მარიხუანას კულტივაციის ეკონომიკური სარგებელი -  ტოპ მწარმოებელ ქვეყნების სიაში აშშ, მაროკო და ავღანეთი ლიდერობს

მარიხუანას კულტივაციის ეკონომიკური სარგებელი - ტოპ მწარმოებელ ქვეყნების სიაში აშშ, მაროკო და ავღანეთი ლიდერობს

access_time2018-09-11 20:00:17


მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის შემდეგ, მთავრობამ საქართველოში მარიხუანას წარმოების ნების დართვაც გადაწყვიტა, რაც კანაფის ექსპორტზე გატანასა და ეკონომიკური სარგებლის მიღებას ითვალისწინებს.


ცნობილია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მარიხუანას წარმოებას ნებადართულს გახდის, მთავრობის სხდომაზე, სავარაუდოდ, ახლო მომავალში გავა. ინიციატივის კანონმდებლობაში ასახვამდე საინტერესოა, თუ რომელი ქვეყნები არიან მარიხუანას უმსხვილესი ექსპორტიორები მსოფლიოში და რა ეკონომიკურ სარგებელთან არის აღნიშნული დაკავშირებული.


დიდ ბრიტანეთში მარიხუანას მოხმარება არალეგალურია, თუმცა სამედიცინო მოხმარების კუთხით მისი მოხმარება ბრიტანეთში აქტუალურად იქცა. ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭოს (INCB) ცნობით, დიდ ბრიტანეთში 2016 წელს სამეცნიერო და სამედიცინო დანიშნულებით, 95 ტონა მარიხუანა იქნა მოყვანილი და აქედან დიდმა ბრიტანეთმა ექსპორტზე 2.1 ტონა გაიტანა, რაც საერთო ბაზრის 70%-ს შეადგენდა. მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნებს შორის გაერო ასევე სლოვაკეთს, გერმანიას, შვეიცარიას, იტალიასა და სხვა სახელმწიფოებს გამოყოფს.



საერთაშორისო ორგანიზაციის, Health Poverty Action-ის კვლევის თანახმად, მარიხუანას ლეგალიზაცია დიდ ბრიტანეთს ყოველწლიურად £1-£3.5 მილიარდს მოუტანს. ამისი ერთ-ერთი დასტურია გამოკითხვა, რომელიც ცხადყოფს, რომ მარიხუანაზე მოთხოვნა ბრიტანეთში საკმაოდ მაღალია - ბრიტანელების 47% მარიხუანას გაყიდვას ლიცენზირებულ მაღაზიებში ითხოვს. ასევე აღსანიშნავია, რომ კანაფის ლეგალიზაციით დიდი ბრიტანეთი ყოველწლიურად £291 მილიონს დაზოგავს, რომელიც მარიხუანას კულტივაციის დევნისთვის და პატიმრების შენახვისთვის გამოიყენება.


ყოველწლირად გაერო ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს, რომლის ერთ-ერთ ნაწილს მარიხუანას კულტივაციაც წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ კანაფი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში არალეგალურია, რთულია ზუსტად განსაზღვრა, თუ რომელი ქვეყნები წარმოადგენენ ლიდერებს აღნიშნული მიმართულებით.


გაეროს მონაცემებით, მარიხუანას ტოპ მწარმოებელ ქვეყნების სიაში აშშ ლიდერობს. სიაში ასევე გვხვდებიან მაროკო, ავღანეთი, მექსიკა და სხვ. გაეროს თანახმად, მარიხუანას გაყიდვების მხრივ აშშ-ს ყველაზე დიდი შემოსავალი აქვს: აშშ-ის 9 შტატში კანაფის მოყვანა და მოხმარება, როგორც სამედიცინო, ასევე პირადი მოხმარების სურვილით, ლეგალურია (ალიასკა, კალიფორნია, კოლორადო, მეინი, მასაჩუსეტსი, ნევადა, ორეგონი, ვერმონტი და ვაშინგტონი).


Wall Street-ის ერთ-ერთი ანალიტიკოსი თავის ანგარიშში წერს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ლეგალური მარიხუანას ბაზარი აშშ-ში 17%-ით, $47 მილიარდამდე გაიზრდება და მძიმე ალკოჰოლის ინდუსტრიას დაეწევა ($58 მილიარდი). პირველ პოზიციას ლუდის ინდუსტრია ($117 მლრდ.) იკავებს, ხოლო შემდეგ პოზიციებზე სიგარეტისა ($77 მლრდ.) და ღვინის ($65 მლრდ.) ინდუსტრიები იკავებენ.


გუგა როგავა






რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: „ქართული ოცნება“ მოსახლეობას გაყალბებული რიცხვებით „აბოლებს“

რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: „ქართული ოცნება“  მოსახლეობას გაყალბებული რიცხვებით „აბოლებს“
person access_time2018-09-25 22:05:20
პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რომან გოცირიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წელთან შედარებით ქვეყანაში სიღარიბე შემცირებულია, სიცრუეა. „კობახიძემ განაცხადა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2012 წელს 3 500 აშშ დოლარი იყო, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი 4500 დოლარამდე გაიზარდა. ეს ტყუილია,...

ირაკლი კობახიძის სიმართლე სიღარიბეზე: სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წლიდან დღემდე 7%-ით შემცირდა

ირაკლი კობახიძის სიმართლე სიღარიბეზე: სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წლიდან დღემდე 7%-ით შემცირდა
person access_time2018-09-25 21:42:46
Unicef-ის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 69% ღარიბია, 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასს მხოლოდ 7% წარმოადგენს.  ...

Unisef-ი: 2017 წელს მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს - ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია რა არის საერთო მაჩვენებელი

Unisef-ი: 2017 წელს მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს - ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია რა არის საერთო მაჩვენებელი
person access_time2018-09-25 21:27:42
  Unisef-ის კვლევის მიხევდით, საქართველოში უკიდურესი სიღარიბის მქონე პენსიონერთა და ბავშვთა რაოდენობა გაზრდილია. კერძოდ,  2013 წელს საქართველოში მოსახლეობის 3.9 % ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში, 2015 წელს კი მათი რაოდეონა შემცირდა. მაჩვენებელმა 2.1 % შეადგინა, თუმცა 2017 წელს უკვე მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რექაცია“...

2018 წლის 10 ყველაზე მომგებიანი და 10 ყველაზე ზარალიანი ინვესტიცია

2018 წლის 10 ყველაზე მომგებიანი და 10 ყველაზე ზარალიანი ინვესტიცია
person access_time2018-09-25 20:00:26
2018 წელს უმსხვილესი ამერიკული კომპანიებისთვის ყველაზე მომგებიანი იყო ინვესტიციები ფილმების ონლაინ-სერვისებში და სერიალში Netflix-ში - ასეთ დასკვნას აკეთებს MarketWatch -ს. წლის დასაწყისიდან ონლაინ-კინოთეატრის აქციები გაძვირდა 91%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტორებმა გააორმაგეს მათი დაბანდებები. ყველაზე მომგებიანი კომპანიების სამეულში 2018 წელს შევიდნენ ასევე ავტოსათადარიგო ნაწილების მაღაზიების ქსელი Advance Auto Parts და მექსიკური...

Instagram-ს დამფუძნებლები ტოვებენ

Instagram-ს დამფუძნებლები ტოვებენ
person access_time2018-09-25 18:14:53
8 წლის წინ კევინ სისტრომმა და მაიკ კრიგერმა შექმნეს კომპანია, რომელსაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს. კომპანიამ დაფუძნებიდან 2 წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწია და 2012 წელს Instagram-ი facebook-მა $1 მილიარდად შეიძინა. ახლა კი, სისტრომმა და კრიგერმა კომპანიის დატოვება გადაწყვიტეს - ისინი დღემდე Instagram-ის გენერალური დირექტორისა და მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერის პოსტებს იკავებენ. ჩვენ გვჭირდება ყურადღების სხვა რამეზე გადატანა,...


მსგავსი სიახლეები

up