რა დაუჯდა სახელმწიფოს სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად გამოყენება?

რა დაუჯდა სახელმწიფოს სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად გამოყენება?

access_time2020-04-25 13:30:02

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროებში საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად გამარტივებული შესყიდვის 87 ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა საერთო ღირებულება 25 მილიონ 579 ათასი ლარია.

ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე დიდი თანხა ერთი ხელშეკრულების ფარგლებში “კურორტ საირმესთანაა” გაფორმებული, სახელმწიფოს 210 ოთახის (კვებით და დეზინფექციით) ორი თვით დაქირავება 2 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.

ყველაზე დაბალი თანხა თბილისის სასტუმრო “იბიზ სთაილს თბილისისთვისაა” გადახდილი, რომელშიც სახელმწიფოს მხოლოდ დეზინფექციის თანხის, 3,004 ლარის ანაზღაურება მოუწია, 100 ოთახისა და სამჯერადი კვების მომსახურება სასტუმრომ უსასყიდლოდ გაიღო.

ანალოგიურად მოიქცა სასტუმრო “ამბასადორი კაჭრეთიც”, სადაც 155 ოთახის ოთახი და მოქალაქეების სამჯერადი კვების მომსახურება უსასყიდლოდ გაიღო, სახელმწიფომ თანხა მხოლოდ დეზინფექციაში გადაიხადა, რაც ჯამში 7,500 ლარი დაუჯდა.

რაც შეეხება ერთეული ოთახის ფასებს, ამ შემთხვევაში ყველაზე მაღალი ფასი, 140 ლარი, “კურორტი საირმისა” და გუდაურის “ალპინას” ხელშეკრულებებში ფიქსირდება. ხოლო ყველაზე დაბალი - 23.60 ლარი, თბილისის “Holiday Inn”-ის ხელშეკრულებაში.

„ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში ყველაზე მეტი, 345 ოთახი, ბათუმის სასტუმრო “ეიფორიისგან” იქირავა, რაც 1,408,000 ლარი დაუჯდა. აღნიშნული სასტუმროს მესაკუთრეა სს “მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი”, რომელიც სხვადასხვა დასახელების სასტუმროებს ფლობს როგორც ბათუმში, ასევე თბილისში. ჯამურად ამ კომპანიამ 25 მარტის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის 5 ხელშეკრულება მიიღო, რომელთა საერთო ღირებულებამ 2 მილიონ 363 ათას ლარს გადააჭარბა,“-ვკითხულობთ ინფორმაციაში.


ქვემოთ, ცხრილში მოცემულია იმ სასტუმროების ჩამონათვალი, რომლთა დაქირავება სახელმწიფოს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი უჯდება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე სასტუმროსთან განმეორებითი ხელშეკრულებებია დადებული.

IDFI-ს ცნობით, აჭარის მუნიციპალიტეტმა სასტუმროებში საკარანტინო სივრცეების მოწყობისათვის 4 მილიონ ლარამდე დახარჯა. აჭარის შემთხვევაში, ყველაზე მაღალი ჯამური ფასი სასტუმრო ველმონდში დაფიქსირდა, ერთეული ოთახის ყველაზე მაღალი ფასი, 80 ლარი კი სასტუმრო “მარიას” ხელშეკრულებაში გვხვდება. სასტუმრო ინტურისტების მომსახურების საფასური 428,000 ლარია, რომელიც ასევე ზემოთ ნახსენებ სს “მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმს” ეკუთვნის.


ცნობისთვის, წინამდებარე დოკუმენტში ასახული მონაცემები მოიცავს მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში Covid 19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვების ანალიზს.


BPN 

თეგები:
სასტუმრო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up