რა ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი აქვს აღმაშენებლის ქუჩას -

რა ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი აქვს აღმაშენებლის ქუჩას - "ლელოს" ხედვა

access_time2021-09-26 16:47:13

"ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ჟღენტმა მოსახლეობასთან ერთად ახალი აღმაშენებლის განვითარების გეგმაზე ისაუბრეს. 

"ლელოს" ხედვის თანახმად, აღმაშენებლის ქუჩა უნდა გადაიქცეს ტურისტულ სივრცედ, სადაც ადგილობრივი მეწარმეები საკუთარ პროდუქტის რეალიზაციას შეძლებენ. 
კონცეფცია, ტურიზმის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის დასაქმებას ითვალისწინებს. 


ბიბილაშვილის თქმით, ხედვა რომელიც "ლელოს" აღმაშენებლის ქუჩასთან დაკავშირებით აქვს, ჯანსაღი ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს, რომელიც ქალაქის ინტერესების თანხვედრით განვითარდება.

"არჩევნებამდე მოვედით და რეალურ საჭიროებებზე კონცენტრირება ჯერაც არ ხდება. "ლელოს" გუნდი ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ ადამიანებამდე სათქმელი მივიტანოთ. ერთ-ერთი ასეთი ხედვა ამ ქუჩასაც უკავშირდება, რომელიც ემსახურება ტურიზმისა და მცირე ბიზნესის განვითარებას. ხოლო თუ ტურიზმის მდგრადობა გვინდა ქალაქმა უნდა უზრუნველყოს ხარისხი, რასაც ახლა ამ კონცეფციაში ხედავთ. სამწუხაროდ, ამ და ბევრ ტურისტულ სივრცეში ხარისხი არ გვაქვს, რომ ტურისტი განმეორებით შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. "ლელოს" აქვს ხედვა, თუ როგორ განვავითაროთ და ხელი შევუწყოთ ქართული ნაწარმის განვითარებას, რომელიც მოიზიდავს ტურისტს. ამ ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი, რომელსაც უნდა სწორად ათვისება,"- ანა ბიბილაშვილი. 


ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა ჟღენტმა, აღმაშენებლის ქუჩის კონცეფცია დეტალურად გააცნო მოსახლეობას და აღნიშნა, რომ  პროექტის განვითარების ოთხი წლის თავზე მერია მინიმალური დანახარჯით მაქსიმალურ შემოსავლებს მოუტანს მეწარმეებსა და ქალაქს. 

"ლელოს" აქვს ქალაქის განვითარების კონცეფცია. ერთ-ერთი უკავშირდება ახალი აღმაშენებლის განვითარებას ეხება, არის ნამდვილად აუცილებელი. გვინდა აქედან დავიწყოთ ცვლილებები და მოიცვას რაიონი. ჩვენი კონცეფცია განსხვავდება იმ ხედვებისგან რაც აქვს დღევანდელ ხელისუფლებას. გვინდა დავეხმაროთ იმ ადამიანებსაც ვისაც აქ არსებული ფართები საკუთრებაში აქვთ და აქირავებენ, ასევე დავეხმაროთ ადამიანებს ვინც საქართველოში აწარმოებს ბიზნესს. საქართველოდან 2019 წელს ტურისტულმა ნაკადმა გაუტანა 101 მლნ. დოლარის პროდუქცია, რომელიც აქ არის შექმნილი. აქედან გამომდინარე უნდა ავიღოთ ევროპის ქალაქების მაგალითი და შევქმნათ ქართული ინდუსტრიისთვის ერთი ქუჩა სადაც ეს ყველაფერი ერთდროულად განთავსდება და იქნება კერძო ბიზნესისა და სახელმწიფოს კოოპერაციის გზით.  
ჩვენი ხედვა კი მდგომარეობს შემდეგში, თბილისის მერიამ ოთხი წლის ვადით უნდა იქირაოს, ახალ აღმაშენებელზე არსებული მაღაზიები მოსახლეობისგან, პირველ წელს 100%, მეორე წელს 75% მესამე წელს 50% უნდა დაფაროს მერიამ ხარჯები და მომდევნო წლებს მოსახლეობა დაფარავს და შემდეგ წლებში კერძო ბიზნესი თავისი სახსრებით დაფარავს ხარჯებს. ოთხი წლის შემდეგ ეს იქნება ყველაზე პოპულარული ადგილი როცა კერძო ბიზნესი თავად შეძლებს ობიექტით ბიზნესის შენახვას. ეს იქნება გენიალური მაგალითი და საშუალება მეწარმეებისთვის, სადაც არ დაზარალდებიან არც გამქირავებლები. ეს პროექტი ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ 2,5 მლნ. დოლარი დაჯდება, რასაც დღეს ჩვენი ხელისუფლება გაუგებარ ხარჯებში ატარებს
"- ამბობს კახა ჟღენტი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up