რა ძირითადი ფაქტორები ახდენს გავლენას ბინის ფასებზე?

რა ძირითადი ფაქტორები ახდენს გავლენას ბინის ფასებზე?

access_time2021-06-14 15:24:13

სახლის შეძენამდე დიდი დაფიქრებაა საჭირო. დამღლელი ძებნის პროცესში, შესაძლოა ისეთი წვრილმანი გამოგრჩეთ, რაც დროთა განმავლობაში პრობლემად იქცევა და დისკომფორტს შეგიქმნით. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ბინის ფასზე ახდენს ზემოქმედებას, თუმცა ხანდახან ღირს მეტის გადახდა მხოლოდ და არამარტო იმაში, რომ ცხოვრება სასურველ უბანში გაატაროთ, გქონდეთ ახლომახლო რეკრეაციული ზონა, აუზი, ფიტნესცენტრი და.ა.შ

მართალია, უძრავი ქონების ფასზე ბევრი სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგრამ ჩვენ ძირითად საკითხებს განვიხილავთ.

ადგილმდებარეობა

გვინდა თუ არ გვინდა, თბილისი და არა მარტო თბილისი, იყოფა პრესტიჟულ და ნაკლებ პოპულარულ უბნებად თუ გარე უბნებად. უძრავი ქონების ფასიც ტერიტორიის პრესტიჟულობის პირდაპირპროპორციულად იცვლება. ბუნებრივია, ქალაქის ცენტრში, ახალ საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს არამხოლოდ საცხოვრებელ გარემოს, არამედ ბიზნეს ცენტრს, გასართობ ლაუნჯებს, სპორტდარბაზებსა და აუზებს, ბინას უფრო მაღალი ღირებულება აქვს, ვიდრე გარე უბანში არსებულ ახალაშენებულ კორპუსში. მოკლედ, რომ ვთქვათ, ადგილმდებარეობა პირველი და უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც განსაზღვრავს უძრავი ქონების ფასს.

ინფრასტრუქტურ

როცა მაძიებელი ყიდულობს ქონებას აუცილებლად ინტერესდება იმ გარემოთი, სადაც მოუწევს ცხოვრების გაგრძელება. დაცული და სუფთა  სადარბაზო, კომფორტული ლიფტი, პარკინგი  - ეს ის მახასიათებლებია, რომელიც თითქოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კორპუსს, მაგრამ ხანდახან ხდება ისეც, რომ საპარკინგე ადგილი პრობლემაა და ცალკე უწევს დაინტერესებულ პირს მისი ყიდვა, რაც ფასს მაღალა სწევს.


დიდი კომფორტია, როცა სახლთან ახლოს გაქვს აუზი, სპორტდარბაზი, მაღაზიები საშოპინგოდ, ან მინიმუმ სურსათისთვის, ეს უკანასკნელი სასურველი კი არა, აუცილებელია, მის გარეშე დღესდღეობით თითქმის წარმოუდგენელია ცხოვრება. ქალაქში სადაც, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალ ნიშნულს აღწევს, რეკრეაციულ ზონებსა და საბავშვო მოედნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სუფთა ჰაერის გამო, ბოლო წლებში ბევრმა ცენტრალურ უბნებს თბილსის შემოგარენში არჩია ცხოვრება, რათა სიმწვანეში და სუფთა გარემოში გაეზარდა შვილები. აქედან გამომდინარე, ამ საკითხს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ღირებულების ერთ-ერთი განმსაზღვრელია.

მშენებლობის ხარისხი

ნუ გაგიკვირდებათ, თუ ენერგოეფექტურ, მაღალი ხარისხის მასალებით აშენებულ კორპუსში არსებულ ბინას, უფრო მაღალი ფასი ექნება იმავე უბანში არსებულ მშენებლობებთან შედარებით. ეს ის საკითხია, რომელშიც თანხის დაზოგვა დანაშაულის ტოლფასია. ენერგოეფექტურ ბინაში ცხოვრებით, მომხმარებლები ნაკლებ ენერგიას ხარჯავენ, კომუნალური გადასახადები თითქმის 40%-ით მცირდება და საცხოვრებელი გარემოც უფრო ჯანსაღი ხდება. ამიტომ ჯობს თავიდან არ დაინანოთ თანხა, შემდეგ კი შეღავათი გექნებათ კომუნალური გადასახედებში.

ბინის მდგომარეობა

ფასზე ასევე გავლენას ახდენს ბინის მდგომარეობა, თუ რა პოზიციაში გბარდებათ საცხოვრებელი - შავი კარკასი, თეთრი თუ მწვანე. შავი კარკასი ბუნებრივია უფრო იაფია, სამაგიეროდ, თქვენ გიწევთ სამშენებლო სამუშაოების ჩატარება თავიდან ბოლომდე, თეთრი კარკასის შემთხვევაში  - ფასი მაღალა იწევს, თუმცა ძირითადი სამუშაოები ჩატარებულია, თქვენ ინტერიერზე უნდა იზრუნოთ, მწვანე კარკასი ყველაზე უფრო მაღალფასიანია, სამაგიეროდ, სახლში მხოლოდ ავეჯი და სამოსი უნდა შეიტანოთ, სიამოვნებასთან ერთად ეს დიდი კომფორტია.

უძრავი ქონების ბაზარი ყოველმხრივ მრავალფეროვანია, მთავარია სურვილი და მონდომება. თუ ბინის ყიდვა Area.ge -ს დახმარებით გადაწყვიტეთ, დარწმუნებული იყავით, რომ აუცილებლად იპოვით თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ საცხოვრებელს, რადგან არეა არის უძრავი ქონების პლატფორმა, როგორც ქონების მაძიებლებისთვის, ასევე გაყიდვით დაინტერესებული პირებისა და დეველოპერული სექტორისთვის. „ჩაუჯექი“ არეას და სულ მალე იპოვი შენი ოცნების ბინას.



თეგები:
ბინა ფასი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up