რა დაუჯდება ბრიტანულ ეკონომიკას ევროკავშირიდან გამოსვლა

რა დაუჯდება ბრიტანულ ეკონომიკას ევროკავშირიდან გამოსვლა

access_time2016-02-22 18:00:55

ბრიტანეთი 23 ივნისს რეფერენდუმს ჩაატარებს, რომელზეც  ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის საკითხი გადაწყდება. დევიდ კემერონმა რეფერენდუმის თარიღი მას შემდეგ დააანონსა, რაც ბრიტანეთმა ევროკავშირთან „სპეციალური სტატუსის“ უფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწია. 


ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების დროს დევიდ კემერონს ევროკავშირის წარმომადგენლების დასარწმუნებლად 24 საათზე მეტი დასჭირდა. მოგვიანებით ბრიტანეთის პრემიერმა ტვიტერში პოსტი გამოაქვეყნა: „მოლაპარაკების შედეგად ბრიტანეთს ევროკავშირში „სპეციალური სტატუსი ექნება.“


აღნიშნული შეთანხმების შედეგად კემერონს ბრიტანელების დარწმუნება,  ქვეყნის ევროკავშირისგან  გამოყოფას მხარი არ დაუჭირონ, გაუმარტივდება. მისი მოსაზრებით, ევროკავშირში ყოფნა ბრიტანეთის ეკონომიკისათვის სარგებლის მომტანია. თუმცა კემერონის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ბრიტანეთისთვის ბრექსიტი (ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება) აუცილებელია, რადგან ბლოკში ყოფნა ქვეყნისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.


ქვემოთ მოყვანილი რიცხვები ცხადყოფს, თუ რა დევს სასწორზე.


ინვესტიცია



ევროკავშირი ბრიტანეთში საგარეო ინვესტიციების მთავარი წყაროა. ბრიტანეთის პარლამენტის მიხედვით, 2014 წელს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ქვეყანაში £496 მილიარდის ($708 მილიარდი) ოდენობის ინვესტიცია განახორციელდეს, რაც საგარეო წყაროების დაახლოებით ნახევარს შეადგენს.


ვაჭრობა


ბრიტანეთის ეკონომიკისთვის ევროკავშირთან ვაჭრობა ძალიან მნიშვნელოვანია: ბრიტანეთის ექსპორტის 45% (£230 მილიარდის ოდენობა, დოლარებში $329 მილიარდი) ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მიდის. რაც შეეხება იმპორტს - ქვეყანაში იმპორტის 53%-ის მომწოდებელი (£289 / $413  მილიარდი)  ევროკავშირია. 


აღნიშნული ვაჭრობა ქმნის ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს. ბრიტანეთში დაახლოებით 3.4 მილიონი სამუშაო ადგილი ექსპორტზე პირდაპირ არის დამოკიდებული. 


მიგრაცია


მიგრაციის საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დაახლოებით 3 მილიონი მოქალაქე  ბრიტანეთში ცხოვრობს და მათგან ორი მესამედი დასაქმებულია. გაეროს მონაცემებით, დაახლოებით 1.3 მილიონი ბრიტანელი ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოებში ცხოვრობს.

 

რეგულაციები


ბრექსიტის მომხრეების განცხადებით, ევროკავშირის რეგულაციები ბრიტანულ ბიზნესს მძიმე ტვირთად აწვება. ანალიტიკური ინსტიტუტის, „ღია ევროპის“ 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროკავშირის რეგულაციები ბრიტანეთს ყოველწლიურად £33.3 მილიარდს ($47 მილიარდი) აკარგვინებს. მიუხედავად ამისა, ბრექსიტის შემთხვევაშიც კი, ბრიტანეთს  ევროკავშირთან ვაჭრობისას რეგულაციების დაცვა მაინც მოუწევს.



მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up