რა ეტაპზეა სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა?

რა ეტაპზეა სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა?

access_time2022-12-07 12:15:33

„დასკვნით ეტაპზეა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის I და IV მონაკვეთების მშენებლობა. მე-4 მონაკვეთზე, ფაქტობრივად, დასრულებულია ყველა ძირითადი სამუშაო, საფარის ჩათვლით, სადაც წლის ბოლომდე ვგეგმავთ მოძრაობის გახსნას. მაღალი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები პირველ მონაკვეთზეც, თუმცა, მთავარ გამოწვევად რჩება მდინარე რიონზე მშენებარე ხიდი. ხიდის ბურჯების დიდი ნაწილი ამოყვანილი და მომზადებულია შემდგომი სამუშაოებისათვის. კონტრაქტორი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჩართულობით, მაქსიმალურად ცდილობს გამოწვევა დროულად გადაიჭრას და შემდგომი სამუშაოებიც, ასევე მაღალი ხარისხით გაგრძელდეს,“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოების ადგილზე გაცნობის შემდეგ განაცხადა.


სამტრედია-გრიგოლეთის მეოთხე, 9.5 კილომეტრიან მონაკვეთზე უკვე დასრულებულია 2 ხიდის, 1 სატრანსპორტო კვანძის, რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მშენებლობა. უახლოეს პერიოდში დაიწყება გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოებიც.


გზის ეს მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების ხაჟალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსას გარკვეულ ნაწილს და უერთდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას. პროექტი ევროპის საინვეტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 113 მილიონი ლარია. წლის ბოლომდე, გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნება.



აქტიურად გრძელდება სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის პირველ, 11.5 კმ-იან მონაკვეთზეც, რომელიც გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს). სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მილიონი ლარით ფინანსდება.


„მთლიანობაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველი მონაკვეთის დასრულების შემდეგ, არგვეთას კვანძიდან ლანჩხუთამდე ჩვენ გვექნება 86კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალური გზა. მოძრაობა გახსნილი იქნება მე-4 მონაკვეთის 10 კმ-ზეც. სამუშაოები დარჩენილ მონაკვეთებზე კი, გამოწვევების მიუხედავად, მაღალი ტემპით გაგრძელდება,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.


სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, სადაც 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობაა მიმდინარეობს.




შენობების სეისმომედეგობა და სტანდარტები 2024 წლიდან გამკაცრდება

შენობების სეისმომედეგობა და სტანდარტები 2024 წლიდან გამკაცრდება
access_time2023-02-07 00:30:47
...

მიწისძვრის შედეგად სირიის რეგიონში 4,1 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს

მიწისძვრის შედეგად  სირიის რეგიონში 4,1 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს
access_time2023-02-06 23:55:12
ორშაბათს გაეროს ჰუმანიტარული საკითხთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) ცნობით, სირიის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონში, რომელიც ორშაბათს დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალდა,  4,1 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას...

Dell-ი 6650-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს

 Dell-ი 6650-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს
access_time2023-02-06 23:00:27
Dell-ი  თანამშრომლების 5%-ის გათავისუფლებას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას cnnbusiness ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ ხარჯების შემცირების მიზნით მიიღო. Dell დაახლოებით  133,000 ადამიანს ასაქმებს, როგორც კომპანიის  წარმომადგენელმა cnn-ს უთხრა ეს 5% იანი შემცირება იქნება რაც რაოდენობრივად 6500-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას გულისხმობს.   კომპიუტერულმა...

წინასწარი მონაცემებით თურქეთის მიწისძვრა $1 მილიარდზე მეტ ზარალს გამოიწვევს

წინასწარი მონაცემებით თურქეთის მიწისძვრა  $1 მილიარდზე მეტ ზარალს გამოიწვევს
access_time2023-02-06 21:00:48
თურქეთსა და სირიაში  ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ათასობით შენობა განადგურდა. წინასწარი მონაცემებით ზარალი  1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. - აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა reinsurancene  აქვეყნებს.   მონაცემების თანახმად, ზარალმა შესაძლოა თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე შეადგინოს.   თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრებს 1939...

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
access_time2023-02-06 19:55:44
თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით  იუწყება, მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპა. თურქეთის ქ.ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის - ო.ც.-ს დაღუპვა საელჩოს თვითმხილველმა აცნობა.   „საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან", - ნათქვამია საელჩოს...


მსგავსი სიახლეები

up