რა ერქმევა ზვიად ციკოლიას ახალ საათს, რომელიც საქართველოში აეწყობა

რა ერქმევა ზვიად ციკოლიას ახალ საათს, რომელიც საქართველოში აეწყობა

access_time2020-06-22 11:20:36

"მხოლოდ 100 ცალი იქნება აწყობილი საქართველოში" - ამ ტექსტით რამდენიმე დღის წინ დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ თავის ფეისბუკგვერდზე პირველი ქართული­ საათის ფოტო გაავრცელა.პირველ საათს, რომელიც საქართველოში აეწყობა, მისი მეუღლის სახელი ერქმევა.


მარინა ხორავა 23 წელია, ციკოლიას მუზაა, დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული იდეის განხორციელება კი დიზაინერმა კარანტინში გადაწყვიტა. საქართველოში შექმნილი პირველი საათი ჩვენი ისტორიის ახალი ფურცელი და ხმამაღალი განაცხადია.


როგორ იქმნებოდა "მარინა" და რა არის ციკოლია-ხორავას წყვილის სიყვარულის საიდუმლო, დიზაინერი მარინა ხორავა გვიპასუხებს:


საათების ქართველი მეფე



საათი სპონტანურად შეიქმნა, თუმცა­ იდეა არსებობდა. ზვიადმა ზუსტად არ იცოდა, რას ერქმეოდა "მარინა" - იახტას, თვითმფრინავს თუ საათს, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო მისი ბრენდის ახალი ხაზი. კარანტინის პერიოდში გადაწყვიტა, საათით დაეწყო და გააკეთა კიდეც "მარინა". ვერ აღვწერ, ეს როგორი ემოციაა! ჯერ არც მაქვს გათავისებული. მგონია, რომ მე არ მეხება, ჩემს თავს არ ხდება... ეიფორიაში ვარ... ზვიადს ყოველთვის აქვს დაუჯერებელი იდეები. ახალ საათს შვეიცარიული ან იაპონური ძლიერი მექანიზმი ექნება, თუმცა აეწყობა საქართველოში. "მარინა" იქნება პირველი ქართული საათი და ეს ფაქტი ჩემს ამბიციას სცდება.


კარანტინის ბოლო დღეებში სახლში­ ვართ და ზვიადი მეკითხება: დიზაინი როგორია? რა შევცვალო?" - თან საათს მაჩვენებს. ასეთ კითხვებს მიჩვეული ვარ. მე, როგორც დიზაინერს, ყოველთვის მთხოვს პროფესიონალურ რჩევებს, ამიტომ მნიშვნელოვან ამბად არც ახლა ჩამითვლია - გვერდით მივუჯექი და საათი რომ ვნახე, არაფრის შესწორება არ უნდოდა, ფერიც ძალიან მომეწონა. ცოტა ხომ არ გავაღიავოო, მკითხა, მაგრამ უარი ვუთხარი, თუმცა არ ვიცოდი, რომ საქმე "მარინას" ეხებოდა - სახელი არ ეწერა. როცა წარწერაც ვნახე, კარგა ხანს ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მარინა მე ვარ! მისი საათების წინა მოდელებისგან სრულიად განსხვავებულია და ზუსტად ის ფერებია, მე რომ მიყვარს - მუქი ზღვისფერი. მარინა იტალიური სახელია და ზღვას, ზღვის ქალს ნიშნავს. სამაჯურიც ლურჯი ტონალობისაა.


ზვიადი ერთი პატარა ქვეყნიდან შეეჯიბრა საათების მეფეს - შვეიცარიულ საათს და გამოუვიდა კიდეც - მსოფლიოში­ ცნობილი ბრენდების საათების გვერდით "ციკოლიას" აწყობენ და იყიდება მთელ მსოფლიოში - იაპონიაში, ამერიკაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, აფრიკაში... ამბობდა, ავსტრალიაში არ იყიდებაო და უკვე იქაც არის...


23 წელი, როგორც 23 წუთი...


23 წლის წინ, 2 აგვისტოს გავიცანით ერთმანეთი. მაშინ მე ჩემი წარმოება მქონდა და ავიაკომპანია Aირ Gეორგია-ს დირექტორს უნდოდა, ბორტგამცილებლის ფორმის შეკვეთებთან დაკავშირებით გვესაუბრა. შეხვედრაზე მივედი და იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. ზუსტად მახსოვს, სად იჯდა, რა ეცვა... ასევე ახსოვს თვითონაც... გაცნობიდან სამ თვეში ცოლად გავყევი. რატომ ასე მალე? შევატყვე, რომ ძალიან ერთგულია, მხოლოდ ცოლის კი არა, ყველას ერთგული. ეს კი არა, მარკეტში რომ შევა და მომსახურება მოეწონება, წლობით ივლის იქ. მე ჩემი პროფესიული გამოცდილება უკვე მქონდა - აკადემია დავამთავრე, უცხოეთში ვიყავი სასწავლებლად, ჩემი წარმოება მქონდა... ცხოვრების მეგზურად ავარჩიე ადამიანი, რომელსაც დღეს ყველა იცნობთ - ძლიერი, ჭკვიანი, მშრომელი და ერთგული! ოჯახისთვის ბევრი რამ დავთმე. არაფრის დათმობა არ დამიგეგმავს, მაგრამ როცა ოჯახი და წარმოება აღმოჩნდა გვერდიგვერდ, ოჯახმა გადაწონა.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up