რა ეღირება საათობრივი პარკინგი თბილისში

რა ეღირება საათობრივი პარკინგი თბილისში

access_time2019-06-12 21:30:34

ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ვინც კოტე აფხაზის ქუჩაზე, ან მიმდებარე ქუჩაზე ცხოვრობს და ჰყავს ავტომობილი, მათთვის პარკირება იქნება უფასო. ასევე, პარკირება უფასო იქნება შშმ პირთათვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილების მფლობელთათვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში მიმდინარე მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


კახა კალაძემ კოტე აფხაზისა და მიმდებარე ტერიტორიებზე პირველი აგვისტოდან განსახორციელებელ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარდა მოწესრიგებული პარკირების სისტემისა, აღნიშნულ ტერიტორიებზე იმოძრავებს ახალი MAN- ის ტიპის ავტობუსები, რათა მოძრაობა უფრო მოწესრიგებული და კომფორტული იყოს მოსახლეობისათვის.


„1-ელი აგვისტოდან შედის ძალაში საპილოტე პროექტის განხორციელება - ყოფილი ლესელიძის და აბანოთუბნის მიმდებარე ქუჩებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა არის. ყველაფერი დალაგებული და გადაწყვეტილია. ტარიფები უკვე დამტკიცებულია საკრებულოს მიერ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის მოსახლეობის ინფორმირება. მინდა, ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ დავამყაროთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან ამ რეფორმასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ განვათავსებთ სპეციალურ ჯიხურებს იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა მივიდეს, დასვას შეკითხვები და მიიღოს სრული ინფორმაცია ამ პარკირებასთან დაკავშირებით.


ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ვინც კოტე აფხაზის ქუჩაზე, ან მიმდებარე ქუჩებზე ცხოვრობს და ჰყავს ავტომობილი, მათთვის პარკირება იქნება უფასო. ისინი არ გადაიხდიან არაფერს. ასევე ელექტრომობილების მფლობელებისთვის პარკირება იქნება უფასო. შშმ პირთათვის იქნება განსაზღვრული სპეციალური ადგილები, რომლებიც იქნება ასევე უფასო. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის იქნება უფასო ადგილები“ - განაცხადა კახა კალაძემ.



მერმა ტარიფებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზონები A,B,C კატეგორიებად იქნება დაყოფილი და თითოეულს თავისი ფასი ექნება.


„პირველ აგვისტომდე ფასიან პარკირების ზონებზე შესაბამისი მონიშვნები დაიხაზება, განთავსდება საგზაო ნიშნებიც. ფასიანი პარკირება A,B,C კატეგორიებად იქნება დაყოფილი. საფასური A ზონაში 1 საათი - 1 ლარი; B ზონაში - 2 ლარი; C ზონაში - 3 ლარი.


ამ ქუჩაზე ჩვენ დავამატეთ ახალი ,,MAN”- ის ტიპის ავტობუსები, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდეს და გადაადგილება იყოს მოსახლეობისათვის უპრობლემო“ , - განაცხადა კახა კალაძემ.


bpn.ge





კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...

„ქვეყანას დასჭირდება დახმარება უცხოეთიდან, ამის გარეშე ამ პრობლემებს ვერ მოვერევით“

„ქვეყანას დასჭირდება დახმარება უცხოეთიდან, ამის გარეშე ამ პრობლემებს ვერ მოვერევით“
access_time2020-04-05 14:00:43
„ქვეყანას დასჭირდება დახმარება უცხოეთიდან, ამის გარეშე ამ პრობლემებს ვერ მოვერევით“ - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს
access_time2020-04-04 16:25:37
...

კორონავირუსის გადამტანი ყოველი მე-4 ადამიანი სავარაუდოდ ასიმპტომურია — ყველაფერი, რაც ამ საკითხზე ცნობილია

კორონავირუსის გადამტანი ყოველი მე-4 ადამიანი სავარაუდოდ ასიმპტომურია — ყველაფერი, რაც ამ საკითხზე ცნობილია
access_time2020-04-05 12:30:58
კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს თითქმის მესამედი კარანტინშია; ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა იძულებული გახდა, სოციალური დისტანცირებისათვის სხვადასხვა ზომები მიეღო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ COVID-19 ხშირად აშკარა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. „გადადების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის...


მსგავსი სიახლეები

up