ტრანზიტის დიდი პოტენციალი და მიზერული ათვისება - რატომ ვერ იყენებს ამ შესაძლებლობას საქართველო

ტრანზიტის დიდი პოტენციალი და მიზერული ათვისება - რატომ ვერ იყენებს ამ შესაძლებლობას საქართველო

access_time2021-12-09 11:00:31

საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების მინიმუმიც არ არის ათვისებული. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, დიდ სატრანზიტო დერეფანში, რომელიც ჩინეთიდან იწყება და მთავრდება თუნდაც უკრაინასა და ევროპის მისადგომებთან, ცენტრალური აზია კონტექსტიდან თითქმის ამოვარდნილია.  საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა ცაგარეიშვილის ინფორმაციით, 1,1 მილიონი გადაიზიდა ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით და მხოლოდ უმნიშვნელო - 0,8% წამოვიდა ჩვენი დერეფნის გავლით.



ცაგარეიშვილის განცხადებით, ტვირთბრუნვები ყველა მონაკვეთზე, რომელზეც საქართველო პირდაპირ თუ ირიბად არის დაკავშირებული, შემცირებულია.



,,ირანი ავიღოთ, იგი  უკავშირდება სომხეთს, თურქეთს და აზერბაიჯანს და ამ ქვეყნების შემდეგ გამოივლის საქართველოში. ირანი თურქეთთან არის დაკავშირებული სარკინიგზო ქსელით.  გავრცელდა ინფორმაცია, რომ სურს აზერბაიჯანის გავლით  დაუკავშირდეს საქართველოს  და მერე წამოვიდეს  ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებაზე.  დიდი ხანია ხორციელდება პროექტი 180 კმ-იანი მაგისტრალის შეერთებაზე,  საუბარია  რეშტი-ასტარას  მიმართულებით ტვირთების მოძრაობაზე. პროექტი უკვე მთავრდება, რაც საშუალებას აძლევს ირანს, აზერბაიჯანის გავლით შემოვიდეს საქართველოში და ბაქო-თბილისი-ყარსით წაიღოს ეს ტვირთი თურქეთის მიმართულებით. ვერ გეტყვით, კონკრეტულად  რომელ ტვირთნაკადებზეა საუბარი. ირანის საექსპორტო პოტენციალს თუ ვგულისხმობთ, არსებული რესურსის ათვისების შემთხვევაში,  გაიზრდება  საქართველოს სარკინიგზო დერეფნის ან  ბაქო-თბილისი-ყარსი მონაკვეთის მიმზიდველობა, გამოყენების ხარისხი და ნაკადები“, - განმარტავს ,,კომერსანტთან“ ცაგარეიშვილი.



მისი თქმით, საქართველოს მთავრობა  გამავალი სატრანზიტო დერეფნის  შესაძლებლობას ძალიან დაბალ დონეზე  იყენებს. აბსოლუტურად განულებულია ყაზახური ტვირთნაკადები,  რომლის ექსპორტ-იმპორტის ჯამური მოცულობა რკინიგზაზე 120 მლნ ტონაა წელიწადში, მაგრამ მისი 1 პროცენტიც ვერ მოძრაობს საქართველოს გავლით. ასევეა უზბეკური ტვირთნაკადების შემთხვევაშიც.

 



,,რა თქმა უნდა, ჩვენთვის კარგია ნებისმიერი დამატებითი ტვირთნაკადი. პერსპექტივაში, ირანში დიდი მოთხოვნაა უკრაინულ ბურღულეულზე, რომლის იმპორტიც სჭირდება. საქართველოს რკინიგზამ ერთხელ 20 პროცენტით შეუმცირა სარკინიგზო ტარიფი და ტვირთების მოძრაობის მიმზიდველობა გაიზარდა. თუმცა, რადგან უკრაინა იყო ჩართული, რუსეთიდან გამომდინარე, სანქციების ფაქტორი ჩაერთო და გაჩერდა. ბევრი რამ  პოლიტიკურ სიტუაციაზეც არის დამოკიდებული. ჩვენი დიდი პრობლემაა, რომ აბსოლუტურად გამორთულია ცენტრალური აზიის 5 ძირითადი სახელმწიფო, რომელიც  პოსტსაბჭოთა სივრცეშია, თითქმის 0-ს უდრის მათგან ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობა. უზბეკეთისა და ყაზახეთის ანალოგიურად, თურქმენეთიდან მხოლოდ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მცირე მოცულობა მოგვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ  თურქმენეთს ვოლგა-დონის არხით გადააქვს ტვირთები.  ვოლგა-დონი ზამთარში იყინება და ბუნებრივი წინაღობის  გამო ჩვენს დერეფანზე გამოდიან. თითქმის განულებულია ყირგიზეთის და ტაჯიკეთის შესაძლებლობა. ამ დიდ სატრანზიტო დერეფანში, რომელიც ჩინეთიდან იწყება და მთავრდება თუნდაც უკრაინასა და ევროპის მისადგომებთან, ცენტრალური აზია კონტექსტიდან თითქმის ამოვარდნილია. ამ დროს ყაზახეთი უდიდეს რესურსს დებს თავისი საპორტო ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად, დიდ საკონტეინერო ტერმინალებს აშენებს, რათა ტვირთები ყაზახეთის გავლით საქართველოზე წამოვიდეს და მოვიდეს ჩვენს პორტებში“, - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ თავის დროზე დიდი შეცდომა დაუშვა საქართველოს მთავრობამ, როცა პოლიტიკური მოტივით უარი თქვა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე.



,,არაკეთილსინდისიერი პარტნიორის იმიჯი დავიმკვიდრეთ და შევწყვიტეთ განვითარება. ფოთის ნავსადგური, ბათუმთან ერთად, დიდი სიმძლავრეების ათვისებას ვერ უზრუნველყოფს, მოძველებული ნავსადგურია და მიუღებელია ტარიფები, ძვირი ჯდება გემის შემოყვანა. ალტერნატივა თუ გვექნებოდა ანაკლიის სახით, დაიძვრებოდა ტვირთნაკადები. 1,1 მილიონი ტონა გადაიზიდა ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით და მხოლოდ უმნიშვნელო, 0,8% წამოვიდა ჩვენი დერეფნის გავლით, ნუთუ ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, როცა უზარმაზარი რესურსი იხარჯება. ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა გემებიც კი შეიძინეს, რომ კონტეინერები გემებით ატარონ და აქ ისევ პრობლემაა“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ პაატა ცაგარეიშვილი.



მიუხედავად ამისა, მთავრობა ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს პოზიტიურად აფასებს.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე გადატანილი კონტეინერების რაოდენობა სტაბილურად იზრდება.



კერძოდ, 56,4%–იანი ზრდა დაფიქსირდა 2021 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში.


მინისტრის თქმით, ჯანსაღი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და ადეკვატური შესაძლებლობები საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხია.



სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ  სპარსეთის ყურის შავ ზღვასთან დამაკავშირებელი სატრანზიტო მარშრუტის ორგანიზებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.



მხარეთა შეთანხმების თანახმად, პირველ რიგში, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში საპილოტე ტვირთები ირანიდან გაიგზავნება ირანული საქონლის აზერბაიჯანში მიტანისთვის ასტარას სასაზღვრო პუნქტის გავლით, ასევე შავ ზღვაზე ქართული პორდებიდან ბულგარეთში ან აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში გადაიტვირთება. 

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up