რა ემუქრება საქართველოს ანაკლიის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში

რა ემუქრება საქართველოს ანაკლიის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში

access_time2019-08-22 20:00:35

ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ, აშშ-ის კიდევ ერთი ირიბი გაფრთხილება საქართველოს - აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ საქართველო კვაზი-სუვერენული სახელმწიფოა.

 

ბრაიზას ამ განცხადებას „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ, როგორც აშშ-სთვის, ასევე საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება და დროა მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.

 

„მეთიუ ბრაიზას ეს განცხადება საკმაოდ მნიშველოვანია; შესაძლოა ზედმეტად გაბუქებული იყოს, რადგან საქართველო, როგორც სახელმწიფო, მეტ-ნაკლებად უკვე შემდგარია, თუმცა, მან შესაძლოა იგულისხმა, რომ საქართველოს განვითარებისა და მომავლისთვის, ეს პროექტი საკმაოდ მნიშვენლოვანია, თუნდაც იმისათვის, რომ რეალურად ის დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს, რომელსაც ექნება გარკვეული როლი მსოფლიო პოლიტიკაში, რაც ჰაბის პროექტს, რომელზეც ქართული ელიტა დიდი ხანია საუბრობს და ზოგადად, ასეთი ტიპის პროექტებს ეყრდნობა.

 

„ამ განცხადებით იკვეთება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები საქართველოსთვის. ბრაიზამ ასევე აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, როგორც ეკონომიკისთვის, ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროთათვის, - განაცხადა კაკაჩიამ.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან ამერიკული „კონტი ჯგუფი გავიდა. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ პროექტის განხორციელების საკითხი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამერიკული კომპანიის შესაბამისი ინვესტორით ჩანაცვლებას მოითხოვს.

 

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუკი ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა? არის თუ არა მოსალოდნელი, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა გარკვეულწილად შეიცვალოს?

 

კორნელი კაკაჩია თვლის, რომ ეს გარკვეულ გავლენას ვერ იქონიებს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე. იმ შემთხვევაში, თუკი პროექტის რეალიზება არ მოხდა, მისი თქმით, აშშ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მაინც დარჩება.

 

„არა მგონია, რომ ურთიერთობა შეიცვალოს. აშშ მხარს უჭერს საქართველოს, მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს იქიდან გამომდინარე, რომ ეს მის ეროვნულ ინტერესებში შედის. ეს პორტი შედგება თუ არა, საბოლოოდ მაინც ქართული მხარის გადასაწყვეტია, თუმცა, ინტერესი აშშ-ს მხრიდან, რომ ასეთი პორტი იყოს, არსებობს, რაც მრავალჯერ გამოიხატა და სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს განცხადებაშიც საკმაოდ მკაფიოდ ჩანდა.

 

„ბუნებრივია, თუ ასეთი პროექტი იქნება, აშშ-სთვის ეს საინტერესოა, ისევე, როგორც საქართველოსთვის, მაგრამ თუკი ეს პროექტი არ შედგა, ამის გამო არ მგონია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუარესდეს.

 

„ფაქტია, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს ეს პროექტი აინტერესებს და გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებსაც პასუხობს, ბუნებრივია, ამ თემასთან დაკავშირებით, სასურველია ერთიანი და შეჯერებული პოზიცია ორივე მხარე ჰქონდეს, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

 

შეგახსენებთ, მეთიუ ბრაიზამ IWPR-სთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ საქართველო კვაზი-სუვერენული სახელმწიფოა.

 

ბრაიზას შეფასებით, ანაკლიის პორტს საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს: „თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოს ნამდვილი კი არა, ეფემერული დამოუკიდებლობა აქვს, რომ თქვენ კვაზი-სუვერენული სახელმწიფო ხართ. ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა.

 

„ანაკლიის პორტი სტრატეგიული თვალაზრისით, საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობისაა. ის საქართველოსთვის წარმოადგენს მთელი მსოფლიოდან ფართომასშტაბიანი გადაზიდვების განხორციელებაზე პირდაპირი წვდომის საშუალებას. პორტი მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

 

„მაგალითად, აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში სხვადასხვა მასალების, საკვებისა და სხვა სამხედრო ტვირთის მისაწოდებლად შესაძლოა, განიხილონ ანაკლიის პორტის გამოყენება, ნაცვლად თურქული პორტისა, როგორიცაა მერსინი.

 

„ასე რომ, გაცილებით მეტი ბიზნესი იქნება, გაცილებით მეტი ეკონომიკური აქტივობა, რაც გააძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან.

 

პორტი ასევე ჩამოაყალიბებს საქართველოს, როგორც გლობალურ სავაჭრო ჰაბს, რაც შესანიშნავი იქნება მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისა და ზოგადი უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით, - განაცხადა ბრაიზამ.

 

წყარო: რეზონანსი





იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up