რა ფაქტორები ამყარებს ლარს?

რა ფაქტორები ამყარებს ლარს?

access_time2021-06-16 17:00:03

„საზოგადოება და ბანკების“ ერთ–ერთი დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ორგანიზაციის ვებგვერდზე ლარის კურსის დინამიკასა და მისი ცვლილებების განმაპირობებელ ფაქტორებზე ბლოგს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:


„ბოლო ერთი თვეა ქართული ეკონომიკისთვის საკმაოდ იშვიათ მოვლენას, ლარის გამყარებას ვაკვირდებით.  თითქოს დიდად არაფერი შეცვლილა, ფინანსური პრობლემებიც არ ამოწურულა, მაგრამ ის მაინც მყარდება. კარგად თუ დავუკვირდებით, ცვლილებები უკვე შესამჩნევია. მთავარი და ყველაზე მნიშნელოვანი ცვლილება პოზიტიური მოლოდინის გაჩენაა. ნელ-ნელა ვცდილობთ, გამოვიდეთ პესიმისტური გარემოდან და დავინახოთ დადებითი ტენდენციები.


17 მაისს კომენდანტის საათის 2 საათით შემცირებამ იმ დღესვე იმოქმედა სავალუტო ბაზარზე და მას შემდეგ ლარი ბოლო ერთ თვეში თითქმის 30 თეთრით გამყარდა. ამას სახმელეთო საზღვრების გახსნაც მოჰყვა. ამ ყველაფრის ეკონომიკურ ეფექტს ლარიც და ჩვენც ალბათ ოდნავ მოგვიანებით ვიგრძნობთ, თუმცა მოლოდინებმა თავის საქმე უკვე გააკეთა.



სახმელეთო საზღვრების გახსნა ყველაზე მეტად ტურიზმის ინდუსტრიას უხარია. ამ სექტორის აღდგენის იმედი იქ დასაქმებულ ადამიანებთან ერთად მთელ ქართულ ეკონომიკას აქვს. ნელ-ნელა მდგომარეობა ამ მხრივ უმჯობესდება და სხვადასხვა პროგნოზით წელს ტურიზმიდან ქვეყანაში 1-1.5 მილიარდი დოლარი შეიძლება შემოვიდეს. ეს კი დამატებით დადებითად აისახება ეკონომიკაზეც და ლარის კურსზეც.


ზოგადად ვალუტის კურსს სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების რამდენიმე გზა არსებობს: ექსპორტი, საერთაშორისო გზავნილები, ინვესტიციები, ტურიზმი, და საერთაშორისო საფინანსო კომპანიების მიერ გამოყოფილი გრანტები და სესხები. ამ მხრივ ბოლო ერთი წელია განსაკუთრებით გაგვიჭირდა, რაც ლარის კურსზეც აისახა, თუმცა ახლა ნელ-ნელა ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებას იწყებენ და იმედია, ეს ასეც გაგრძელდება. პარამეტრებთან ერთად, როგორც ვთქვით ფსიქოლოგიური ფაქტორიც მნიშნელოვანია, მოლოდინები. თუ გაუარესებულია, ლარი უფასურდება, თუ ოპტიმისტურია, მყარდება. ამ მოლოდინებზე აპრილის ეკონომიკური ზრდის მაღალმა მაჩვენებელმაც დადებითად იმოქმედა. ახლა ვაქცინაციის ტემპსაც თუ დავაჩქარებთ, ეკონომიკის აღდგენის პროცესი უფრო სწრაფად წავა.


ლარის გამყარებას, როგორც წესი, ლარში დანაზოგების ზრდაც მოჰყვება. ნდობა იმატებს ეროვნული ვალუტის მიმართ და ეს მომხმარებლების ქცევაზეც აისახება. ზოგადად დაზოგვა იმ ვალუტაში სჯობს, რაშიც შემოსავალი გაქვთ. თან ლარში ანაბრებზე საპროცენტო სარგებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე უცხოურ ვალუტაში, რაც ანეიტრალებს იმ რისკებს, რომელიც გაუფასურებას შეიძლება მოჰყვეს. ლარისადმი ნდობის ზრდას ხელს რამდენიმე ფაქტორი უწყობს. ეს არის დაბალი და სტაბილური ინფლაცია, ასევე სტაბილური გაცვლითი კურსი და რაც შეიძლება ნაკლები ეკონომიკური რყევა.


პროგნოზებს ლარის კურსთან დაკავშირებით არასდროს ვაკეთებ, ერთი შემიძლია ახლაც გითხრათ. თუ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება, ეს ლარზეც დადებითად აისახება. ეროვნული ვალუტა ჩვენი ეკონომიკის ერთგვარი თერმომეტრია, რომელიც, როგორც წესი, მის რეალურ მდგომარეობას გვაჩვენებს.ლი ფაქტორების გათვალისწინებით“.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up