რა ფორმით ჩაერთვებიან კერძო სადაზღვევო კომპანიები covid 19-ის მართვაში - არდი დაზღვევა

რა ფორმით ჩაერთვებიან კერძო სადაზღვევო კომპანიები covid 19-ის მართვაში - არდი დაზღვევა

access_time2020-10-19 15:30:32

კორონავირუსის მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიები ერთვებიან. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სადაზღვევო კომპანიებთან რამდენიმე დღის წინ გამართა.


როგორც სადაზღვევო კომპანია „არდი დაზღვევის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა, კომპანია პროცესში ჩასართვად მზად არის, თუმცა სამინისტროსგან დამატებით ინსტრუქტაჟს ელოდებიან.

 

„ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრთან შეხვედრაზე სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები ვიყავით, გაგვაცნეს მონახაზი, რომელიც სადაზღვევო კომპანიებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის, დაზღვეული კოვიდინფიცირებულების დისტანციური მართვის თაობაზე, ინფორმაციის გაცვლას უკავშირდებოდა, რომ ყოფილიყო ერთიანი პროტოკოლი და ერთიანი მიდგომა. ცხადია ინიციატივა, ნორმალური და ლოგიკურიც არის. მთავარია, ჩვენ  გვქონდეს ზუსტი პროტოკოლი თუ ვინ რაზეა პასუხისმგებელი, როდის და რა ფორმით ერთვება სადაზღვევო კომპანია, როგორი არის უკუკავშირი (მათ შორის ტექნოლოგიური), რა ფორმატით და რა სიხშირით უნდა მოხდეს ინფორმაციის გაცვლა. სპეციალური დოკუმენტი მზადდება და ეს დეტალები როდესაც გახდება ცნობილი, შემდეგ ჩავერთვებით, ვნახავთ რა სიმძლავრეებია საჭირო ჩვენი მხირდან, რამდენად აუვალთ არსებულ სიმძლავრეებს, თუ საჭირო გახდება დამატება.


ზოგადი მონახაზი გაგვაცნეს, რომელზეც ცხადია ნორმალური განწყობა გვაქვს, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პროტოკოლის სახით დეტალები გვქონდეს. ამ ეტაპზე  ძალიან ზოგადი ინიციატივაა ცნობილი“, - განმარტავს მიხეილ ჯაფარიძე.



როგორც „არდი დაზღვევის“ აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, სადაზღვევო კომპანიები ვირუსის მართვაში ოჯახის ექიმების ინსტიტუტით ჩაერთვებიან. მისი თქმით, კერძო დაზღვეულების შემთხვევაში პაციენტების განაწილება-მართვას სწორედ ოჯახის ექიმი მოახდენს.


„ზოგადი შინაარსი იყო შემდეგი, რომ კერძო სადაზღვევოში დაზღვეული კოვიდინფიცირებული ადამიანის, დისტაცნიურად ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან მართვა მომხდარიყო. ყველაფერი იმ პროტოკოლით და იმ გაიდლაინით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სხვა არადაზღვეული ადამიანებისთვისაა გაკუთვნილი, ანუ ერთი და იმავე წესებით. ჩვენ ცხადია ამ კუთხით აქტივობას აქამდეც ვახორციელებდით, დაზღვეულებს ვეხმიანებით და ისედაც ვაქცევთ ყურადღებას. თუმცა, საჭიროა გაირკვას, რა პერიოდულობით უნდა შეეხმიანოს პაციენტებს ოჯახის ექიმები, რა კონკრეტული ინსტრუქცია უნდა ჰქონდეთ, როგორი უნდა იყოს უკუკავშირი ჯანდაცვის სამინისტროსგან ტექნოლოგიების კუთხით, ქოლ ცენტრის ზარის ჩაწერა უნდა მოხდეს თუ არა და ა.შ. ყველა ამ დეტალს აქვს მნიშვნელობა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება სიმძლავრეები, ამიტომ ამ ტექნიკური დოკუმენტის მოლოდინში ვართ, რომ დეტალებს  გავეცნოთ“, - აცხადებს ჯაფარიძე.


მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიების ხარჯების ზრდაზე ან სახელმწიფოს მხრიდან რაიმე დაფინანსებაზე საუბარი ნაადრევია.


„როდესაც ჩვენ გვექნება კონკრეტული დოკუმენტი და პროტოკოლი, საწყისი და ბოლო ნაბიჯი თავისი უკუკავშირით, მას შემდეგ ზუსტად შეგვეძლება ვთქვათ ეს მოითხოვს ჩვენი მხრიდან  დამატებით ხარჯებს თუ არსებული ჩვენი ინფრასტრუქტურა მარტივად გაუმკლავდება მას. ჯანდაცვის სამინისტროში დეტალებზე უკვე მუშაობენ და წესით, კვირის ბოლომდე უნდა იყოს“, - ამბობს მიხეილ ჯაფარიძე.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up