რა ეტაპზეა რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა?

რა ეტაპზეა რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა?

access_time2022-11-10 14:20:00

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა გრძელდება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


პროექტის მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.


საბაგირო გზა, სადაც 21 გონდოლა იმოძრავებს, საათში 1 200 მგზავრს მოემსახურება. გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4.07 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი - 845,55 მ იქნება. საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება და ის სამართავად, მთაწმინდის პარკს გადაეცემა.


„გვქონდა შესაძლებლობა, დაგვეთვალიერებინა საბაგირო გზის მშენებლობის სამუშაოები, რომელიც რუსთაველის გამზირსა და მთაწმინდის პარკს დააკავშირებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება და მოგვცემს შესაძლებლობას, ერთი საათის განმავლობაში, საბაგირო გზა 1 200 მგზავრს მოემსახუროს. რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკისკენ და მთაწმინდიდან რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილება ოთხი წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. სამუშაოების განხორციელებაში ჩართულია მსოფლიოში ცნობილი კომპანია „დოპელმაიერი“, რომლის აღჭურვილობაც არსებულ პროექტში იქნება გამოყენებული. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ეს იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება, რომელიც, რა თქმა უნდა, შესრულდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.



ამ ეტაპზე, დასრულებულია ზედა სადგურის ფუძისა და ტექნოლოგიური ნაწილის მოწყობის სამუშაოები; ნაწილობრივ ამოყვანილია სადგურის კედლები და კოლონები; განხორციელდა ფუნდამენტის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. ამჟამად, მიმდინარეობს რიგელების მოსაწყობად ყალიბისა და არმატურის კარკასის მომზადება.


რაც შეეხება ქვედა სადგურსა და პირველ ანძას, სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა სამშენებლო მოედანზე არსებული სამსართულიანი საცხოვრებელი შენობის, ასევე, ქვედა სადგურის მართკუთხა ნაწილისა და მისი ფუნდამენტის დემონტაჟი. ასევე, აღნიშნული საცხოვრებელი სახლისა და მეზობელი შენობის საერთო კედლის გამაგრება, სამშენებლო მოედანზე განთავსებული მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების გადატანა.


საბაგირო გზის მეორე ანძაზე, საპროექტო ანძის მიმდებარედ განხორციელდა გრუნტის გამაგრების სამუშაოები, ძველი საყრდენი ანძის ფუნდამენტის დემონტაჟი და შემკრავ კოჭზე მოეწყო ლითონის ღობე; ამასთან, დასრულებულია მესამე, მეოთხე და მეხუთე საყრდენი ანძების ფუნდამენტის, მათი ტანისა და ანკერების მოწყობა, ფუნდამენტის ჰიდროიზოლაცია.


სადგურის შენობისა და ბაქნის მოწყობა მომავალი წლის იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც, კომპანია „დოპელმაიერი“ სადგურის ტექნოლოგიური ნაწილის მონტაჟს დაიწყებს. ზედა სადგურზე დამონტაჟდება ამძრავი მექანიზმი ყველა საჭირო აგრეგატით, მოეწყობა მართვის ოთახი და პულტი, ასევე, პლატფორმა გონდოლების დამჭერი მექანიზმების რევიზიისთვის. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, სადგური გადაიხურება ლითონის კონსტრუქციით და ჩატარდება მოპირკეთების სამუშაოები.


დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ზურაბ აბაშიძე და კომპანია „დაგის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up