რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა

access_time2019-12-07 12:00:03

სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­ში­შე­სუ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი სრუ­ლად შევ­სე­ბუ­ლია და სა­კუ­თარ რიგს ასე­უ­ლო­ბით ხან­დაზ­მუ­ლი ელო­დე­ბა. ად­გი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იმ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, თუ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვებს ან – გარ­და­იც­ვლე­ბა.

ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე 15 პან­სი­ო­ნა­ტია. აქე­დან ორი დიდი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ხოლო 13 სა­თე­მო, ე.წ.კერ­ძო სახ­ლის ტი­პის თავ­შე­სა­ფა­რი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­შია. მათ გარ­და, არ­სე­ბობს კერ­ძო სა­ო­ჯა­ხო ტი­პის თავ­შე­საფ­რე­ბიც.

ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 500-700 ლა­რამ­დე ჯდე­ბა. ფასს მო­ხუ­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გან­სა­ზღვრავს. ყო­ველ­თვი­ურ გა­და­სა­ხად­ში სამ­ჯე­რა­დი კვე­ბა, ხან­დაზ­მუ­ლის მოვ­ლა და პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა შე­დის.

მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნა შე­უძ­ლი­ათ 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ქა­ლებს, მა­მა­კა­ცებს კი – 65 წლის ასა­კი­დან. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, თა­მარ გო­ცა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ცე­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის ოდე­ნო­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლია თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლის სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, სო­ცი­ა­ლუ­რი ქუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ცე­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა დღე­ში მი­ნი­მუმ 12 ლარს, ხოლო მაქ­სი­მუმ 20 ლარს შე­ად­გენს.

“ოქ­ტომ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით ჩვენს სა­თე­მო მომ­სა­ხუ­რე­ბას იღებ­და 113 მო­ხუ­ცი. თავ­შე­სა­ფარ­ში მოხ­ვედ­რას ელო­დე­ბა 20 ადა­მი­ა­ნი და ვფიქ­რობთ, რომ მაქ­სი­მუმ ორ თვე­ში ჩავ­რთავთ ამ პროგ­რა­მა­ში. სა­ჭი­როა ად­გი­ლე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. იმი­სათ­ვის, რომ ხან­დაზ­მულ­მა ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ი­ღოს, უნდა მი­მარ­თოს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს, მი­ა­კი­თხავს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, შე­ა­ფა­სებს მის სა­ჭი­რო­ე­ბას და შემ­დეგ მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

წელს „სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვის პროგ­რა­მის“ ფარ­გლებ­ში 300 ბე­ნე­ფი­ცი­არ­ზეა სა­თე­მო მომ­სა­ხუ­რე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ეს არის ამ წლის ლი­მი­ტი. სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ორი დიდი ზო­მის მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფა­რი, რომ­ლის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­საც ტრე­ფი­კინ­გის ფონ­დი ახორ­ცი­ე­ლებს და სრუ­ლად აფი­ნან­სებს სა­ხელ­მწი­ფო.

და­ნარ­ჩე­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მი­საა, 24 ბე­ნე­ფი­ცი­არ­ზე გათ­ვლი­ლი. მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა და­ბა­ლი არ არის. წლის და­სა­წყის­ში 70-მდე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი გვყავ­და რიგ­ში, და­ვა­მა­ტეთ ად­გი­ლე­ბი და შევ­ძე­ლით მათი გა­და­ნა­წი­ლე­ბა. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მსურ­ველ­თა 70% ბო­ლოს უარს ამ­ბობს პროგ­რა­მა­ში ჩა­რი­ცხვა­ზე” – აცხა­დებს თა­მარ გო­ცა­ძე.

კერ­ძო პან­სი­ო­ნა­ტე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­გორც ბიზ­ნე­სი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ შედ­გა. გან­სხვა­ვე­ბით ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან, სა­დაც მო­ხუც­თა პენ­სი­ას­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნეც მა­ღა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ხუც­თა სახ­ლის შე­მო­სავ­ლის წყა­როდ ქცე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, რად­გა­ნაც აქ მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცი, სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლით ვერ შეძ­ლებს ჰქონ­დეს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სი­ბე­რე.

მო­ხუ­ცე­ბულ­თა და შშმ პირ­თა პან­სი­ო­ნა­ტის „ჩემი ოჯა­ხის“ მე­პატ­რო­ნე მაია ახა­ლა­ძე ამ­ბობს, რომ თა­ვი­დან მისი ორ­გა­ნი­ზა­ცია კერ­ძო იყო, ხოლო მას შემ­დეგ, რაც მათ არ­სე­ბო­ბას საფრ­თხე შე­ექ­მნა, სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბას შე­უ­ერ­თდნენ:


“ამ საქ­მეს 2005 წლი­დან ვემ­სა­ხუ­რე­ბით. 2013 წლამ­დე კერ­ძო იყო, ამ­ჟა­მად ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბას ვი­ღებთ. ეს არის სა­ო­ჯა­ხო ტი­პის პან­სი­ო­ნა­ტი და შვიდ ხან­დაზ­მულს ვემ­სა­ხუ­რე­ბით. ამ­ჟა­მად გვყავს ხუთი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი, ორი გარ­და­იც­ვა­ლა. აქა­ურ ცხოვ­რე­ბას აქვს წე­სე­ბი, რა თქმა უნდა. ისი­ნი მუდ­მი­ვად აქ ცხოვ­რო­ბენ, აქვთ დღის მან­ძილ­ზე გას­ვლის, გა­სე­ირ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, შე­უძ­ლი­ათ წე­ლი­წად­ში 20 დღე და­ტო­ვონ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, წა­ვიდ­ნენ ნა­თე­სა­ვებ­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან.

მო­ხუ­ცე­ბის­თვის გვაქვს სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი – ეზო­ში ვარ­ჯი­შო­ბენ, თა­მა­შო­ბენ, მცე­ნა­რე­ე­ბის დარ­გვა­ში, ჭრა-კერ­ვა­სა და სხვა აქ­ტო­ვო­ბებ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი. თუმ­ცა, ძი­რი­თა­დად გვყავს მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი: ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლე­ბი, გო­ნე­ბა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლე­ბი და ა.შ.” – გვიყ­ვე­ბა მაია ახა­ლა­ძე.

გარ­და სა­ხელ­მწი­ფო და კერ­ძო თავ­შე­საფ­რე­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც, რო­მე­ლიც უსას­ყიდ­ლოდ სთა­ვა­ზობს ხან­დაზ­მუ­ლებს დღის ცენ­ტრის მომ­სა­ხუ­რე­ბას და უფა­სო კვე­ბას. „სა­ქარ­თვე­ლოს კა­რი­ტა­სი“ უკვე 25 წე­ლია მუ­შა­ობს, არ­სე­ბობს და ძი­რი­თა­დად სო­ცი­ა­ლუ­რად გა­ჭირ­ვე­ბულ ფე­ნებს უწევს დახ­მა­რე­ბას:

“ხან­დაზ­მუ­ლე­ბის­თვის “კა­რი­ტასს” აქვს ორი პროგ­რა­მა – სო­ცი­ა­ლუ­რი ზრუნ­ვის და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი. სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის პროგ­რა­მა შინ­მოვ­ლის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობს და ხან­დაზ­მუ­ლებს აწ­ვდის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას შინ, ხოლო სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა უზ­რუნ­ველ­ყოფს დღის ცენ­ტრის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

გვაქვს ხან­დაზ­მულ­თა ერთი დღის ცენ­ტრი თბი­ლის­ში და ჩვე­ნი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­სა­დი­ლო ემ­სა­ხუ­რე­ბა ამ სეგ­მენტს. გვყავს დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფოც შე­მო­დის მცი­რე და­ფი­ნან­სე­ბით. ამ მო­მენ­ტის­თვის, 40 ადა­მი­ა­ნია დღის ცენ­ტრში და აქე­დან ექ­ვსია მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბით.

გვაქვს ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლე­ბი, ასე რომ, მო­ხუ­ცე­ბუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ მობ­რძან­დნენ ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, მოგ­ვიყ­ვნენ თა­ვი­ანთ პრობ­ლე­მა­ზე და თუ ჩავ­თვლით, რომ ის სა­ჭი­რო­ებს დახ­მა­რე­ბას, ვა­ნა­წი­ლებთ დღის ცენ­ტრში” – აცხა­დებს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი ზრუნ­ვის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი ინგა ჩხე­ი­ძე და ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სტე­რე­ო­ტი­პულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რე­ბის მი­მართ, რაც მისი თქმით, მო­ხუ­ცე­ბუ­ლებს ბა­რი­ე­რებს უქ­მნის მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში.

ჩხე­ი­ძე AMBEBI.GE-სთან ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რს ჯერ კი­დევ მი­აჩ­ნია, რომ მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში მოხ­ვედ­რა ოჯა­ხის­თვის ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვია.

“ჩვენ­თან ოჯა­ხე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძალ­ზედ არას­წო­რია. ხში­რად უკ­რძა­ლა­ვენ კი­დეც მო­ხუ­ცებს სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, თავ­შე­სა­ფარ­ში არ მიხ­ვი­დე, ნუ გვარ­ცხვე­ნო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მქონ­და შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბო­და მკურ­ნა­ლო­ბა, ოჯა­ხის წევ­რი ვერ მკურ­ნა­ლობ­და მას და სა­ჭი­რო იყო ამ ადა­მი­ა­ნის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა, თუმ­ცა ოჯახ­მა სირ­ცხვი­ლად ჩათ­ვა­ლა, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­ე­წია დახ­მა­რე­ბა.

პირ­ველ რიგ­ში ეს არის ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბა­ლი დო­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი. ევ­რო­პის არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ ით­ვლე­ბა სირ­ცხვი­ლად მო­ხუ­ცე­ბულ­თა მის­ვლა სა­ო­ჯა­ხო ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. თუკი ოჯა­ხი ვერ ახერ­ხებს მო­ხუ­ცის­თვის ღირ­სე­უ­ლი სი­ბე­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, მა­შინ მას­ზე უნდა იზ­რუ­ნონ შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა“ – ამ­ბობს ინგა ჩხე­ი­ძე.

ცნო­ბი­სათ­ვის, ხან­დაზ­მულ­თა პან­სი­ო­ნატ­ში ჩა­რი­ცხვას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან პი­რე­ბი:

  • მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბით;
  • ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის აქ­ტი­უ­რი ფორ­მით;
  • აქ­ტი­უ­რი სი­ფი­ლი­სით;
  • კა­ნის გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბით;
  • თა­ვი­სა და ზურ­გის ტვი­ნის თი­აქ­რე­ბის ღია ფორ­მით;
  • ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბით;
  • ისი­ნი, ვინც სა­ჭი­რო­ე­ბენ სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბას

წყარო: AMBEBI.GE

 





Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-03 13:15:58
3 აგვისტოს, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით 156 მგზავრი გაფრინდა.  აღსანიშნავია, რომ...

„კრისტალის“ მხარდაჭერით საქართველოში მართვადი სუნთქვის სრულფასოვანი აპარატი იქმნება

„კრისტალის“ მხარდაჭერით საქართველოში მართვადი სუნთქვის სრულფასოვანი აპარატი იქმნება
access_time2020-08-03 10:10:23
...

BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსმა აღმასვლის მეოთხედში გადაინაცვლა

BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსმა აღმასვლის მეოთხედში გადაინაცვლა
access_time2020-08-03 12:00:50
2020 წლის მეორე კვარტლის დასასრულს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსმა „რეცესიის“ მეოთხედიდან (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, ნეგატიური მოლოდინი) „აღმასვლის“ მეოთხედში (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, პოზიტიური მოლოდინი) გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ივნისის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის ასასოციაციის წევრებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა კვლავ უარყოფითად, თუმცა მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი პოზიტიურად შეაფასეს. კერძოდ, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის...

ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ახალი ინიციატივით, ეს უფრო ადრე მოხდება - თიბისი ჯგუფის ეკონომისტი

ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ახალი ინიციატივით, ეს უფრო ადრე მოხდება - თიბისი ჯგუფის ეკონომისტი
access_time2020-08-03 12:10:57
6 ივლისიდან 31 ივლისამდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. „29 ივლისს დამთავრებულ შვიდ დღეში, გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ 7% შეადგინა. სესხების ახალი გაცემები თვის დასაწყისიდან ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. თბილისში ბინების გაყიდვის რეგისტრაციის ზრდის 7 დღის...

ერთ წელში ფასები სურსათზე - 11.5%-ით და ტრანსპორტზე - 9.3%-ით გაიზარდა

ერთ წელში ფასები სურსათზე - 11.5%-ით და ტრანსპორტზე - 9.3%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 11:10:10
2020 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.8 პროცენტით განისაზღვრა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და...


მსგავსი სიახლეები

up