მეტია და არც ავტომობილი უყვართ ქართველებზე ნაკლებად, ახერხებენ, რომ სისტემურად და რიტმულად შეერწყან ცხოვრების დინებას. შესაბამისად,ავითარებენ ინფრასტრუქტურას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up