რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და სახელმწიფომ რეალურად აბასთუმანში?

რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და სახელმწიფომ რეალურად აბასთუმანში?

access_time2022-08-24 18:00:18

აბასთუმნისადმი ინტერესი ბიძინა ივანიშვილს 2018 წლიდან გაუჩნდა, როდესაც ის დაბაში ოჯახთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. უკვე შემდგომ წელს აბასთუმანში კვლავ სტუმრობისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში“.


მალევე, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ „სანაპირო ხედი“, აბასთუმანში ყოფილი ტუბდისპანსერის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები, ასევე მიმდებარედ მდებარე ორი ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, აუქციონზე 3 540 000 ლარად შეიძინა.


შპს „სანაპირო ხედის“ 100%-ინი წილის მფლობელი, 2008 წელს ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია „ლაიმსტოუნ ფაინანს ინტერნეიშენალია“.


აუქციონის პირობების მიხედვით, ადგილზე სასტუმრო უნდა აშენებულიყო, რომელსაც ერთი ერთეული სასტუმრო დანიშნულების შენობა ან არაუმეტეს ორი ერთეული საცხოვრებელი სახლი უნდა მოეცვა.


ამ ეტაპზე, აბასთუმანში სასტუმრო Autograph Collection-ის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს. 150-ნომრიან სასტუმროში თავმოყრილი იქნება სპა, აუზი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ტერასა 360-გრადუსიანი ხედით და ა.შ. წიწვოვანი ტყით გარშემორტყმული სასტუმრო 20 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შენდება და მისი საერთო სამშენებლო ფართი 30 000 კვ.მ-ს შეადგენს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 60 მლნ ლარია და სასტუმრო 2023 წელს უნდა დასრულდეს.


რაც შეეხება ყოფილი ტუბდისპანსერის საავადმყოფოს, როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ტუბსაავადმყოფოს ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების, 100 ბენეფიციარზე გათვლილი ფილტვის ცენტრი დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრის მოშორებით აშენდა, რაშიც ფონდმა „ქართუმ“ 5.3 მლნ ლარი დახარჯა.


„ქართუს“ დაფინანსებით ასევე ამბულატორიის რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც ჯამში 655 ათასი ლარი გამოიყო.



„მინდა აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი და ვაპირებთ გავაკეთოთ ავტომობილების სადგომი“,- აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი. ამ ეტაპისთვის აბასთუმანში მხოლოდ ელექტრომობილები არ მოძრაობენ და „ფონდ „ქართუს“ არც მანქანების სადგომი აუშენებია. სამაგიეროდ, მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმნის შესასვლელში, 770-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობას აწარმოებს, სადაც 200 ერთეული ადგილი ელექტრომობილებისთვისაც არის გათვალისწინებული.


საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილი ამ ეტაპზე აბასთუმანში მხოლოდ სასტუმროს აშენებს. რაც შეეხება უკვე აშენებულ ფილტვის ცენტს, ის მის მიერვე დანგრეული ტუბდისპანსერის სანაცვლოდ ააშენა და თანაც ადგილმდებარეობა შეუცვალა, დაბიდან სამი კილომეტრის დაშორებით ააგო. ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში ერთადერთი საზოგადოებრივი კონტრიბუცია - ამბულატორიის რეაბილიტაცია, განახორციელა, რაც 655 ათასი ლარი დაუჯდა.


რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაბა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე მე-18, მე-19 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია განახორციელა, რაც ჯამში 4.1 მლნ ლარი დაჯდა (იხილეთ: სტატია).


ამ პროექტის გარდა, აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზა აღდგა. 2019 წელს შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა, ხოლო აბასთუმნის უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინებისათვის, 2020-2022 წლებში, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია და დაბის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.


რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი ტემპით მიმდინარეობს როგორც აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა, ასევე ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, შემოვლითი გზის 7 კმ-იან მონაკვეთზე 3 ახალი ხიდის მშენებლობა, მიწის სამუშაოები და საყრდენი კედლების მოწყობა მიმდინარეობს. ბაღდათი-აბასთუმნის გზის დასრულების შემდეგ კი, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობა, ნაცვლად 4 საათისა, 2.5 სთ-ში იქნება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც რეგიონებს შორის კავშირის განვითარებას, ასევე ტურისტების ნაკადების ზრდას.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დაბაში მიმდინარეობს აბასთუმნის ობსერვატორიის გუმბათის და ტელესკოპის რეაბილიტაციაა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აბასთუმნის ობსერვატორიის 1.5-მეტრიანი ტელესკოპის, მისი შესაბამისი აღჭურვილობისა და 12 მეტრის რადიუსის გუმბათის დასამზადებლად ავსტრიული კომპანია „ASA Astrosysteme GmbH“ შეარჩია. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, ავსტრიულ კომპანიას მაღალი ხარისხის ტელესკოპებისა და სამეცნიერო აღჭურვილობის დამზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის მაღალპროფესიული გუნდი ასტრონომიული კვლევისა და დაკვირვების დანადგარებს - როგორც კომერციული ორგანიზაციებისთვის, ისე წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისთვის ამზადებს. ახალი ტელესკოპისა და გუმბათის დამზადება-ინსტალაცია კომპანიამ 2024 წლისთვის უნდა დაასრულოს. პროექტი მსოფლიო ბანკის 8.6 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


შეგახსენებთ, რომ აბასთუმნის ობსერვატორია 1932 წელს ევგენი ხარაძემ დააარსა და ყოფილ საბჭოთა კავშირში ის პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო.


„ფაქტ-მეტრი“ აბასთუმანში მიმდინარე პროექტებს და განსაკუთრებით, ობსერვატორიის გუმბათის და ტელესკოპის რესტავრაცია-ინსტალაციის პროცესს, თვალს მიადევნებს და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მომავალშიც მიაწვდის.

 

წყარო: https://factcheck.ge/






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up