რა ფერის ავტობუსები ჩაანაცვლებს თბილისში ყვითელ ავტობუსებს? – პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

რა ფერის ავტობუსები ჩაანაცვლებს თბილისში ყვითელ ავტობუსებს? – პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

access_time2016-07-11 13:43:27

ხვალ სასტუმრო „რედისონში“ იმ ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართება, რომლებსაც მერია თბილისში სექტემბრის ბოლოს შემოიყვანს. 


ავტობუსები გერმანული კომპანიის MAN-ის მიერაა წარმოებული და უახლოეს, 2016 წლის მოდელებს წარმოადგენს. ავტობუსები იქნება 12 მეტრიანი და ადაპტირებული. 


მათ ტენდერში კონკურენციას IVECO და Solaris-ი უწევდნენ. MAN-ლიდერია ამ სეგმენტში, მისი წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.


ავტობუსების შესაძენად თბილისის მერიას დაფინანსება ევრობანკმა გამოყო. 27 მლნ ევროს ოდენობით სესხის სახით, დამატებით 7 მილიონის გრანტი EBRD-ის მართვის ქვეშ არსებულმა ფონდმა E5P გამოყო.



ფოტოზე ავტობუსების იმ მოდელს ხედავთ, რომელიც თბილისში იმოძრავებს, თუმცა რა ფერის იქნება ახალი ავტობუსები, ამას მერიაში ხვალამდე, პრეზენტაციამდე ასაიდუმლოებენ. 


სულ სექტემბრის ბოლოს თბილისში 143 ახალი ავტობუსი შემოვა. 


ისინი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე და გრძელ დისტანციებზე იმოძრავებენ. 

 

EBRD-ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად CNG ტექნოლოგიაზე მომუშავე ავტობუსები დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსებზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად გაცილებით სუფთაა, რადგან ბუნებრივი გაზი არ არის ტოქსიკური, კოროზიული, ან კანცეროგენური. არ აბინძურებს ნიადაგს, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებს. 

 



თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

რუსეთი, როგორც მთავარი კიბერგამომძალველი

რუსეთი, როგორც მთავარი კიბერგამომძალველი
access_time2021-10-16 20:00:31
დასავლეთის ქვეყნებზე განხორციელებული კიბერშეტევების დიდი ნაწილის უკან რუსეთი და მისი მეზობელი ქვეყნები დგანან - განაცხადა ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს დირექტორმა ლინდსი კემერონმა. მისი თქმით, სწორედ ონლაინგამოძალვა წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ საფრთხეს კიბერშეტევების ყველა სახეობას შორის.   „ეროვნული უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული სამუშაო და მივედით დასკვნამდე, რომ რუსეთში და მის მეზობელ ქვეყნებში ბაზირებული კიბერდამნაშავეები...

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს
access_time2021-10-16 18:00:12
პანდემიის პირველმა წელმა იტალია და, მათ შორის, ვენეცია, უცხოელი ტურისტების გარეშე დატოვა. დღეს ვიზიტორები ბრუნდებიან. რა თქმა უნდა, მასშტაბები ჯერ ისეთი არაა, როგორც 2019 წელს. უქმეებზე ვენეცია ტურისტებით სავსეა, მაგრამ სამუშაო დღეებში ქალაქში შედარებითი სიმშვიდეა. ბოლო მონაცემებით ვენეციაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელი პერიოდის 60%-ს მიაღწია, თუმცა, ვიზიტორების სტრუქტურა შეიცვალა. უცხოელების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 70%-ით შემცირდა, მაგრამ ამავე დროს იტალიელების 50%-ით...

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა
access_time2021-10-16 10:00:43
ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ახალი სახეობის გაყინული ფოთლების ჩაი უკვე გაყიდვაშია, მისი შეძენა კი მომხმარებელს გუდვილის (საბურთალოს და დიღმის) ჰიპერმარკეტებში...

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს
access_time2021-10-16 16:00:04
ქართველი დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე ავეჯის დიზაინით დაინტერესდა. როგორც სამოდელო სახლ „ავთანდილის“ დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, ის ჯერჯერობით ძიებაშია და სამომავლო გეგმებზე დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მისმა გატაცებამ მომავალში...


მსგავსი სიახლეები

up