რა ეტაპზეა ურეკში სასტუმრო-კომპლექსის პროექტი – კურორტის განაშენინიანების გენგეგმა მზადაა

რა ეტაპზეა ურეკში სასტუმრო-კომპლექსის პროექტი – კურორტის განაშენინიანების გენგეგმა მზადაა

person access_time2016-03-15 09:50:19

ურეკში თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსის მოსაწყობად ინვესტორ კომპანიასთან მოლაპარაკებები გრძელდება. როგორც პროექტის ერთერთი ავტორი ნიკოლოზ წიკლაური  რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, ეკონომიკის სამინისტროსთან მუშაობა დასრულდა, სამინისტროს დავალებით კერძო კომპანიამ ურეკის განაშენიანების გენ.გეგმა შეიმუშავა, რაც ინვესტორებთან მოლაპარაკების ერთ-ერთი პუნქტი იყო. ნიკოლოზ წიკლაური ამბობს, რომ მოლაპარაკებები ძალიან აქტიურად მიდის, ხდება სასტუმროს ოპერატორის შერჩევა, თუმცა კომპანიას წინასწარ დეტალებზე საუბარი არ სურს. მისივე თქმით, გარკვეული თანხები პროექტის განხორციელებისთვის უკვე დახარჯულია. ამიტომ მათი ინტერესია, სასტუმრო-კომპლექსის მოწყობა მოკლე ვადაში დაიწყოს. მშენებლობის დაწყებიდან კი  სასტუმრო კომპლექსი 2 წელიწადში გაიხსნება.


პროექტის არქიტექტორი თანამედროვე ქართველი დიზაინერი გიორგი ხმალაძეა. პროექტის დრაფტის მიხედვით სასტუმრო კომპლექსი 550-650 სტუმარზე იქნება გათვლილი, 11 ჰექტარზე უნდა განთავსდეს, შენობა 5 სართულიანია, 110 ოთახით, სამკურნალო გამაჯანსაღებელი ცენტრით, სპა, ველნესით, ფიტნეს ცენტრით, შიდა და გარე აუზებით, ბარით, რესტორნებით, 15 კერძო ვილით, საკონფერენციო დარბაზებით, კაზინოებით. ჩოგბურთის მოედნით.

.


კომპლექსთან ახლოს სტადიონის აშენება იგეგმება პროფესიონალი სპორტსმენებისთვის. აქვე იქნება საბავშვო ზონა. პროექტის ავტორებს ორი ვარიანტი აქვთ  და ინვესტიციის სახით 10-დან 55 მილიონამდეა საჭირო. თუმცა დაფინანსების ნაწილის მოზიდვას კომპანია საფინანსო ინსტიტუტებიდან გეგმავს.


სასტუმროსთვის ძირითადი სამიზნე ბაზრები თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, რუსეთი, ასევე დასავლეთი ევროპის ქვეყნებია.

 



„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up