რა ელის აბასთუმნის ობსერვატორიას?

რა ელის აბასთუმნის ობსერვატორიას?

access_time2019-10-19 18:00:40

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყოფა და განათლების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (სსიპ) ჩამოყალიბდება. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც 30 სექტემბერს გამოიცა და ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ობსერვატორია განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაექვემდებარება. გადაწყვეტილება ძალაში დადგენილების გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

 

ამ თემაზე ვრცლად ვესაუბრეთ ილიას უნივერსიტეტის პროფესორს და აბასთუმნის ობსერვატორიის მკვლევარს - გია ჯავახიშვილს.

 

დადგენილების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე იცოდით თუ არა რომ მთავრობა მსგავს ცვლილებას გეგმავდა?

 

ერთი კვირით ადრე ეს ამბავი დირექტორს აცნობეს და მისგან გავიგე. როგორც ვიცი, საუბარი შედგა მინისტრის მოადგილეს, ილიას რექტორსა და ობსერვატორიის დირექტორს შორის. სიმართლე გითხრათ, მეგონა რომ ეს გაწელილი პროცესი იქნებოდა და ცვლილება ასე მალე არ განხორციელდებოდა.

 

მანამდე ობსერვატორიის თანამშრომლებთან კონსულტაციები არ ყოფილა?

 

დირექტორთან რამდენად გაიარეს კონსულტაცია ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ თანამშრომლებს არავინ გასაუბრებია.

 

არის საუბარი, რომ ილიას უნივერსიტეტს აბასთუმნის ობსერვატორიასთან კვლავ ექნება კავშირი. რას იტყვით ამის შესახებ?

 


ჩვენი მოთხოვნაა, რომ სამინისტრომ უზრუნველყოს სწავლების პროცესი. 2007 წელს ჩვენ მივუერთდით ილიას უნივერსიტეტს. მანამდე, როცა ობსერვატორია დამოუკიდებელი იყო,  ერთი თვე ვიყავი დირექტორი და უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ სიტუაცია განსხვავებული იყო მანამ სანამ ჩვენ ვიყავით დამოუკიდებლები და მას შემდეგ, რაც ილიას უნივერსიტეტს შევუერთდით. შეერთებამდე ჩვენ მოსწავლეები არ გვყოლია. ჩვენ, პრაქტიკულად, 90-იანი წლების შემდეგ ახალი თანამშრომელი არ მიგვიღია. სხვა სასწავლებლებში ასტრონომია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, არც ისწავლებოდა. ჩვენი ილიას უნივერსიტეტთან გაერთიანებისას ასტრონომიის სწავლება თსუ-შიც აღარ მიმდინარეობდა. მიერთების შემდეგ ჩვენ ილიაში აღვადგინეთ სწავლება და დღეს უკვე 20-მდე მაგისტრანტ-დოქტორანტი ახალგაზრდა გვყავს და ისინი ჩვენი თანამშრომლებიც ხდებიან.

 

ილიას უნივერსიტეტთან შეერთება ბევრ რამეში დაგვეხმარა. 2007 წლამდე 20 წლის მანძილზე ობსერვატორიაში ქვა ქვაზე არ დადებულა, არაფერი გაკეთებულა. ილიამ გამოყო საკმაოდ სოლიდური თანხა და 14 შენობის რესტავრაცია შევძელით. ვაპირებდით კიდევ სხვა შენობების განახლებასაც, მაგრამ აგვისტოს ომი დაგვემთხვა, ტექნიკური პრობლემები შეგვექმნა და გავჩერდით. დღესდღეობით მსოფლიო ბანკის თაოსნობით მიმდინარეობს რამდენიმე შენობის და გზის რესტავრაცია.

 

ბუღალტერიის და შესყიდვების პასუხისმგებლობა მოხსნილი გქვონდა და ილიას გავლით ვაკეთებდით. დაცვის ნახევარი თანხის გადახდასაც ისინი უზრუნველყოფენ. თუ ამ ყველაფრის საკუთარ თავზე აღება ობსერვატორიას მოუწევს, ვფიქრობ, დიდად კარგი არ იქნება.

 

თქვენი აზრით, რატომ გადაწყდა ობსერვატორიის ილიას უნივერსიტეტისგან გამოყოფა?

 

არ ვიცი. და უნდა ვთქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ვარ. 2013 წელს ერთხელ, დროებით, უკვე გამოეყო ობსერვატორია უნივერსიტეტს, რასაც ცუდი შედეგები მოჰყვა. 8 თვის განმავლობაში დენის ფულის გადახდის საშუალებაც არ გვქონდა. ეს რისკები შეიძლება ახლაც არსებობდეს. ვფიქრობ, სანამ რამის გადაწყვეტას დავაპირებთ მანამდე კარგად უნდა გავიაზროთ ამან რა შედეგები შეიძლება მოიტანოს. ჩვენ უნდა გვქონდეს იმის გარანტია, რომ არ შეწყდება სწავლა და მეცნიერული მუშაობა.

 

არსებობს თუ არა ობსერვატორიის განვითარების გრძელვადიანი გეგმა?

 

კონკრეტულად ასეთი გრძელვადიანი გეგმა არ ყოფილა. გეგმა იყო ის, რომ გვინდოდა ახალი ტელესკოპი. ამაში კი უნდა ჩართულიყო სახელმწიფო, რადგან ამხელა თანხები უნივერსიტეტს არ ექნებოდა. მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ობესრვატორია მუდმივად ახლდებოდა. მაგალითად ვიყიდეთ პატარა ტელესკოპი, რომელსაც სასწავლო და კვლევითი მიზნით ვიყენებდით. ჩვენ ვცდილობთ, რომ სტუდენტები მუდმივად ჩართულნი იყვნენ პრაქტიკულ სამუშაოებში.

 

საინტერესოა, გარდა სწავლებისა და სამეცნიერო კვლევებისა კიდევ რა ღონისძიებები ტარდება ობსერვატორიაში?

 

წლევანდელი მონაცემები არ მაქვს, მაგრამ შარშან დაახლოებით 10-15 ათასი კაცი ესტუმრა ობსერვატორიას. ექსკურსიები ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა მიხვდება თუ ეს დაწესებულება რამხელა მნიშვნელობისაა. სამწუხაროა, რომ ბევრმა არ იცის, რომ ასტრონომიის განხრით დასაქმება არა მხოლოდ ნასაში, არამედ ჩვენთანაცაა შესაძლებელი.

 

ბოლო პერიოდია ვრცელდება ინფორმაცია აბასთუმანში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ. ეს ხომ არ შეუქმნის საფრთხეს ობსერვატორიას?

 

საბედნიეროდ ობსერვატორია არის დასახლებიდან 300 მეტრით ზემოთ და ამ მხრივ საფრთხე დიდად არ გვემუქრება, მაგრამ ფრთხილად მაინც უნდა ვიყოთ. სინათლის დაბინძურების შემცირებაზე თითოეულ ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ.


„ლიბერალი“

თეგები:
აბასთუმანი



საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები
access_time2021-06-14 15:30:31
„კავკასიის ავტოიმპორტი“, „ბეთლაივი“, „ავიატორი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, ეს იმ კომპანიების ნაწილია, რომელთაც 2021 წლის I კვარტალში ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდათ.   „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ტოპ-10 კომპანიის შესახებ:   შპს კავკასიის ავტოიმპორტი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up