რა ელის ლარს საგარეო ვალის გასტუმრებისა და არჩევნების შემდეგ

რა ელის ლარს საგარეო ვალის გასტუმრებისა და არჩევნების შემდეგ

access_time2021-09-07 13:00:35

სექტემბერში საგარეო ვალდებულებების გასტუმრების დრო დგება, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში გააქტიურებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც ემატება. ორივე მათგანი შეიძლება ლარის კურსზე უარყოფითად აისახოს. წინა წლებში არჩევნების შემდეგ, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ლარი, როგორც წესი, უფასურდებოდა. ეროვნული ბანკის მიერ $120 მლნ-ის გაყიდვის მიუხედავად, გასული წლის სექტემბერში ლარი დოლართან მიმართებაში 22 თეთრით 3.07-დან 3.29-მდე გაუფასურდა, არჩევნების შემდეგ 1 კვირაში კი 17 თეთრით.


მესამე კვარტალში მთლიანად, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორს, $1.075 მლრდ აქვს გადასახდელი, მათ შორის $128 მლნ პირდაპირ მთავრობას და $375 მლნ კომერციულ ბანკებს.  აღნიშნული თანხა ჯამში მეორე კვარტლის მაჩვენებელზე მთელი $800 მლნ-ით ნაკლებია, მაგრამ ასევე სექტემბერში წინასაარჩევნო პერიოდში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხარჯების ზრდაა მოსალოდნელი. სავალუტო აუქციონებითა თუ მონეტარული პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტებით სებ–ი, სავარაუდოდ, კურსის შეკავებას შეეცდება. კურსის ხელოვნურად დაჭერის შემთხვევაში შედეგები თავს არჩევნების შემდეგ იჩენს. გასული წლის ოქტომბერში სებ–მა სავალუტო აუქციონზე $200 მლნ გაყიდა. არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს, დოლარი 3.23 ღირდა, 6 ნოემბერს უკვე 3.40.


2020 გამონაკლისი არ ყოფილა. 2018 საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, 28 ოქტომბერს, კურსი 2.70-ს შეადგენდა, 11 ნოემბერს, 2.77-ს, 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნების დღეს დოლარი 2.49 ღირდა, 1-ელ ნოემბერს - 2.61. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არჩევნების შემდეგ სწრაფ ვარდნას კურსის კორექტირება მოსდევდა ხოლმე და ის მცირედით ისევ მყარდებოდა. საბოლოოდ რამდენიმე კვირაში ახალი წონასწორობის წერტილი დგინდებოდა. არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი გავლენას საბოლოო კურსზე ვერ ახდენდა, თუმცა დროის გარკვეულ მონაკვეთში მას ხელოვნურად აკავებდა.


2020 წლამდე შემოდგომის პერიოდში კურსზე დამატებით ზეწოლას შემცირებული ტურიზმი და შედეგად უცხოური ვალუტის შემცირებული შემოდინებაც ახდენდა. 2020 წელს ტურიზმი საერთოდ ჩავარდა, ბოლო თვეებში 300-400 პროცენტიანი ზრდის მიუხედავად, ტურისტების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მეოთხედზე ნაკლებია, რაც ლარზე დადებით გავლენას ვეღარ მოახდენს.



გასული წლის იანვარ-აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა $330 მლნ გაყიდა, წელს იმავე პერიოდში 18%-ით ნაკლები - $270 მლნ. შარშან ბოლო 4 თვეში სებ–მა ბაზარს დამატებით 15 ინტერვენციის შედეგად $540 მლნ მიაწოდა. რას იზამს წელს რეგულატორი, უცნობია.ფაქტია, რომ კურსის და უფრო მეტად კი ინფლაციის შესაკავებლად რეფინანსირების განაკვეთს ზრდის. შარშან ის 9%-დან 8%-მდე შემცირდა, წელს კი პირიქით – 8%-დან 10%-მდე გაიზარდა, რითაც 124 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა და რამაც თავის მხრივ ახალ სესხებზეც შეამცირა მოთხოვნა. იმ ადამიანებს, რომლებმაც იპოთეკური სესხი 2019 წლის დასაწყისში აიღეს, საპროცენტო ხარჯი 3.5%-ით გაეზარდათ.


2020 წელს ლარი 14%-ით გაუფასურდა. ის, რომ წლის ბოლოს კურსი 3.27 იყო და არა 3.87 ან 4.27, ძირითადად საგარეო ვალების ხარჯზე მოხერხდა – ეროვნულ ბანკს რეზერვების შემცირების გარეშე $870 მლნ–ის გაყიდვის შესაძლებლობა მიეცა.


კურსის ფორმირებაზე გავლენას სხვა მაკროეკონომიკური ფაქტორებიც ახდენს. 7 თვეში ექსპორტი $0.5 მლრდ-ით $2.276 მლრდ–მდე გაიზარდა, მაგრამ იმავე პერიოდში იმპორტი კიდევ უფრო მეტად – $840 მლნ-ით, რამაც, საბოლოო ჯამში, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $340 მლნ–ით გაზარდა. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჯერჯერობით მხოლოდ პირველი კვარტლის შედეგებია ცნობილი, რაც $40 მლნ-იან კლებას ასახავს. გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც, თუმცა მეორე კვარტლის სტატისტიკა 6 სექტემბრის მდგომარეობით ისევ უცნობია. $335 მლნ-ით – $1.291 მლრდ-მდე გაზრდილია ფულადი გზავნილებიც.


კურსის გამყარება, ან რაიმე ნიშნულზე გაჩერება ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობა არ არის. მისი ფუნქცია ფასების სტაბილურობაა. კურსის ვარდნა ინფლაციაზე ახდენს გავლენას, მაგრამ არა პირდაპირპროპორციულად. 2015 წელს, როდესაც ლარი 27%-ით გაუფასურდა, ინფლაცია 4%-ს უდრიდა. წელს ლარი 5%-ით გამყარდა, ინფლაცია კი 10 წლიან რეკორდს აღწევს და 12.8%-ს შეადგენს. 2012-2021 წლებში დოლარი 87%-ით გაძვირდა, ზოგადად ფასები - 48%-ით. როდესაც 2021 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლად 3% განისაზღვრა, რომელიც აპრილში 6.5%-მდე დაკორექტირდა. მიმდინარე ინფლაცია თავდაპირველ სამიზნე მაჩვენებელს 4-ჯერ და კორექტირებულს 2-ჯერ აჭარბებს.


2013-2020 წლებში 2017 ერთადერთი იყო, როდესაც წლის ბოლო დოლარი უფრო იაფი ღირდა, ვიდრე წლის დასაწყისში. ჯერჯერობით იმავეს 2021 წელიც იმეორებს, მაგრამ წინ კიდევ 4 თვეა. იმავე 2017 წლის ბოლო 4 თვეში ლარი 14 თეთრით გაუფასურდა, 2020 წლის ბოლო 4 თვეში 19 თეთრით და 2016 წლის ბოლო 4 თვეში 35 თეთრით.  

 

გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up