ხელისუფლებას პასუხი არა აქვს - რატომ გადავადდა 2022 წლამდე რაჭასთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზის მშენებლობის დასრულება

ხელისუფლებას პასუხი არა აქვს - რატომ გადავადდა 2022 წლამდე რაჭასთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზის მშენებლობის დასრულება

access_time2020-06-29 10:00:13

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დათქმულ ვადებში არ დასრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტი,რომელსაც თბილისიდან ონამდე მანძილი დაახლოებით 75 კმ-ით, ხოლო მგზავრობის დრო თითქმის 2 საათით უნდა შეემცირებინა 2022 წლამდე გადავადდა. კომერსანტის  კითხვაზე რატომ ვერ მოხერხდა დათქმულ ვადებში ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში არ გვპასუხობენ. სახელმწიფო უწყებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით მხოლოდ გზის მშენებლობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი. მათი ინფორმაციით,საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს 7 ლოტად. დღეის მდგომარეობით კი სამუშაოები აქტიურად 5 ლოტზე მიმდინარეობს:


„1. პირველი ლოტის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა შპს „სამშენებლო კომპანია მამისონი“ სამუშაოები დასრულდა 2019 წელს და ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებულია 4 247 172.08 ლარი.


2. მე-2 ლოტის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს შპს „სამშენებლო კომპანია მამისონი“ სახელშეკრულებო ღირებულებით 17 942 033.79 ლარი დღგ-ს ჩათვლით, ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებულია 10 644 342.75 ლარი, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 30 ნოემბერი.


3. მე-3 ლოტის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს შპს „ფერი“ სახელშეკრულებო ღირებულებით 20 583 370.00 ლარი დღგ-ს ჩათვლით, ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებულია 5 782 424.24 ლარი, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 25 სექტემბერი.



4. მე-4 ლოტის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს შპს „ფერი“ სახელშეკრულებო ღირებულებით 18 951 743.99 ლარი დღგ-ს ჩათვლით, ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებულია 8 913 135.52 ლარი, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 4 ივნისი.


5. მე-5 ლოტის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს შპს „NEW ROAD“ სახელშეკრულებო ღირებულებით 18 688 888.00 ლარი დღგ-ს ჩათვლით, ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებულია 1 861 086.15 ლარი, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 15 ივლისი.


6. მე-6 ლოტის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს შპს „NEW ROAD“ სახელშეკრულებო ღირებულებით 20 888 888.00 ლარი დღგ-ს ჩათვლით, ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებულია 12 926 776.04 ლარი, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 30 ნოემბერი.


7. მე-7 ლოტის სამშენებლო სამუშაოებისათვის მიმდინარეობს დოკუმენტაციის მომზადება სატენდერო პროცედურების განსახორციელებლად“, - ვკითხულობთ საქართველოს საავტომობილი გზების დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up