“რა ფასადაც არ უნდა გაიყიდოს ქარის ელექტროსადგური, ყველა შემთხვევაში სახელმწიფოსთვის წაგებიანია, რადგან კარგავს გარანტირებულ შემოსავალს“

“რა ფასადაც არ უნდა გაიყიდოს ქარის ელექტროსადგური, ყველა შემთხვევაში სახელმწიფოსთვის წაგებიანია, რადგან კარგავს გარანტირებულ შემოსავალს“

access_time2019-10-10 16:30:59

სს „საქართველოს ენერგერგეტიკის განვითარების ფონდმა” და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“100%-იანი წილის პრივატიზების მიზნით საჯარო აუქციონი გამოაცხადეს. საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის საწყისი ფასი 14.25 მილიონი დოლარია. აუქციონი 2019 წლის 15 ნოემბერს გაიმართება. თავის დროზე  ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა 26 მილიონი ევრო დაჯდა. 


ენერგეტიკოსი ლადო ვახტანგაშვილი საეჭვოდ უყურებს ამ ფაქტს და აღნიშნავს, რომ ეს არალოგიკურია, მიუხედავად იმ ვალდებულებისა, რომელიც მას EBRD-ს წინაშე აქვს. გარდა ამისა, ქართლის ქარის ელექტროსადგურს, სახელმწიფო ელექტროსისტემას, საქართველოს მთავრობასა და ელექტროენერგიის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) შორის გაფორმებული მემორანდუმით ესკო იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 100%, კილოვატის დადგენილი ღირებულება 6.89 ცენტს შეადგენს. შესაბამისად, გამომუშავების აღნიშნული მოცულობის მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსისტემა ქართლის ელექტროსადგურს წლიურად 5,795,000 დოლარს, ანუ 10 წლის განმავლობაში 57,500,000 დოლარს გადაუხდის.



„როგორც ცნობილია სადგურის სამშენებლო ღირებულებამ შეადგინა 34 მილიონი დოლარი (26 მილიონი ევროს ეკვალენტი), ხოლო მისი საწყისი ფასი აუქციონზე 14 მილიონ დოლარად განისაზღვრა, ამას ემატება სესხის ვალდებულება 17 მილიონი დოლარი, რომელიც სახელმწიფოს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკიდან აქვს აღებული. თუ ჩავთვლით, რომ აუქციონის ბიჯი 150 ათასი დილარია, სრულიად შესაძლებელია ეს სადგური გაიყიდოს 15 მილიონ დოლარად. საერთო ჯამში გამოდის, რომ სადგურის მინიმალურმა გასაყიდმა ღირებულებამ შეიძლება შეადგინოს 32 მილიონი დოლარი.



აქაც რამხელა დისონანსია. სახელმწიფო ყიდის 34 მილიონიან კაპიტალს მინიმუმ 32 მილიონად, არადა მისი წლიური შემოსავალი 6 მილიონია (გაფორმებული მემორანდუმის თანახმად 10 წელიწადში 60 მილიონი დოლარი იქნება შემოსავალი). ეს იმ დროს, როდესაც სადგურის ნომინალური მუშაობის პედიოდი შეადგენს 30 წელს. აქედან გამომდინარე, მისი გასაყიდი ღირებულება გაცილებით მაღალი უნდა იყოს.



საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მემორანდუმის თანახმად, ქარის სადურის მიერ გამომუშავებული ერთი კილოვატი ელექტროენერგიის ღირებულება შეადგენს 6.89 ცენტს (ანუ 20 თეთრს), რომლის 10 წლიანი შესყიდვის ვალდებულება გააჩნია სახელმწიფოს. ანუ რა გამოდის, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელექტროენერგია თავისი წმინდა მოგებით, რომელიც გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების პირობებით აშენდა, უნდა გადავიდეს კერძო მესაკუთრის ხელში. 10 წლის შემდეგ კი გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების გასვლისას, კერძო მესაკუთრე გახდება ბაზრის თავისუფალი მოათამაშე და დამოუკიდებლად შეძლებს აღნიშნული სიმძლავრის ნებასურვილისამებრ გაყიდვას,“
- განმარტავს ლადო ვახტანგაშვილი.




საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ქართლის ქარის ელექტროსადგურის საწყისი საპრივატიზაცაიო ღირებულება, კომპანიის ვალდებულებების გათვალისწინებით, აუდიტორულმა კომპანია „ბიდიომ“ დაადგინა.



„აუქციონზე იყიდება ელექტროსადგურის 100%-წილი, მისი საბაზრო ფასი შეფასებულია აუდიტორული კომპანია „ბიდიოს“ მიერ, თუმცა კომპანიას აქვს EBRD-სგან 17,5 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი და ვინც ამ 100%-იან წილს იყიდის შესაბამისად იღებს ამ ვალდებულებასაც, ამ ყველაფრის გათვალისწინებით განისაზღვრა მისი საბაზრო ფასი. ასევე მას აქვს გარანტირებული შესყიდვა ხელშეკრულების თანახმად ,“ - განმარტა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიქოვანმა.


აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ 2017 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსა დაანონსა, რის თანახმადაც ქარის ელექტროსადგურის აქციების შეძენა ნებისმიერ მოქალაქეს და ინვესტორს შეეძლებოდათ, თუმცა ვითარება შეიცვალა და მისი 100%-იანი წილის პრივატიზების მიზნით საჯარო აუქციონი გამოცხადდა.



„სახელმწიფომ ენერგეტიკული პოლიტიკა რამდენჯერმე შეცვალა და ჩამოყალიბებული აზრი ამასთან დაკაშირებით მთავრობაში არ არსებობს. მთავრობის გაცხადებული პოლიტიკა იყო ის, რომ აღნიშნული სადგურის მფლობელი არ უნდა გამხდარიყო კერძო მესაკუთრე თუ მისი გასხვისება მოხდებოდა. ის უნდა გაყიდულიყო არაკომერციული მიზნით, რათა მოსახლეობის მეტი ჩართულობა ყოფილიო მწვანე პოლიტიკის და გლობალური დათბობის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში. ეს პირობაც დარღვეულია.
რა ფასადაც არ უნდა გაიყიდოს ქარის ელექტროსადგური, ყველა შემთხვევაში სახელმწიფოსთვის წაგებიანია, რადგან კარგავს იმ გარანტირებულ შემოსავალს, რომელიც მემორანდუმითაა განსაზღვრული.



ენგურის მიერ გამომუშავებული ერთი კილოვატი ელექტროენერგიის ღირებულება 1.818 თეთრს შეადგენს, იმ დროს როდესაც ქარის სადგურის მიერ გამომშავებული ენერგიის ღირებულება 20 თეთრია“,
- განაცხადა ენერგეტიკოსმა ლადო ვახტანგაშვილმა.



შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგურის” ქონება 11 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 6 ქარის ტურბინისგან (ტურბინის მოდელი: V117-91.5HH) შედგება, თითოეული ტურბინის სიმძლავრე 3.45-მეგავატია.



ელექტროსადგური ექსპლუატაციაში იქნა მიღებული 2016 წლის 20 დეკემბერს. 2016 წლის 10 ნოემბრიდან შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საცდელი გაშვების რეჟიმში რეგისტრირებულ იქნა სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, ხოლო 2017 წლის 27 იანვრიდან, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ დარეგისტრირდა როგორც კვალიფიციური საწარმო აღრიცხვიანობის ერთიან რეესტრში.


ნინო თამაზაშვილი





ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება
access_time2019-10-18 08:01:19
როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა. „ამ დროისთვის ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს. „ჯორჯიან მანგანეზი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და...

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...


მსგავსი სიახლეები

up