რა ეტაპზეა 2,5 წლის წინ გაყიდული ანანოვების სასახლის რეაბილიტაცია, რომელიც 2024 წელს უნდა დასრულდეს?

რა ეტაპზეა 2,5 წლის წინ გაყიდული ანანოვების სასახლის რეაბილიტაცია, რომელიც 2024 წელს უნდა დასრულდეს?

access_time2022-08-01 12:00:20

2020 წლის იანვარში 1 375 000 ლარად შპს „ინვესტ ჯგუფის“ მიერ საინვესტიციო ვალდებულებით შეძენილი ანანოვების სასახლის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარციხეში მეოცე საუკუნეში ფრანგი ძმების, ანანოვების მიერ აგებული ისტორიული შენობა, რომელიც ერთ დროს სამთავრობო რეზიდენციის ფუნქციასაც ასრულებდა, თითქმის 2 წელზე მეტია ელოდება გახდეს მთავრობის მიერ დაპირებული რეგიონის ტურისტული ცენტრი.


ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელიწად-ნახევარის შემდეგ „კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ისტორიულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც 2024 წელს უკვე დასრულებული უნდა იყოს. „ინვესტ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა დავით კობახიძემ მედიაჰოლდინგთან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.


„უახლოეს მომავალში გვექნება სიახლეები და აუცილებლად გაგაცნობთ. სამუშაოების მიმართულებით ადგილზე ამჟამად კვლავ გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს მხოლოდ“,  აღნიშნა დავით კობახიძემ.


აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მაისში გამოთხოვილი ინფორმაციით, რომელიც საინვესტიციო ვალდებულებით გასხვისებული ქონების მონიტორინგს ახორციელებს, ირკვევა, რომ „ინვესტ ჯგუფი“ გადაცემულ უძრავ ქონებაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობის მოვლა-პატრონობის ვალდებულებას ასრულებს. ამ ეტაპზე, გასუფთავდა გარე ტერიტორია ნაგვისგან და ეკალ-ბარდებისგან. უწყების ინფორმაციით, ორ წელიწად-ნახევარია რაც გარე ტერიტორიის მოწესრიგების და ხე-მცენარეების შეწამვლის სამუშაოები მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, 2020 წელს ლანდშაფტურ და სხვა სამუშაოებზე დაახლოებით 100 000 ლარი დაიხარჯა და კომპანიის დაწყებული აქვს მუშაობა ტურისტული ცენტრის კონცეპტის დამუშავებაზე, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან.



„გაცნობებთ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება დასტურდება ვალდებულებების შესრულების ვადის ამოწურვის შემდგომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე. გაცნობებთ, რომ მიმდინარე ეტაპზე ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის ვადა არ დამდგარა“, - აცხადებენ უწყებაში.


საპრივატიზებო პირობის მიხედვით არაუგვიანეს 2024 წლის 26 თებერვლისა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ტურისტული ცენტრის შექმნა, ფუნქციონირების დაწყება და 4 000 000 ლარის ინვესტირება. ტურისტული ცენტრი უნდა მოიცავდეს ალკოჰოლური სასმელების საჩვენებელ/საგამოფენო სივრცეს, რეკრეაციულ სივრცეს/მრავალწლიან ნარგავებს, სპორტულ მოედანს და 6–ნომრიან სასტუმროს.


აუქციონის პირობების მიხედვით ტურისტული ცენტრი შექმნიდან 10 წლის განმავლობაში უნდა ფუნქციონირებდეს. ტურისტული ცენტრის შექმნიდან 2 თვის ვადაში, 2 წლის ვადით ცენტრში არანაკლებ 20 ადამიანი უნდა დასაქმდეს. 26.02.2035 წლამდე არ განახორციელოს უძრავ ქონებაზე საცხოვრებელი სახლ(ებ)ის მშენებლობა და ასევე, უძრავ ქონებაზე არსებული შენობების საცხოვრებელი მიზნებისათვის გამოყენება.


შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 77,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ისტორიული ნაგებობა ბიზნესმენების ძმები დუგლაძეების საკუთრებაში გადავიდა. სამეწარმეო რეესტრში დუგლაძეების სახელი არ ფიქსირდება. დოკუმენტებში შპს „ინვესტ ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი ნინო ლორთქიფანიძეა, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ის არის ბიზნესმენ დუგლაძეებთან დაკავშირებული. თუმცა, კომპანიის დირექტორი დავით კობახიძე „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ შპს „ინვესტ ჯგუფი“ დამოუკიდებელი კომპანიაა და ის არანაირ კავშირში არ არის არც ერთ სხვა ბიზნეს ჯგუფთან, მათ შორის, არც დუგლაძეების ღვინის კომპანიასთან.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up