რა ეტაპზეა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობის ნაცვლად Hilton-ის სასტუმროს მშენებლობა?

რა ეტაპზეა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობის ნაცვლად Hilton-ის სასტუმროს მშენებლობა?

access_time2018-09-10 16:00:16

თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობის ნაცვლად სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. როგორც პროექტი მფლობელი კომპანია „გრანატ -ინვესტმენტის“ წარმომადგენელი ნურიდინ შამანოვი რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს ამ ეტაპზე სასტუმროს კონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. „ გახსნის თარიღის დასახელება გამიჭირდება, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ჩვენი სურვილია, რომ 2019 წლის ბოლოს დავასრულოთ მშენებლობა,“ აცხადებს შამანოვი.


მისივე თქმით, შესაძლებელია სასტუმროს გარდა ადგილზე კაზინოც განთავსდეს.


“ საკითხი ღიაა, კაზინო იქნება ეს თუ სხვა ობიექტი ჯერ გადაწყვეტილება მიღებუილი არ არის “ განმარტავს გრანატის წარმომადგენელი


რაც შეეხება ბაზარზე არსებულ კონკურენციას, ნურიდინ შამანოვის თქმით, კონკურენცია არ არის ხელისშემშლელი და საბოლოო ჯამში მომხმარებელი დარჩება მოგებული. მისივე თქმით, ახალი ბრენდის შემოსვლა „ჰილტონის „ ოჯახში გაერთიანებას ნიშნავს, რასაც ამ ბრენდის ლოიალური პროგრამები მოჰყვება და ამ ყველაფრით სასტუმროს ვიზიტორები დარჩებიან კმაყოფილი.






თბილისში, კოსტავას ქუჩის 41-ში,ახალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას საძირკველი მიმდინარე წლის დასაწყისში ჩაეყარა. პროექტის პრეზენტაციას ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა. მაშინ ითქვა, რომ მშენებლობა 2 წელი გაგრძელდება და სასტუმრო ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა.


საინვესტიციო კომპანია “გრანატ-ინვესტმენტი“ პროექტში 45 მილიონ ევრომდე ინვესტიციას განახორციელებს. „ჰილტონ თბილისის“ მთავარი კონტრაქტორი დეველოპერული კომპანია BBC-ია, სამშენებლო პროცესს მენეჯმენტს კი ბრინატული კომპანია BHP უწევს.


სასტუმროს გარე, კონცეპტუალურ არქიტექტურაზე ბრიტანული კომპანია Reardon Smith Architects-ი, შიდა ინტერიერის დიზაინზე კი იტალიელი მაესტრო Piero LIsson-ი მუშაობდა.


ავტორი: სალომე სოსელია




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up