რა ელის მსოფლიო ეკონომიკას 2019 წელს?

რა ელის მსოფლიო ეკონომიკას 2019 წელს?

access_time2019-01-10 20:30:16


მსოფლიო ეკონომიკას ზრდა 2019 წელს შენელდება 3%-დან (6 თვის წინანდელი პროგნოზი) 2.9%-მდე, 2020 წელს კი  - 2,8%-მდე - ასეთია მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგები.


რუსეთის ეკონომიკა გაიზრდება 1,5%-ით, მაშინ როდესაც წინა პროგნოზის მიხედვით მოსალოდნელი იყო ზრდა 1,8%-ის დონეზე.


ვარდნა შეეხება ყველა გლობალურ ბაზრებს - განვითარებულსაც და განვითარებადსაც.


„ნედლეულის ექსპორტიორი ქვეყნების ეკონომიკების ზრდა იქნება მოსალოდნელზე დაბალი, ნედლეულის იმპორტიორ ქვეყნებში კი შენელდება. სიტუაციის გაუარესების რისკები საკმაოდ მაღალია,“ - ნათქვამია მსოფლიო ბანკის დასკვნაში.



სხვებზე მაღალი  ეკონომიკური ზრდა იქნება აზიის ქვეყნებში - საშუალოდ 7,1% ყოველწლიურად - 2019-2021 წლებში. ჩინეთის ეკონომიკა გაიზრდება 6,2%-ით, ბანგლადეშის 7%-ით, ინდოეთის - 5,2%-ით.


თუმცა, ეს, შედარებით მაღალი ციფრები, მაინც წარმოადგენს ზრდის შენელებას - გამონაკლისი იქნება მხოლოდ ინდოეთი, რომლის ეკონომიკაც უახლოესი 3 წლის მანძილზე გაიზრდება 7,5%-ით - ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი მსოფლიოში.


აღსანიშნავია, რომ გასული 3 წლის მანძილზე ამ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მერყეობდა 6,7%-7,3%-ის ფარგლებში.


აშშ-ის ეკონომიკური ზრდა ასევე შემცირდება 2018 წლის 2,9%-თან შედარებით - 2019 წელს ის იქნება 2,5%, შემდეგ კი, 2020-ში -  1,7%-მდე.


ევროზონის ეკონომიკა, რომელიც 2018 წელს გაიზარდა 1,8%-ით, ხოლო 2017-ში 2,4%-ით, 2019-დან გადავა სტაგნაციის სტადიაში და გაიზრდება წლიურად მხოლოდ 1,3 – 1,6%-ით - მიიჩნევენ მსოფლიო ბანკში.


ყველაზე დიდი ვარდნა ელის თურქეთს - 2017 წელს ამ ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდა 7,4%, 2019-ში კი მოსალოდნელია მხოლოდ 1,6% - თვლიან მსოფლიო ბანკის ექსპერტები.


rbc






"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით“

access_time2019-01-21 19:30:29
"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, საპენსიო რეფორმა ამ ქვეყნისთვის, ანუ ადამიანებისთვის დამაზიანებელი იქნება," — წერს სიციალურ ქსელში  "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე და იქვე მიზეზებს განმარტავს: არსებობს 2 ვარიანტი: ა) საპენსიო რეფორმა შემდეგი ათწლეულები უპრობლემოდ მუშაობს შემოთავაზებული სქემით ბ) არსებული...

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს
access_time2019-01-21 20:30:29
2016 წლის მარტში, ილონ მასკი ლოს-ანჯელესის გარეუბანში Tesla-ს ერთ-ერთ სალონში მივიდა. ეს იყო იმ დღეს, როდესაც კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალ მოდელზე - Model 3-ზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ბრენდის პირველი ნაბიჯი მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ტოპ მენეჯერები მარჩიელობდნენ შეკვეთების შესაძლო რაოდენობაზე და ელოდნენ დაახლოებით 50 000-ს, რაც იქნებოდა რეკორდი ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის. თუმცა, რეალობამ გადააჭარბა...

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“
access_time2019-01-21 17:10:48
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს. კახა ბექაური იმედს იტოვებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ....

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს
access_time2019-01-21 16:00:10
პანორამა თბილისის ფარგლებში თაინვესტირების ფონდი „ცეკავშირის“ ყოფილ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2019 წლის ბოლოს დაასრულებს. როგორც „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ფართების გაქირავება-გაყიდვის პროცესი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შენობის ქვედა სართულზე რამდენიმე ფართის გაყიდვა-გაქირავებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ფართების მფლობელები კერძო პირები არიან, ვინც ჯერ კიდევ „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შენობის შეძენამდე...

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების  ახალ პროექტს იწყებს
access_time2019-01-21 18:15:28
,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“კომპანიის დირექტორმა, თათია არაბიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ,,ბლაუენშტაინ საქართველოში“ პარტნიორ ფერმერთა პროექტი გაზაფხულიდან განახლებული პირობებით გაგრძელდება და მასში ფერმერის თანამონაწილეობაც იგულისხმება. პროექტი გულისხმობს არსებული საქონლის ჯიშის გაუმჯობესებას და მასში ფერმერი დაახლოებით, 50%-იანი თანამონაწილეობით შევა,...


მსგავსი სიახლეები

up