„რა დროს ეკონომიკაა, ხალხი იხოცება! ნახე რა ხდება იტალიაში“-ზურაბ ჯაფარიძე

„რა დროს ეკონომიკაა, ხალხი იხოცება! ნახე რა ხდება იტალიაში“-ზურაბ ჯაფარიძე

access_time2020-04-22 16:41:51

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „სიცოცხლე vs ეკონომიკა

რა დროს ეკონომიკაა, ხალხი იხოცება! ნახე რა ხდება იტალიაში!


როგორ შეიძლება ეკონომიკაზე ლაპარაკი, როგორ შეიძლება ასეთი არაჰუმანური იყო, ხალხი კვდება, ხალხი!


ნახავდით/მოისმენდით ამ ან მსგავს ფრაზებს კორონას პანდემიასთან და თითქოს მის შესაკავებლად შემოღებულ ძალადობრივ წესრიგთან მიმართებაში. ასეთი ფრაზებით სინამდვილეში თქვენს ემოციებზე თამაშობენ - იყენებენ თქვენს ნაკლებ ინფორმირებულობას და გიბიძგებენ მათთვის სასურველი პოლიტიკის მხარდაჭერისკენ

‘აგდება’ ჰქვია ამას - გაგდებენ

არ არსებობს არანაირი არჩევანი სიცოცხლესა და ეკონომიკას შორის

რეალურად სასწორის ორივე პინაზე სიცოცხლე დევს

უბრალოდ ერთ პინას ვხედავთ - ვირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვს ყოველდღე გვთხრიან თვალებში, რეანიმაციაში სასუნთქ აპარატზე მიერთებული პაციენტების კადრების თანხლებით


მეორე პინას უმრავლესობა ვერ ხედავს


მეორე პინაზე დევს სიცოცხლეები, რომლებიც დროზე ადრე შეწყდება:

- შიმშილის გამო


- საკვების უკმარისობის და ამით გამოწვეული დაავადებების გამო

- ბანძი ხარისხის საკვების რეგულარული მიღების და აქედან გამომდინარე დაავადებების გამო

- ჯანდაცვის მომსახურების შესაძენი ფულის არ ქონის გამო

- წამლების ფულის არ ქონის გამო

- ნერვიულობის, სტრესის, აქედან გამომდინარე ჯანმრთელობის პრობლემების გამო

- რისკიანი შრომის პირობების გამო

- დაბინძურებული ჰაერის და აქედან გამომდინარე ჯანმრთელობის პრობლემების გამო

- განათლების დაბალი ხარისხის, აქედან გამომდინარე ცხოვრების დაბალი დონის გამო

- სიღარიბეში დიდხანს დარჩენის გამო - სიღარიბე განაპირობებს ყოველივე ამას

და ა.შ. და ა.შ. გაგრძელება და ლოგიკური ჯაჭვების გაბმა სიღარიბიდან სიკვდილამდე უსასრულოდ შეიძლება

სიცოცხლეა ორივე მხარეს


ადამიანი რომელიც აყენებს საკითხს თითქოს არჩევანია გასაკეთებელი ვირუსისგან გადარჩენილ სიცოცხლესა და რაღაც სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანს შორის, კარგ შემთხვევაში ვერ ერკვევა საკითხში რადგან ამაზე სერიოზულად არასოდეს დაფიქრებულა.


ხოლო, ცუდ შემთხვევაში ჩვეულებრივი ნაბიჭვარია, რომელიც მორალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობს საკითხის მიზანმიმართულად დამახინჯებით - თითქოს მას ადარდებს ადამიანების სიცოცხლე, ხოლო ვიღაც უგულოს რაღაც ნაკლებად ღირებული, მატერიალური.


პოლიტიკოსებს და მთავრობებს ყოველთვის ურჩევნიათ ფოკუსირება იმაზე რაც ხდება დღეს და რაც სჩანს, ვიდრე იმაზე რაც მოხდება მომავალში და რაც უმრავლესობისთვის არ ჩანს (მათ ნაწილს ამის დანახვის უნარი სამწუხაროდ არც აქვს)


განსაკუთრებით მაშინ თუ დღევანდელი სურათით შეუძლიათ დაგაშინონ, პანიკაში ჩაგაგდონ, და შემდეგ გმართონ ისე როგორც მოუნდებათ და იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დათესილი პანიკა მისცემს შესაძლებლობას.


ჯერჯერობით ფიქრობენ რომ კარგად მიდიან

ამიტომ გადაგვიწიეს ვადა 22 მაისამდე

ფასი სიცოცხლის წლებია, რომელსაც გადავიხდით ჩვენ ყველა, ჩვენი შვილები, ჩვენი ახლობლები, სიღარიბეში უფრო ღრმად ჩაფლობის გამო

ვიღაცეებმა, ჩვენზე ჭკვიანებმა, სადღაც ზემოთ აწონეს და ეგრე გამოვიდა - ჩვენი სიცოცხლის წლები უფრო იაფი გამოვიდა“ წერს ჯაფარიძე. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up