რა ჯდება ერთი პირბადის შეკერვა - „აჭარა ტექსტილის“ განმარტება

რა ჯდება ერთი პირბადის შეკერვა - „აჭარა ტექსტილის“ განმარტება

access_time2020-04-15 13:00:02

საქართველოში სამედიცინო პირბადეების დეფიციტის აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობამ პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა დაიწყო. პირველი საწარმო, რომელმაც პირბადეების წარმოება დაიწყო „აჭარა ტექსტილი“ იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილეს ტექსტილის საწარმოს პირბადეების წარმოებისთვის განკუთვნილი დანადგარები არ ჰქონდა, კომპანია პროგრამაში მაინც ჩაერთო და პირბადებიის წარმოება საკერავი მანქანებით დაიწყო. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია 500 000 პირბადეს ეკონომიკის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცემდა, თუმცა, დღეს ტექსტილის საწარმოს ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ რიცხვი შეიცვალა და სახელმწიფოს მილიონი მრავალჯერადი მოხმარების პირბადე გადასცა.

 

„პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამაში ინიციატივის გაჟღერების დღიდან აქტიურად ვართ ჩართულები. პირველ ეტაპზე ვთქვით, რომ სახელმწიფოს უსასყიდლოდ 500 000 პირბადეს მივაწვდიდით, თუმცა, რაოდენობა მილიონამდე გაიზარდა. წარმოებული პირბადეები ეკონომიკის სამინსიტროს უკვე მივაწოდეთ და მათი განაწილება ყველაზე კრიტიკულ წერტილებში მოხდა“, - ამბობს გია ლომინაძემ.

 

მისი განცხადებით, 12 ფენის მარლისგან დამზადებული მრავალჯერადი პირბადეების წარმოებას კომპანიას დღესაც აგრძელებს. მისი თქმით, სახელმწიფოს შემდეგ პირბადეების შეძენით კერძო პირები დაინტერესდნენ. ტექსტილის საწარმოს ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ ამჯერად არ იცის რა რაოდენობის პირბადეს გადასცემს კომპანია სახელმწიფოს, „აჭარა ტექსტილში“ არც ის იციან შემდეგშიც უსასყიდლოდ ითანამშრომლებენ თუ არა საქართველოს მთავრობასთან.

 

„პირბადეების წარმოებას დღესაც ვაგრძელებთ, ბევრმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი, რომ შეეძინათ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია და აქედან გამომდინარე პირბადეებს მცირე რაოდენობით, კომერციული დანიშნულებითაც ვაწარმოებთ. ჩვენი საწარმო მზად არის  ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობა გააგრძელოს, თუმცა, არ არის გადაწყვეტილი რა რაოდენობას შევკერავთ, რამდენიც საჭირო იქნება იმ რაოდენობას ვაწარმოებთ. ჯერ არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები, შესაბამისად, კონკრეტულ რაოდენობას ვერ ვასახელებთ. ვერც იმას გეტყვით, უსასყიდლოდ რამდენ პირბადეს გადავცემთ, რადგან პირბადეები კომერციული დანიშნულებითაც უნდა მივაწოდოთ. პროპორცია როგორ იქნება ამ ორ მიმართულებას შორის ამ ეტაპზე უცნობია“,- განმარტავს გია ლომინაძე.


 

პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამაში „აჭარა ტექსტილის“ მხრიდან პირველ ეტაპზე დაახლოებით, 600 000 ლარის ფინანსური რესურსი იქნება ჩადებული. „კომერსანტის“ კითხვაზე, რა უჯდება კომპანიას ერთი პირბადის შეკერვა, უმსხვილესი ტექსტილის საწარმოს ფინანსურმა დირექტორი ამბობს, რომ 12 ფენის მარლისგან დამზადებული მრავალჯერადი პირბადეების მხოლოდ შეკერვის ღირებულება დაახლოებით 60 თეთრია.

 

„ჩვენ ამ პირბადეების ვაწარმოებთ ჩვენს ხელთ არსებული დანადგარებით, რომელიც გამოიყენება სხვა მიმართულებით. პირბადეების წარმოებითვის გამოიყენება ავტომატური დანადგარები, რომლებიც დღის განმავლობაში მილიონობით ერთეულ პირბადეს აწარმოებს. ჩვენს შემთვევაში ერთ ადამიანს დღეში მხოლოდ 200 ერთეულის წარმოება შეუძლია, აქედან გამომდინარე ხელით შეკერვა განსაკუთრებით მარლის პირბადის არის გაცილებით რთული და შრომატევადი, შესაბამისად, ღირებულება არის გაცილებით მაღალი. მხოლოდ შეკერვის ფასი  დაახლოებით 60 თეთრია. თუმცა, მას ემატება პირბადის წარმოებისთვის საჭირო სხვა არაპირდაპირი ხარჯი, მათ შორის,  მარლა, რეზინა. საბოლოო თვითღირებულება კი შეიძლება 1,15 ლარი იყოს. ჩვენს შემთხვევაში მასალა უსასყიდლოდ მოგვაწოდა ეკონომიკის სამინისტრომ, რადგან ეს არის დეფიციტური მასალა და მოძიება  გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული“,- განმარტავს გია ლომინაძე.


შეგახსენებთ, რომ „აჭარა ტექსტილი“ საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს და 100%-ით ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა. საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექსტილის საწარმო წლიურად დაახლოებით 10 000 000 ერთეულ პროდუქტს აწარმოებს. კომპანიას ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში უკვე აქვს სამი სამკერვალო ქარხანა, სადაც დაახლოებით 3 500 ადამიანია დასაქმებული.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up